რეგისტრირებული ფაქტები50747
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ოლღა ბეჟანიშვილს, რომელიც გამგეობის მინდობილობით თარგმნიდა წიგნს „ასი ამბავი“, მისცეს 30 მანეთი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 სექტემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა მიმდინარე წლის 29 სექტემბრიდან გერმანული ენის მასწავლებლის თანამდებობის აღმასრულებლად ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძე დაეშვა. იგი ასევე, ამზადებდა მის მატრიკულარულ მოწმობას. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 იანვარს თბილისში, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების დარბაზში, გაიხსნა საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა ყრილობა სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 იანვარს თბილისში ჩატარდა მეცხვარე-მესაქონლეთა პირველი ყრილობა გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით. ყრილობას დაესწრო ასორმოცდაათამდე მეცხვარე-მესაქონლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა ამიერკავკასიის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა აკაკი ჩხენკელმა დაიწყო დებატები ახალ რეალობაზე გადასვლის ფორმულასთან დაკავშირებით. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის სხდომა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ: ონიაშვილი, რასულ-ზადე, გეორგაძე, თუმანოვი, სემიონოვი, გვაზავა, ლორთქიფანიძე, კაჩაზნუნი, ლასხიშვილი, კანტემიროვი, მაგომეტ ბეკოვი, შეიხ-ულ-ისლამოვი, არსენიძე და გობეჩია. სხდომის ოქმის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 აპრილს გამართული ამიერკავკასიის სეიმის პირველი სესიის სხდომის თავმჯდომარე იყო ნ. ს. ჩხეიძე. სხდომამ დაადგინა, შეეჩერებინათ საომარი მოქმედებები და მთავრობას თავდაცვითი ღონისძიებების შემუშავება დაავალა. ხატისოვის წინადადება განხილული იქნა, როგორც სურვილი, რომლითაც მთავრობას უნდა ეხელმძღვანელა. დოკუმენტის სისწორეს ადასტურებს რ. მიქელაძე.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წელს ოკუპაციის შემდეგ ნოე ხომერიკი თავის მოხსენებაში აცხადებს, რომ საქართველოს დამოუკიდებელი ერის კონფედერაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს ისეთი ძლიერი სახელმწიფო როგორიც დიდი ბრიტანეთია. მათ შორის დაიდება ხელშეკრულება, რომლის პუნქტებსაც სავაჭრო გზის, კავკასიის ბუნებრივი სიმდრიდრის დამუშავების, რკინიგზის განახლების შესახებ და ა. შ. ორივე სახელმწიფო პირნათლად შეასრულებს. აქვე მოიხსენიებს რუსეთსაც, როგორც დამპყრობელს და მასთან ამგვარი სახის ურთიერთობას კატეგორიულად გამორიცხავს.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 4 აპრილს ნოე ხომერიკმა ევგენი გეგეჭკორს მისწერა რევკომის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაუქმების შესახებ. ის წერილს თან ურთავს ხელშეკრულების ტექსტს და რაიკომის დადგენილებას მისი გაუქმების შესახებ. ასევე ატყობინებს, თუ რა მოხდა გემზე, რომელიც 30 მარტს იტალიიდან საქართველოსკენ წამოვიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 14 აპრილს ნოე ხომერიკი საქართველოს მთავრობას უგზავნის წერილს კონსტანტინეპოლიდან (სტამბული), რომ მათ მიერ დაარსებულმა კომისიამ დაიწყო მუშაობა და ახლა აუცილებელია ოსმალეთთან (თურქეთი) მოლაპარაკება იმისათვის, რომ მათ უფლება მისცენ, საქართველოს საზღვრებთან ააშენონ ბაზა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 27 აპრილს ნოე ხომერიკი ამხანაგ კოსტიას ატყობინებს,რომ ვექილი სხირტლაძისგან მათ მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორი ცუდი და უკიდურესად მძიმე სიტუაციია თბილისში. მოსახლეობას აეკრძალა ვაჭრობა, 4 ადამიანი დაუხვრეტიათ საქონლის გადამალვისთის, ბანკები დახურულა. ასევე წითელი არმიის 12-15 ათასიანი არმია მოემართება თბილისისკენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს, პარასკევს საქართველოში გაიმართებოდა „მსახიობის დღე“. დღისით ქუჩებში მოეწყობოდა პროცესია, გაიყიდებოდა გაზეთ „მსახიობის დღის“ სპეციალური გამოშვება, გაიმართებოდა სადღესასწაულო სანახაობები. თბილისში წარმოადგენდნენ ა. სუმბათაშვილის სპექტაკლს „ღალატი“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ვასო აბაშიძე, ტასო აბაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ვიქტორ გამყრელიძე, ვალერიან გუნია, იუზა ზარდალიშვილი, ა. მურუსიძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისის მოურავმა დიომიდე თოფურიძემ ქალაქში ანტისანიტარიას მიაქცია ყურადღება და სანიტარულ რაზმს დაუყოვნებლივ დასუფთავება უბრძანა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში პეტრე უმიკაშვილის სპექტაკლი „სამზადისი“ და ამ დღისთვის სპეციალურად დაწერილი იოსებ ჟივაძის შარჟის წარმოდგენა გაიმართებოდა. წარმოდგენებში მონაწილეობას მიიღებდნენ: ნიკო გოცირიძე, შალვა დადიანი, ალექსანდრა კარგარეთელი, იოსებ ჟივიძე, მიხეილ სარაული, როსტოვცევი, შალვა ღამბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, დავით ჩარკვიანი, ელენე ციმაკურიძე, ვეჩე ჯიქია.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ბიქტორ ვლადიმერის ძე ციხისთავი, კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე, მიტროფანე ცაგურია და ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 იანვარს მსახიობის დღესთან დაკავშირებით თბილისში ქართული სამუსიკო საზოგადოების საოპერო სტუდია დგამდა დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფო თეატრის ორკესტრი და ბალეტი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას მხოლოდ ერთი სკოლა ჰქონდა. ბიბლიოთეკაში სისტემატურად იმართებოდა ქართული წარმოდგენები.
1919
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ივლიანე გვადის ძე გაბუნიას საქმის მიხედვით, ის სარწმუნოებით იყო მართლმადიდებელი, დასაოჯახებელი.