რეგისტრირებული ფაქტები46417
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს, 11 საათსა და 20 წუთზე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა გახსნა. კრებას დაესწრო 148 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძემ და რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის თანდასწრებით შეამოწმეს ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერი დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ხელნაწერიდან არც ერთი ფურცელი არ იყო დაკარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი და პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი ყველა მუზეუმში უნნდა მისულიყვნენ და შეემოწმებინათ ხელნაწერები, რათა აღმოეჩინათ, რომელიმეს აკლდა თუ არა ფურცლები, მაგრამ მათ არ შეამოწმეს, რასაც პავლე დავითის ძე საყვარელიძეც დაამოწმებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის 100%-ით მომატების შესახებ. განჩინების თანხმად ეს სიახლე ყველაზე უნდა გავრცელებულიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ცხინვალის განყოფილების წევრი დავით ჯავახიშვილი თბილისში იმყოფებოდა და შეეძლო საწევრო თანხის საზოგადოებისთვის წარდგენა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვა სთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს დ. კარიჭაშვილმა დაურთო საზოგადოების წევრ თ. კიკვაძის განცხადება.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი, იოსებ პეტრეს ძე ნავროზაშვილი, დავით თევდორეს ძე ნაცვლიშვილი, სერგო ალექსანდრეს ძე ნადირაძე და იესე სოლომონის ძე ნებაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივანე ზურაბის ძე ნაგლაძე, გიორგი გაბრიელის ძე ნავროზაშვილი, გიორგი ნაცვალოვი, ელენე პეტრეს ასული ნაკაშიძე და მარიამ დიმიტრის ასული ნათაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბესო მაისურაძე, ივანე მათეს ძე დეკანოზიშვილი, ვუკოლ სიმონის ძე ნუცუბიძე, თევდორე ვახტანგის ძე ნიკოლაიშვილი და გრიგოლ იაკობის ძე ნასრაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სერგეი ბაღდასარის ძე მელიქოვი, ივანე დიმიტრის ძე მამუჩაშვილი, სვიმონ სოლომონის ძე მჭედლიშვილი, ნინო გიორგის ასული მაჩაბელი და მიხეილ დავითის ძე მაყაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალექსანდრე ონისიმეს ძე მეძმარიაშვილი, ოლღა გაბრიელის ასული მჭედლიშვილი, გიორგი დიმიტრის ძე მაყაშვილი, მიროტაძე და გიორგი მიქაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბიძინა მენაბდე, ვიქტორ მერაბის ძე მგელაძე, პავლე ივანეს ძე მეგრელიშვილი, კონსტანტინე მანჯგალაძე და სიმონ ივანეს ძე მინდაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სოფრომ ანთიმოზის ძე მიხელიძე, ვასილ ნიკოლოზის ძე მეგინეიშვილი, ანა აბელის ასული მურვანიშვილი, გიორგი მამულაიშვილი და ფილიმონ მაღრაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ელისე მაჭავარიანი, თევდორე მესტვირაშვილი, გიორგი მესხიშვილი, ვლადიმერ ივანეს ძე მკერვალიშვილი და ივანე არტემის ძე მელიქ-ნუბაროვი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: იოსებ ნოდარის ძე მანგიშვილი, დიმიტრი როსტომის ძე მგელაძე, გიორგი დავითის ძე მათეშვილი, ელისაბედ გრიგოლის ასული მალიევა და გულჩინა სპირიდონის ასული მენაბდე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა გიორგი ახვლედიანმა საქართველოს რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიას მისწერა, რომ 1918 წლის 20 სექტემბრიდან იმავე გიმნაზიის რუსული ენის მასწავლებლად ვერა გიორგის ასული ავალიშვილი დანიშნეს. თუმცა, დანიშვნის დამამტკიცებელი საბუთები გიმნაზიის კანცელარიის საქმეებში არ აღმოჩნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს თბილისის ქალთა მე-2 გიმნაზიის დირექტორ გიორგი ახვლედიანს გაუგზავნეს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგის 1918 წლის 20 სექტემბრის N 13 ბრძანება, გიმნაზიაში ვერა გიორგის ასული ავალიშვილის რუსული ენის მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. ხელს აწერენ მდივანი გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკე და საქმისმწარმოებელი დ. მესხი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ოქტომბერში თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს გაუგზავნეს ვერა გიორგის ასული ავალიშვილის თხოვნა, 1918 წლის 16 ივლისიდან სასწავლებელში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 16 ივლისს თბილისის მე-4 პირველდაწყებითი სკოლის რუსული ენის მასწავლებელმა ვერა ავალიშვილმა თბილისის რეალური სასწავლებლის დირექტორს სთხოვა, რომ მასწავლებლად იქ გადაეყვანა. იუწყებოდა, რომ ის მოსკოვის სასწავლო ოლქის სამმართველოსგან მიცემული მოწმობის ასლს (N 4115) ამზადებდა.