ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები48013

1883

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე, თბილისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი, დაიბადა 1883 წლის 12 ივლისს. იყო მართლმადიდებელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-20 წლების პირადი საქმის მიხედვით, ნინო იოსების ასული ბაქრაძე-ბოცვაძე ქართული სკოლა „განათლების“ მასწავლებელი იყო.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 2 იანვრიდან 1915 წლის პირველ სექტემბრამდე ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის აზნაურთა გიმნაზიის მასწავლებლად მუშაობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის პირველი ოქტომბრიდან ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე თბილისის რეალური სასწავლებლის პედაგოგი იყო.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ნინო ბაქრაძე-ბოცვაძე დაქორწინდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძეზე. ჰყავდათ ერთი ვაჟი, იოსები. ისინი მართლმადიდებლები იყვნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1919 წლის იანვრიდან გამგეობამ ბათუმის სკოლის შესანახად ყოველთვიურად 3000 მანეთი გადადო, მაგრამ ეს თანხა არ დასჭირდათ, რადგან ადგილობრივმა განყოფილებამ თვითონ მოიპოვა სკოლის შესანახი თანხა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ დაამთავრა ხონის საოსტატო სემინარია. მას ჰქონდა მოწმობა, რომელიც უფლებას აძლევდა, ქართული ენა ესწავლებინა საშუალო სკოლებში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის პირველი აგვისტოდან 1891 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე ქუთაისის გუბერნიის სოფ. წყალტუბოს სკოლის მასწავლებელი იყო.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის პირველი სექტემბრიდან 1892 წლის პირველ სექტემბრამდე ლუარსაბ ბოცვაძე დუშეთის მაზრის სოფელ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში მასწავლებლობდა.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 2 დეკემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირქტორმა კავკასიის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოთხწლიან სკოლაში უფროს მასწავლებლად დაამტკიცა. ბოცვაძე იქ 1905 წლის სექტემბრამდე მუშაობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის სექტემბრიდან ლუარსაბ ბოცვაძე მსახურობდა ყოფილ სათავადაზნაურო (შემდგომში ვაჟთა მე-7 გიმნაზია) გიმნაზიაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

ქუთაისის გუბერნიის მე-2 რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე ითხოვდა შუამდგომლობას დაბალ სასწავლებლთა მთავარ-გამგის წინაშე მასწავლებელ მღ. აბიბო ბოჭორიშვილის ჯამაგირის დანაკლისის ასანაზღაურებლად ( 372 ლ. 20 კაპ. ). სამინისტრომ ვერ შეძლო შუამდგომლობის დაკმაყოფილება, ხოლო მთვრობის წინაშე ასეთი უმნიშვნელო თანხის შესახებ შუამდგომლობის აღძვრა უხერხულად მიაჩნდათ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 29 ნოემბერს ნეოფიტე იერემიას ძე ბოჭორიშვილი სოხუმის ქალთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ნოემბრიდან ერეკლე ბურჯანაძე თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილი მსახურობდა მ. ყაუხჩიშვილის ქალთა გიმნაზიაში ექვსი წლის განმავლობაში. ის ითვლებოდა პეტროგრადის ქალთა უმაღლეს-ბესტუჟევის-კურსების მსმენელად.

1919

ტიპი: ღონისძიება

თბილისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს მარიამ ბუტულაშვილი-ჭრელაშვილის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში დანიშვნა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი ოქტომბრიდან სოფიო ბუტულაშვილი ქუთაისის „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.

1918

ტიპი: განათლება

1918 წელს სოფიო ბუტულაშვილმა დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებლის 9 კლასი.

1920

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, შალვა ბესარიონის ძე გაბადაძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი.

1920

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, შალვა ბესარიონის ძე გაბადაძე სწავლობდა კიევის კომერციულ ინსტიტუტში, მე-3 კურსზე ყოფნისას სწავლას თავი დაანება საერთო პოლიტიკური მიზეზების გამო.

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

შალვა ბესარიონის ძე გაბადაძის საქმის მიხედვით, 1920 წელს ის იყო დასაოჯახებელი, სარწმუნოებით მართლმადიდებელი.

1920

ტიპი: თანამდებობა

შალვა გაბადაძე ქუთაისის კორძახიას კერძო ქალთა გიმნაზიაში მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებლად ირიცხებოდა.