რეგისტრირებული ფაქტები50747
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ნოემბერს გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა მაქსიმე დავითის ძე ბერძნიშვილმა მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს ლავრენტ ფირცხალავას აცნობეს, რომ მთავარგამგის 1918 წლის 14 ნოემბრის N 92 ბრძანების მიხედვით, პირველი ნოემბრიდან გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლის თანამდებობის დროებით აღმასრულებლად დავით ლაზარეს ძე ადამია დაამტკიცეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 14 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 92 ბრძანების თანახმად, 1918 წლის 10 ნოემბრიდან დავით ლაზარეს ძე ადამია მარტვილის ქალ-ვაჟთა გიმნაზიის გერმანული, ფრანგული და ლათინური ენების მასწავლებლად დანიშნეს. ხელს აწერს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბერს ბათლომე გრიგორის ძე მეგრელიძემ აუწყა ნათესავებსა და ნაცნობებს მეუღლის, მარო ელიზბარის ასულ მეგრელიძის, გარდაცვალების შესახებ. ის უნდა დაეკრძალათ 5 დეკემბერს, 3 საათზე, სოფელ ქვენობანში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 2 აგვისტოს გაიმართა განათლების სამინისტროს მიერ დაარსებული სამთა კომისიის სხდომა სახელმწიფო უნივერსიტეტის გადაკეთების შესახებ. კრების თავმჯდომარე იყო განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი, დაესწრნენ: განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი, პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, სახელმწიფო კონტროლიორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კანდელაკი, საგანგებო საქმეთა მოხელე შინაგან საქმეთა მინისტრთან დიმიტრი ხოშტარია, სხდომას არ დაესწრო საგანგებო ბარათით მოწვეული თბილისის ქალაქისთავი ნიკოლოზ ელიავა.
1918
ტიპი: ღონისძიება
სახალხო განათლების სამინისტროს 1918 წლის 10 აგვისტოს სხდომას დაესწრნენ: განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი (თავმჯდომარე), მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივანი და მთავარგამგეები: დიმიტრი უზნაძე, მიხეილ თაქთაქიშვილი, გიორგი ჭუმბურიძე, სამინისტროს კანცელარიის დირექტორი ვუკოლ ბერიძე და თბილისის პირველი გიმნაზიის დირექტორი იაკობ ღულაძე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისს ი. მაღლაკელიძემ შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით „ერთობაში“ გამოაქვეყნა სია იმ პირებისა, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: სერგო ნებიერიძე, ი. მაღლაკელიძე, მ. ბუცხრიკიძე, არქიფო ქლიბაძე, ხ. ხავთასი, ოლღა შენგელია, ლ. ალავიძე, კ. ჩუბინაძე, კოლ. გეწაძე, ილარიონ შეყრილაძე, ჭ. ბაღდავაძე, კ. ბუაძე, ს. ჯოჯუა, უ. მუმლაძე, კ. თორთლაძე, ნოე კუხიანიძე, ს. ოქოევი, ბიკტორ საკანდელიძე, ი. ჟღენტი, ვ. კაპანაძე, ს. კობახიძე, იოსებ გუნცაძე, თ. მესხიშვილი და მაღრაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 ივლისის „ერთობა“ იუწყება, რომ სიღნაღის მოქალაქეთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა (თავმჯდომარე კრაწაშვილი) მოისმინა მოხსენება ბათუმის შემოერთების შესახებ და საქართველოს დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 8 ივლისს სასამართლოში გამართული სხდომა ყოფილ გენერალ-გუბერნატორ შალვა მაღლაკელიძისა და სხვათა საქმეებს მიეძღვნა. თავი დამნაშავედ ცნეს ჩაჩიბაიამ და შენგელაიამ, მოწმეებად წარდგნენ: გენერალი არჯევანიძე, ბორჯომის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი ჯაფარიძე, თბილისის საგუბერნიო კომისრის ყოფილი თანაშემწეები – ჩიქოვანი, ბაიბუროვსკი, ნ. ინასარიძე და ლ. რუხაძე.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 30 ნოემბერს ბარბარე გედევანიშვილის მეუღლე, პედაგოგი და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ლუარსაბ მერაბის ძე გედევანიშვილი გარდაიცვალა. დაკრძალეს კუკიის სასაფლაოზე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 ივლისის „ერთობაში“ ი. მაღლაკელიძე შორაპნის სამაზრო კომიტეტის დავალებით აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომელთაც შემოწირულობები გაიღეს ფრონტისთვის: პ. გველესიანი, ა. არაბიძე, ა. ბულეიშვილი, მ. აბრამიძე, გ. დევდარიანი, ლ. გოცაძე, ი. აბაშიძე, პ. ჭყოიძე, დ. გოგიაშვილი, ბ. შავდია, პ. რაბაროვსკი, დ. საკანდელოვი, დაშნიანი, ბ. ბურაკოვი.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს, 11 საათსა და 20 წუთზე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა გახსნა. კრებას დაესწრო 148 წევრი. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ პავლე დავითის ძე საყვარელიძემ და რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილმა პეტრე პავლეს ძე გელეიშვილის თანდასწრებით შეამოწმეს ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერი დ. ჭონქაძის სურამის ციხის შესახებ და აღმოჩნდა, რომ ხელნაწერიდან არც ერთი ფურცელი არ იყო დაკარგული.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი და პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი ყველა მუზეუმში უნნდა მისულიყვნენ და შეემოწმებინათ ხელნაწერები, რათა აღმოეჩინათ, რომელიმეს აკლდა თუ არა ფურცლები, მაგრამ მათ არ შეამოწმეს, რასაც პავლე დავითის ძე საყვარელიძეც დაამოწმებდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება გამგეობის წევრებისთვის ჯამაგირის 100%-ით მომატების შესახებ. განჩინების თანხმად ეს სიახლე ყველაზე უნდა გავრცელებულიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალიდან შეატყობინეს, რომ ცხინვალის განყოფილების წევრი დავით ჯავახიშვილი თბილისში იმყოფებოდა და შეეძლო საწევრო თანხის საზოგადოებისთვის წარდგენა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 ნოემბერს ვარლამ ბურჯანაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი დავითიშვილმა ბიბლიოთეკის გახსნის ნებართვა სთხოვა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს დავით კარიჭაშვილმა დაურთო საზოგადოების წევრ თევდორე კიკვაძის განცხადება.