რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, მიხეილ ვლადიმერის ძე იასტრებოვი თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, ლეონიდე პავლეს ძე ნევტონოვი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N 81 ბრძანების თანახმად, იაკობ იაკობის ძე მელიუშენკო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის 28 აგვისტოს განათლების მინისტრის N81 ბრძანებით გიმნაზიის გაეროვნების გამო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე უსპენსკი შტატის გარეშე დარჩა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 ოქტომბერს ივლიანე გრიგოლის ძე ანჯაფარიძის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მისი პანაშვიდი გაიმართა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ აღნიშნა დამოუკიდებლობის 6 თვის თავი. კრებას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. სიტყვა წარმოთქვეს პარტიის წევრებმა: ს. ფირცხალავამ, შ. ნუცუბიძემ, ვ.კოტეტიშვილმა, შ.მესხიშვილმა. ყველანი ერთხმად ულოცავდნენ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ლ დეკემბერს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად პარლამენტის საზეიმო სხდომა გაიმართა. სასახლესთან შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძემ და პარლამენტის სხვა წევრებმა: ალექსანდრე ლომთათიძემ, ალექსანდრე წერეთელმა, სამსონ დადიანმა, კონსტანტინე კობახიძემ და ალექსანდრე გიორგაძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ დეკემბერს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამართეს მანიფესტაცია საქართველოს დამოუკიდებლობის 6 თვის აღსანიშნავად. მათ სიტყვით მიმართეს სტუდენტებმა: კონსტანტინე კობახიძემ, ვარლამ ძიძიგურმა და გ. ნაკაშიძემ. მანიფესტაციის მსვლელობამ უნივერსიტეტის ეზოდან გადაინაცვლა სასახლესთან, შემდეგ კი განათლების სამინისტროსთან, სადაც სტუდენტებმა საქართველოს დროშა დატოვეს და დაიშალნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 31 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართა დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა, რომელზეც კომისიის თავმჯდომარედ არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი აირჩიეს.
1908
ტიპი: თანამდებობა
რაჭის სამაზრო ერობის გამგეობის სოფელ ტოლას მცხოვრები პოლიევკტოს გაგოშიძე 1908 წლის 4 ნოემბრიდან 1919 წლის 11 ნოემბრამდე მასწავლებლად მუშაობდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აპრილს ანდრო პეტრეს ძე პატარაიას მიერ ზუგდიდში მოწვეულ კრებაზე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობა, რომელსაც დაევალა საზოგადოების მთავარ განყოფილებასთან შუამდგომლობა ზუგდიდის განყოფილების დაკანონებასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე გომართელის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი ძველი ხუროთმოძღვრების ძეგლების დაცვისთვის 2 მილიონი მანეთის გამოყოფის შესახებ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 3 დეკემბრის გაზეთ „სახალხო საქმეში“ ქართულ გიმნაზიასთან არსებული უფასო სასადილოს გამგეობა მადლობას უხდის კახეთის რკინიგზას, რომელმაც სასადილოს 300 მანეთი შესწირა გამგეობის წევრ ნიკოლოზ ყაზბეგის ხსოვნის აღსანიშნავად.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს თბილისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიის პედაგოგიურმა საბჭომ დამსახურებული მასწავლებლის, ლევან გედევანიშვილის დასაკრძალად გიმნაზიის სპეციალური თანხიდან გადადო 2 000 მანეთი.
1919
ტიპი: გარდაცვალება
1919 წლის 27 აპრილს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს ს. დ. მ. პარტიის მუშაკი, საკონტროლო კომისიის, დამფუძნებელი კრების, ფრაქციის პრეზიდიუმისა და თბილისის კომიტეტის წევრი რაფიელ ალექსის ძე ჩიხლაძე.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 3 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე საწევრო თანხა გადაიხადეს: მარიამ ალექსის ასულმა ყანჩაველმა, ნიკო წუწუნავამ, ვასო ივანეს ძე პაატაშვილმა, მარიამ ტარასის ასულმა რცხილაძემ და ანა ტარასის ასულმა წუწუნავამ.