რეგისტრირებული ფაქტები46478
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: არტემ კერესელიძე, კოტე კეთილაძე, დარია ლელაშვილი, გიორგი ლომიძე, ნოე მაქსიმეს ძე ლეჟავა და რაჟდენ დავითის ძე ლოლაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: უშანგი გიგლას ძე მგალობლიშვილი, ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე, პროკლე კონსტანტინეს ძე მანჯგალაძე, სოლომონ სოლომონის ძე მეტრეველი და ალექსანდრე ზაქარიას ძე მერაბიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი ბებიას და ბაბუას და მიულოცა მეხუთე შვილიშვილის, დავითის შვილის დაბადება.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ძალიან გაოცდა, რადგან მიიღო ბებიას წერილი 1929 წლის 23 ივნისით დათარიღებული, არადა მასში ბოლო ორი დღის ამბები ეწერა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის გაზეთ „ერთობაში“ მამა, დეკანოზი ანტონი, და დედა მარიამი იუწყებიან, რომ ავადმყოფობის შემდეგ 26 სექტემბერს სოფ. ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 აგვისტოს გიგო შარაშიძეს ყოფილმა მოსწავლე ვლადიმერ გიორგაძემ გაუგზავნა წერილი, რომლითაც ატყობინებდა, რომ ერობის გამგეობის თავმჯდომარე სიო ჭანტურიშვილი და გამგეობი წევრი შალვა ჭაჭუა აპირებდნენ გიგოს ბახვის სახლის მისაკუთრებას ერობისთვის გადასაცემად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 1-ელ მარტს გაიხსნა ამიერკავკასიის სეიმისა და თურქეთის კონფერენცია, რომელიც ითვალისწინებდა 6 სხდომასა და 2 კერძო მოლაპარაკებას. კონფერენციის თავმჯდომარე იყო ოტომანთა დელეგაციის თავმჯდომარე რაუფ-ბეი. დოკუმენტს ხელს აწერენ თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ვლადიმერ გიორგაძემ სიო ჭანტურიშვილსა და შალვა ჭაჭუას განუცხადა, რომ ჯერ არ იყო დადგენილი გიგო შარაშიძის სახლი გადაეცემოდა თუ არა ერობას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს სიო ჭანტურიშვილმა და შალვა ჭაჭუამ ვლადიმერ გიორგაძეს დაავალეს გიგო შარაშიძისთვის მიეწერა, რომ თუ გიგო რაიმე საბუთს წარმოადგენდა, ბახვის სახლის აღების ნებას მისცემდნენ, მიწას კი მაინც არ დაუთმობდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ტრაპიზონის კონფერენციის პირველ ოფიციალურ სხდომაზე ოტომანთა დელეგაციამ დაადასტურა კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარების სურვილი ამიერკავკასიის რესპუბლიკასთან და მოითხოვა, მიეწოდოთ „ზუსტი განცხადება რესპუბლიკის არსის, ფორმის და პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ორგანიზების შესახებ“. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ა. ჩხენკელი და საქმეთა მმართველი მ. თუმანოვი.