რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვლადიმერ საბას ძე ხოზიაშვილი, ივანე ხახუტაშვილი, თევდორე ქიშვარდის ძე ხუხუნაიშვილი, იოსებ ივანეს ძე ხეჩინოვი, მიხეილ ხუბაჩოვი, ევგენი ხოჭოლავა და გიორგი იოსების ძე ხომასურიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ერისტო ლევანის ძე ხაინდრავა, მიხეილ ზურაბის ძე ხერხეულიძე, ვანო დავითის ძე ხახვიაშვილი, ლეონტი გიორგის ძე ხუთიძე და ივანე ხოსრაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს საფრანგეთში ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილმა თეძოს ძვლის დაზიანება მიიღო, რის გამოც 3 თვე საავადმყოფოში წოლა მოუწევდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 12 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს ატყობინებს, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად აღარ ჰყოფნით თანხა, რის გამოც სთხოვენ გადაურიცხონ ბანკის მიერ ამ საქმისთვის შეპირებული 100 მანეთი (ხელს აწერს თბილისის გამგეობის საქმისმწარმოებელი - გ. ბურჭულაძე).
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის სტამბაში გლდანელსა და ესებუაზე გამოთქმული ლექსი დაიბეჭდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: არტემ კერესელიძე, კოტე კეთილაძე, დარია ლელაშვილი, გიორგი ლომიძე, ნოე მაქსიმეს ძე ლეჟავა და რაჟდენ დავითის ძე ლოლაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 სექტემბერს თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების წევრები – პ. წულაია და ერ. კალაძე, რომლებიც გზათა კომისრის დავალებით ოსეთის სამხედრო გზის და საქართველოს სამხედრო გზატკეცილების დასათვალიერებლად იყვნენ გაგზავნილები. მათ დანარჩენი გზებიც უნდა დაათვალიერონ.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: უშანგი გიგლას ძე მგალობლიშვილი, ალექსანდრე სოლომონის ძე მაისურაძე, პროკლე კონსტანტინეს ძე მანჯგალაძე, სოლომონ სოლომონის ძე მეტრეველი და ალექსანდრე ზაქარიას ძე მერაბიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 26 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის ოპერაციის მომწესრიგებელი საგანგებო სათათბიროს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერენ: სათათბიროს თავმჯდომარე, ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ს. ავალიანი, მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი, სათათბიროს წევრები: მომარაგების მინისტრი გ. ერაძე, სახელმწიფო ბანკის მმართველი იას. ლორთქიფანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 სექტემბერს გამართულ ფოთის რაიონის კავშირთა და დარგთა წარმომადგენლების კონფერენციაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ჟღენტი, მდივნად – ლაზ. ძიმისტარიშვილი. სპეკულაციასთან ბრძოლისა და ფოთში მუშათა კონტროლის საკითხზე მოხსენებით გამოვიდა შრომის სამინისტროს რწმუნებული ე. ქორქია, რომელმაც აღნიშნა, რომ სურსათ-სანოვაგის ხელოვნური გაძვირება ბაზარზე სპეკულაციით იყო გამოწვეული.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი ბებიას და ბაბუას და მიულოცა მეხუთე შვილიშვილის, დავითის შვილის დაბადება.
1930
ტიპი: ღონისძიება
1930 წლის 25 თებერვალს გოგი ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ ძალიან გაოცდა, რადგან მიიღო ბებიას წერილი 1929 წლის 23 ივნისით დათარიღებული, არადა მასში ბოლო ორი დღის ამბები ეწერა.
1930
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1930 წლის 13 აპრილს ბიბი ნიკოლოზის ძე ქარცივაძემ თბილისიდან ბახვში ბებიას და ბაბუას მისწერა, რომ მას და მის ძმას გოგის წითურა დაემართათ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის გაზეთ „ერთობაში“ მამა, დეკანოზი ანტონი, და დედა მარიამი იუწყებიან, რომ ავადმყოფობის შემდეგ 26 სექტემბერს სოფ. ერედვში გარდაიცვალა გორის ქალთა გიმნაზიის მასწავლებელი ნინო ანტონის ასული ლომოური.
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ მკითხველს აცნობებს, რომ 1920 წლის 30 სექტემბერს საოპერო სეზონი გაიხსნება ორიგინალური ქართული ოპერით „აბესალომ და ეთერი“, მუსიკა ზაქარია ფალიაშვილისა, დადგამს ალექსანდრე წუწუნავა, იდირიჟორებს ავტორი.