ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50062

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინა აკოფოვა იმსახურებდა გერმანული ენის შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დამტკიცებას. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წლის 28 თებერვალს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს მისწერა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფოვა ქერჩის ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ იყო მიუნხენში, სადაც კონსერვატორია დაამთავრა და იქვე გერმანულ ენას სწავლობდა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 5 მაისს სახალხო განათლების სამინისტრომ ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორს N 102 ბრძანებით აცნობა, რომ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1919 წლის პირველი იანვრიდან გერმანული ენის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა. მას პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად ნამსახური წლები სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 7 სექტემბერს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის გერმანული ენის მასწავლებელმა ნინო აკოფაშვილმა სახალხო განათლების მინისტრს მისწერა, რომ 1918 წლის 17 ივნისს გიმნაზიის დირექტორმა ის კავკასიის სამოსწავლო ოლქში შტატის მასწავლებლის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარადგინა, მაგრამ წარდგინებას შედეგი არ მოჰყოლია. აკოფაშვილმა მინისტრს სთხოვა მისი თანამდებობაზე დამტკიცება დაეჩქარებინა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 26 მარტს ვიცედირექტორმა ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს სთხოვეს სამინისტროში წარედგინა ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის ცნობები სასწავლებელში ნამსახურეობის შესახებ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკ. მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს 10 მარტის N1942 მიწერილობის პასუხად აცნობა, რომ მასწავლებელ ნინო ვასილის ასული აკოფაშვილის ნამსახურებითი სია, ატესტატი და სწავლა-განათლების მოწმობა წარდგენილი იყო ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორისაგან კავკასიის სამოსწავლო ოლქის კომისარიატში 1918 წლის 17 ივნისს N537-ით შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკ. მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 20 მარტს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ მირზიშვილმა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს აცნობა, რომ როგორც ნინო აკოფაშვილის სიტყვიერი განცხადებიდან ჩანდა, მან 1902 წელს დაამთავრა ქერჩის კუშნიკოვის ინსტიტუტი, შემდეგ სამი წელი იყო გერმანიაში გერმანული ენის პრაქტიკის შესასწავლად. ამასთანავე დაამთავრა მიუნხენის კონსერვატორია. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე კონსტანტინეს ძე ჭიჭინაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ოქტომბერში თბილისის ო. პ. აღაპიევის სახელობის რეალურ სასწავლებელში მუშაობდა საღვთო სჯულის მასწავლებელი ო. მ. არხანგელსკი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მიხეილ იოსების ძე მღებრიშვილი ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ბრიუსელის ნორმალური სასწავლებლის მსმენელი, ფრანგული ენის პედაგოგი ელენე პავლეს ასული ყიფიანი ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ყაზანის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რუსული ენის მასწავლებელი ვიაჩესლავ თედორეს ძე კრონოვიჩი ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ნ. გ. თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა კიევის უნივერსიტეტის მსმენელი, ლათინური ენის პედაგოგი ლეონ მიხეილის ძე გაზარბეკოვი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებმა სტეფანე ელიაძესა და ონისიმე შავგულიძეს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის თანხის გაღება სთხოვეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ვლადიმერ აბრამის ძე პოტკოვი ნიკოლოზ გიორგის ძე თევზაძის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის ბუნებისმეტყველების პედაგოგი სალომე ივანეს ასული ბერეჟიანი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს სოფიო ვასილის ასული ვახვახიშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 23 ოქტომბრისთვის გერმანული ენის პედაგოგი ალექსანდრე ივანეს ძე ვაგნერი თბილისის პუშკინის სახელობის კერძო გიმნაზიაში მუშაობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 მარტს ოზურგეთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა, ილია ფერაძემ, სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, ქართული ენის პედაგოგის, სოლომონ ანდღულაძისთვის პროგიმნაზიის უფროს კლასებში სწავლებისა და შტატის მასწავლებლობის უფლება მიეცა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 3 დეკემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ხეთის ნორმალური ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგად დაინიშნა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 2 ივნისს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია ქართულ-მეგრული ეპარქიის ჩარევით ხეთის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მღვდლად დაინიშნა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 27 ნოემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია სოფ. ცაიშის სკოლაში დამკვირვებლად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 12 აგვისტოს იმერეთის სინოდის გადაწყვეტილებით მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია გაიგზავნა მონასტერში ერთი თვით.