რეგისტრირებული ფაქტები50752
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მარტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგის გრიგოლ ნათაძის ბრძანების თანახმად, ილია გრიგოლის ძე ამაღლობელი ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად დამტკიცდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტროს N 78 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ილია გრიგოლის ძე ამაღლობელს უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლის წოდება მიენიჭა. ბრძანებას ხელს აწერს განათლების მინისტრის მოადგილე ნოე ცინცაძე.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 12 ნოემბერს ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორმა თბილისის ვაჟთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერა, რომ 1919 წლის 8 ნოემბრის N 2296 მიწერილობის თანახმად, გაუგზავნა თავისი რწმუნებული გიმნაზიის მე-6 კლასის ყოფილი მოსწავლის ვახტანგ ამბოქაძის დათხოვნის მოწმობა, დაბადების მოწმობა N 38, აცრის მოწმობა N 475 და წოდების მოწმობა ნამსახურეობითი სიის პირთან ერთად. სთხოვა, ხსენებული საბუთების მიღება ეცნობებინა. ხელს აწერენ: გიმნაზიის დირექტორი ნიკოლოზ მირზიშვილი და საქმისმწარმოებელი კალისტრატე ჭიჭინაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 თებერვალს ვლადიმერ მოსეს ძე კეკუა ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ქალთა გიმნაზიაში სამართლის ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 31 აგვისტოდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე დაინიშნა ახალციხის ვაჟთა პროგიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად.
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ვლადიმერ სამსონის ძე გაჩეჩილაძე დაქორწინდა მარი ნიკოლოზის ასულ ამაშუკელზე. ჰყავდათ ვაჟი - რევაზი. ცოლ-შვილი ორივე მართლმადიდებელი სარწმუნოების იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 15 სექტემბრიდან ვლადიმერ გაჩეჩილაძე ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიაში გერმანული ენის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 17 მარტის „ერთობის“ ცნობით, დუშეთის მაზრის კომისრად იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (პართენაშვილი) დაინიშნა.
1916
ტიპი: ავტორობა
1916 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილებამ მთავარგამგეობას სთხოვა ოთხმოცდასამი თუმანი – 830 მანეთი გამოეყო ქვემომაჩხაანელი მღვდლის – იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშაშვილის მიერ შეწირული სახლის შესაკეთებლად. ამ საქმისთვის სახსარი არც ადგილობრივ გამგეობას მოეპოვებოდა და არც მღვდლის ქვრივს. თხოვნას თან ერთვის ხარჯთაღრიცხვა და ხელმოწერები: თავმჯდომარე კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილისა, მღვდლის მიხეილ გიორგის ძე მენთეშაშვილისა და ილია იოსების ძე მენთეშაშვილის.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს შუსტერის სახელობის თბილისის პირველ ებრაულ გიმნაზიაში მუშაობდნენ შემდეგი პედაგოგები: 1. ბ. კ. კრამორენკო, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, 2. ისააკ რაბინოვი, ებრაული ენის პედაგოგი, სპეციალური განათლება, 3. მ. ი. ბერკოვიჩი, ებრაული ენა, მოსამზადებელი კლასები, 4. მოსე ბერნშტამი, ებრაული ენა, განათლება: სამასწავლებლო სემინასრია. 5. ვ. ა. ჩომენკოვი, ლათინური ენა, საუნივერსიტეტო განათლება. 6. მ. ი. მოროზოვა, გერმანული ენა. 7. ვ. ი. გერი, ფრანგული ენა, უმაღლესი განათლება. 8. ა. დ. ლეტუჩი, გერმანული ენა, უმაღლესი განათლება. 9. სოფია მიხეილის ასული მიხაილოვა 10. ი. დ. მელიქ-შახნაზაროვი, ისტორიის პედაგოგი, განათლება: უნივერსიტეტის სამასწავლებლო კურსები, 11. რ. ა. რუბენშტეინი, ისტორია, გეოგრაფია .12. ა. იაროშენკო, ბუნებისმეტყველება 13. ა. ა. იაროშენკო, საუნივერსიტეტო განათლება, 14. პ. დ. ბაბრო, ხელსაქმე. 15. ა. ა. სიდორენკო, ხატვა. 16. მ. პ. ხალაპოვა, 17. ს. პ. გრიგორევა, 18. მინა ისაკის ასული შაში, საანბანო კლასის პედაგოგი.
1932
ტიპი: გარდაცვალება
1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.
1933
ტიპი: თანამდებობა
1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.
1934
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1934 წლის 24 მაისს პარიზიდან შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს შეატყობინა, რომ მეორე შვილს ელოდებოდა.
1934
ტიპი: ავტორობა
1934 წლის 4 იანვარს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა შვილსა და ორსულ მეუღლეზე, რომლის სამსახურის გამოც მათ სახცოვრებელი ადგილი შეიცვალეს. ასევე შეატყობინა, როგორი წახალისება ჰქონდათ საფრანგეთში მასწავლებლებს შვილების გაჩენის შემთხვევაში.
1934
ტიპი: ღონისძიება
1934 წლის ივნისში დავით შარაშიძე ცოლ-შვილთან ერთად ბოისზე, საფრანგეთის პროვინციაში, პარიზიდან 75 კილომეტრის დაშორებით გადასახლდა.