რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 20 მარტს განათლების სამინისტროდან ვერა გლადკოვას მისწერეს, რომ თავისი ცენზის შესახებ საბუთები წარედგინა.
1919
ტიპი: თანამდებობა
განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ქალთა II გიმნაზიის დირექტორს, რომ რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად დაინიშნა ვერა გლადკოვა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს ანტონ თვალჭრელიძე, სამასწავლებლო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, სტავროპოლის მხარეში მუშაობდა და განათლების მინისტრს საქართველოში გადმოყვანას სთხოვდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს სახალხო მასწავლებლის ივანე მაღრაძის (მუშაობდა ჯერ რუისში, შემდეგ ბეჟანთკარში. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხარაგაულის ორგანიზაციის წევრი. მოკლეს 1905 წელს) ქვრივი ემილია მაღრაძე უსახსრობის გამო განათლების მინისტრს შვილის, თამარ მაღრაძის სწავლის გადასახადიდან გათავისუფლებას სთხოვს.
1919
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორი (საქმისმწარმოებელი მამაცაშვილი) სახალხო განათლების სამინისტროს ატყობინებს, რომ 1919 წლის 10 მაისს გაუქმებული კორპუსის დროშა ჩაიბარა სამხედრო-ისტორიული არქივის გამგემ, გენერალმა ესაძემ.
1918
ტიპი: ღონისძიება
ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა ივანე გაჩეჩილაძემ თხოვნით მიმართა სამინისტროს, რომ ნება დაერთოთ პედაგოგების მოწვევისა, ვინაიდან გაკვეთილების გადანაწილება რეალური სასწავლებლის პედაგოგებს შორის შეუძლებელი იყო. მათ სურდათ რუსული ენისა და გეოგრაფიის მასწავლებლად მოეწვიათ ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი (I - III კლ.), ხოლო ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად პეტრე ბიკენტის ძე გნოინსკი (I - IV კლ.).
1917
ტიპი: თანამდებობა
1917-1918 წლებში ნატალია გერასიმეს ასული ბარანნიკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის უფროსი მასწავლებელი იყო.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პეტრე გნოინსკს არ ჰქონდა უცხო ენების სწავლების უფლება, თუმცა ზედმიწევნით იცოდა ფრანგული და გერმანული ენები და ასწავლიდა კიდეც პეტროგრადის ვაჟთა გიმნაზიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა საშუალო სასწავლებელთა მთვარგამგეს მისწერა, რომ ნატალია ბარანნიკის საბუთები იყო პეტროგრადში, სადაც ის 1915 წელს ქალთა უმაღლეს კურსებზე სწავლობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორმა სამინისტროს სთხოვა, რომ მისთვის დაებრუნებინათ პეტრე გნოინსკის ნამსახურეობითი სია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ნოემბრიდან პეტრე გნოინსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ფრანგული და გერმანული ენების მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 4 მარტის „ერთობა“ იუწყება, რომ ოზურგეთის რაზმის უფროსად გურიის სამხედრო შტაბმა კაპიტანი ივ. ცომაია დანიშნა. შემოქმედის ნაწილმა თავის ხელმძღვანელად აირჩია კაპიტანი ევსევი ბარამიძე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ იგი არის 25 წლის, მართლმადიდებელი, გ. მ. ა. ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში. ჯამაგირს იღებს: გამგის 341 და 66 კ. ბინის ქირა 125 მ., 13 გაკ. 303 მან და 33 კ., რვეულების გასწორება 46 მან. და 66 კაპ. ხუთწლიანი დამატება 41 მან. და 66 კ. საქმის წარმოების 150 მან. სულ: 1008 მან და 21 კაპ. 1920 წლის 14 მაისს, ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მას დამთავრებული აქვს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის რვა კლასი. 1920 წლის 14 მაისს ნამსახურებითი სიის ნამდვილობას ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ადასტურებს ახალსენაკის განათლების განყოფილების გამგე.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 10 მაისის ფეოდოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, ის სოფელ ჯუმითის (ზუგდიდის მაზრა) ორკლასიან სასწავლებელში მსახურებდა. სენაკის სამაზრო ეპარქიალურმა საბჭომ ის სოფელ ონტოფოს ორკლასიანი სასწავლებლის მასწავლებლად გადაიყვანა.
1884
ტიპი: თანამდებობა
1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 16 ნოემბერს სახალხო სკოლების დირექტორმა ფედოსია ალექსანდრეს ასული ანჯაფარიძე ონტოფოს უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად დაინიშნა.