რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 მარტს მთავარგამგე გრიგოლ ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ ძიძიგურმა გორის საოსტატო სემინარიის დირექტორს კირილე არველაძეს აცნობეს, რომ ნება ეძლეოდა მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან თავისთვის გამოეწერა ოთხი გაკვეთილის ანაზღაურება – 75 მანეთი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ოქტომბერს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ ბერიძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ აბესაძემ კირილე არველაძეს აცნობეს, რომ 1918 წლის პირველი სექტემბრიდან გორის საოსტატო სემინარიის დირექტორად დამტკიცდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, 6-დან 12 იანვრამდე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ის ქუთაისის მაზრის სოფელ ჭაგანში პირადი საქმეების გამო უნდა წასულიყო. მის ნაცვლად მოვალეობას შეასრულებდა სემინარიის მასწავლებელი ვასილ პატარაშვილი. ხელს აწერენ სემინარიის დირექტორი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ სექტემბერს სემინარიის დირექტორ კირილე არველაძეს ბორჯომიდან მისწერეს, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადებულიყო სამინისტროში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 თებერვალს განათლების სამინისტროს მთავარგამგე გიორგი ჭუმბურიძემ და მდივანმა კირილე მიხეილის ძე არჯევანიძემ ქუთაისის სამაზრო ერობას აცნობეს, რომ 1920 წლის პირველი აპრილიდან ნიკანდრო არველაძე ქუთაისის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაამტკიცეს.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილს პეტრე პავლეს ძე გელეიშვილთან ერთად ყველა მუზეუმში უნდა შეემოწმებინა ხელნაწერები, გაერკვია, აკლდა თუ არა რომელიმეს ფურცლები, რის შესახებაც საბოლოო ანგარიში წარედგინა საზოგადოების კრებისთვის, რათა ხელნაწერებიდან ფურცლების დაკარგვის საკითხი საბოლოოდ გაერკვიათ.
1920
ტიპი: თანამდებობა
28 წლის ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1920 წელს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.
1920
ტიპი: განათლება
ქუტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის, ნიკანდრი ზაქარის ძე არველაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მან უმაღლესი განათლება მიიღო ქუთაისის საოსტატო სემინარიაში, რისი სათანადო მოწმობაც აქვს N637. ფორმულარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის პირველი თებერვლიდან ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ქუტირის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ფორმულიარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის 28 სექტემბერს ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე ვერა პავლეს ასულ რუხაძეზე დაქორწინდა.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წელს მელანია და გრიგოლ გველესიანებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას 1 500 მანეთი შესწირეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 13 ოქტომბერს ნოე სიხარულიძის 12 წლის ვაჟს რევოლვერი გაუვარდა, ტყვია მოხვდა მის 10 წლის ძმას, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 ოქტომბერს გაზეთ „ნაციონალისტში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ გაუქმდა აკაკი ხოშტარიაზე გაცემული კონცესია მდინარე რიონის ჰიდრავლიკური ენერგიის გამოყენების შესახებ.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წლის ივლისში მამია ყარამანის ძე ანთელავამ, თამარ გრიგოლის ასულმა ბეგთაბეგოვმა, სალომე ავალიშვილმა, სოფიო ილიას ასულმა ბაგრატიონ-მუხრანსკიმ (განათლება – თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელი), თამარ პაატას ასულმა ბებურიშვილმა ( განათლება – თბილისის ქალთა მეოთხე გიმნაზიის რვა კლასი) განათლების მინისტრს დასაქმების თხოვნით მიმართეს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 8 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის განცხადება მომსახურე პირთათვის ჯამაგირის გაზრდის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, 1-ლი ივლისიდან გაეცა მომსახურე პირთათვის მათი ყოველთვიური ხელფასის შესაბამისი დახმარება.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ოქტომბერს ბენიამინ ჩხიკვიშვილმა და გიორგი ანჯაფარიძემ ორთაბათუმის მოსახლეობას გამოუცხადეს, რომ აუცილებელი იყო დამნაშავეთა დასმენა და გაწერილი ფულის გადახდა. თანხა სკოლისა და ხიდის აშენებას მოხმარდებოდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 ოქტომბერს ბენია ჩხიკვიშვილმა ორთაბათუმში დაათვალიერა 1918 წელს თურქების შემოსევის დროს დაზიანებული წყალსადენი.