ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50770

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ სამრევლო სკოლების გახსნას ისევ სამინისტრო ტიპის სკოლების გახსნა სჯობია, რადგან სამრევლო სკოლებში მასწავლებელს მთავრობა ნიშნავს და საზოგადოებას ხმის უფლება არ აქვს.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა აღნიშნა, რომ რადგან სამინისტრო და სამრევლო სკოლებში მშობლიური ენა არ ისწავლება, კარგი იქნება, გახსნან წერა-კითხვის სკოლები, რომლებშიც დედაენის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს ვასილ ილიას ძე რცხილაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე ზურაბიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ირაკლი კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი პავლე იაშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი მოსე ბესარიონის ძე იმნაიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი პეტრე (კიტა) ივანეს ძე ჩხენკელი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი გიორგი ალექსანდრეს ძე ნანეიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ბიძინა ირაკლის ძე რამიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საზღვარგარეთ განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი მიხეილ სვიმონის ძე ხუნდაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ საფრანგეთში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ივანე ილიას ძე ნიკურაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ვასილ შიოს ძე ჩიტაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატი გიორგი კონსტანტინეს ძე მესხი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატი მირონ ისიდორეს ძე წულეისკირი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი ერმონკრატ იესეს ძე თალაკვაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი სოფრონ ანტონის ძე მიხეილიძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი არჩილ იოსების ძე მექანარიშვილი.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ შვეიცარიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი გიორგი კირილეს ძე მგელაძე.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ იტალიაში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს სტიპენდიატობის კანდიდატი კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 6 მაისს ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ნოემბერს დანიშნული იყო წიგნების კომისიის პირველი სხდომა პროგრამის განსახილველად. სხდომას უნდა დასწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სიმონ ფირცხალავა, ნინო ელიავა და პელაგია სურგულაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 22 თებერვალს გრიგოლ დავითის ძე ნასარიძე ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის გიმნაზიაში ექიმად მუშაობდა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წელს იოსებ ზუბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინაში 100 მანეთი შეიტანა.