რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1894
ტიპი: ავტორობა
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული სამოსწავლო მთავრობის მოთხოვნები ეწინააღმდეგება უმაღლესი მთავრობის კანონს, რომლის მიხედვითაც მოსწავლე პირველდაწყებით განათლებას მშობლიურ ენაზე უნდა იღებდეს. რუსული ენის სწავლება სავალდებულოა, როგორც მხოლოდ საგნისა, სხვა საგნები კი ქართულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ივანე გიორგის ძე მაჩაბლის შეკითხვას – სამინისტრო ტიპის სკოლებში ვინ უნდა გადაწყვიტოს მასწავლებლის არჩევის საკითხი, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ უპასუხა, რომ კანონში არაფერი წერია კერძო პირთა მიერ დაარსებული სკოლების შესახებ, ამიტომ საზოგადოებამ დირექციასთან შეთანხმებით თვითონ უნდა აირჩიოს მასწავლებლები თავისი სკოლისთვის.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს რაფიელ დავითის ძე ერისთავი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს იაგორ გურგენის ძე მამინაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ვლადიმერ დავითის ძე ვაჩნაძე დასწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ეკატერინე თევდორეს ასული ასათიანისა დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ განმარტა ქართული სამინისტრო სკოლის პროგრამა, აღნიშნა, რომ პირველ განყოფილებაში ყველაფერი ისწავლებოდა ქართულად, რუსული ენის სწავლას იწყებდნენ მეორე ნახევარში, II განყოფილებაში ქართული ენა და ლიტერატურა და საღვთო სჯული ისწავლებოდა ქართულად, ხოლო არითმეტიკა – ქართულად და რუსულად, III განყოფილებაში კი რუსული ენის სწავლებას მეტად ექცეოდა ყურადღება.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დაასკვნეს, რომ საზოგადოების მიერ კერძო სკოლების გახსნას აბრკოლებდა სამოსწავლო ოლქის მზრუნველი, რომელიც მინისტრის ბრძანებით იღებდა გადაწყვეტილებებს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 6 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სკოლების რიცხვის გაზრდის საკითხი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისა და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სწავლის გადასახადი წლიურად 3 მანეთი იყო. სკოლას 90 მანეთი ჰქონდა წლიური შემოსავალი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და ესაჭიროება დამხმარე პირი, რომელსაც თავისი ხელფასიდან თავად გადაუხდის 20 თუმანს. გამგეობამ მდივანს დამხმარე პირის აყვანის თაობაზე თანხმობა განუცხადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ერმალოზის ძე კილაძის თხოვნა, რომ დაენიშნათ მასწავლებლად გომარეთის სკოლაში იმ შემთხვევაში, თუ იქაურ მასწავლებელს გადაიყვანდნენ წინარეხში. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე ცინცაძე, კალისტრატე ცხვარაშვილი, მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილი და ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ციციშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე, ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე, დომენტი ზურაბის ძე ჩუბინიძე, კანონ ნიკოლოზის ძე ცინცაძე და ნიკიფორე ნიკოლოზის ძე ცინცაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დომენტი ჩიხლაძე, ფუნდო ჩიხლაძე, ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე, ალექსანდრე ჩახაია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ერეკლე მათეს ძე ჩარგეიშვილი, ელენე ჩანჩალეიშვილი, პროკოფი დიმიტრის ძე ჩარგიშვილი, ზაქარია ჩიკაძე და გიორგი ჩირგაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პორფილე დავითის ძე ჩახაია, აპოლონ გიორგის ძე ჩიქოვანი, ელისაბედ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ნოეს ძე ჩიგოგიძე და იოსებ ილიას ძე ჩიტოშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ნინო გრიგოლის ასული ჩარკვიანი, მარიამ გრიგოლის ასული ჩარკვიანი და ერასტო გაბრიელის ძე ჩომახიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა ავადმყოფობის გამო მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.