რეგისტრირებული ფაქტები50072
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე როდონოვს 88 კაპიკი მისცეს, ნიკოლოზ ავალიშვილს კი — 24 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ექვთიმე თაყაიშვილს გომარეთში წასასვლელი გზის ფული — 45 მანეთი მისცეს, დურგალს — 22 მანეთი, კავკავის სკოლისთვის წიგნების გასაგზავნად კი საზოგადოებამ 8 მანეთი გამოყო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანნა კაპანაძემ, რომ მიეცათ მისთვის რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და ქართული რვეულები ახალქალაქში მცხოვრები გლეხებისთვის გადასაცემად. გამგეობამ ა. კაპანაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კონსტანტინე გიგოს ძე ცხვარაძე, ალექსანდრე ცხვედიანი, ზაქარია გიორგის ძე ცაგარეიშვილი, იასონ დავითის ძე ციციშვილი და ზაქარია ისაკის ძე ცალქალამანიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარო ციმაკურიძე, ტარასი ცურიაშვილი, გიორგი იაკობის ძე ციცქიშვილი, პავლე დავითის ძე ციციშვილი და დავით გრიგოლის ძე ცერცვაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვასილ ცხვარაშვილი, მარიამ ლევანის ასული ციციშვილი, ნინო ციხისელი და ფილიპე ბიჭიას ძე ცეცაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თეოფილე ბიჭიას ძე ცაგურიშვილი, კონსტანტინე ცაგურიშვილი, ფილიპე ცერაძე, გრიგოლ გიორგის ძე ციცვიძე და ონიფანტე ცხვარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე გომარეთის სკოლის პედაგოგს გადასცეს სამგზავრო ფული 20 მან. და ორი თვის ხელფასი, 50 მან., გრიგოლ ყიფშიძეს „ცხოველთა სამეფოს ამბების“ კარიკატურის ანგარიშში – 15 მან., ქართველთა ამხანაგობას „ქართლის ცხოვრების“ დასაბეჭდად – 50 მან., გ. კოტეტიშვილს წიგნების დასაკაზმში – 7 მან., ნიკოლოზ ბადრიძეს – 35 მან. და ელენე ანტონოვსკის სენაკის სკოლის რევიზიისთვის – 1,80 მან.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა მოხსენებაში აღნიშნა, რომ „ივერიის“ რედაქციისგან მიიღეს სახელმწიფო შემნახველი სალაროს წიგნი N2524, რომლიდანაც ირკვევა, რომ „ივერიის“ N172-დან გრიგოლ ბურჭულაძეს შეუნახავს საზოგადოების სახელზე რაფიელ ერისთავის ფონდის სასარგებლოდ შეგროვებული ფული 174 მან. და 57 კაპ., ასევე 144 მანეთი მიუღიათ საჩუქრად ალიოზ შიხინაშვილისგან მიუღიათ ავჭალაში სამკითხველოს გასახსნელად. გამგეობამ გადაწყვიტა, რაფიელ ერისთავის თანხისთვის დაემატებინათ 174,57 მან. და ავჭალის სამკითხველოს გასახსნელად შეენახათ ა. შიხინაშვილისგან მიღებული თანხა.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე გამგეობამ 1897 წლის 1-ლ ივნისს ჩატარებული საზოგადოების წლიური კრების პროტოკოლი დაამტკიცა და ასევე მდივან დავით კარიჭაშვილს დაავალა, რომ გამგეობისთვის წარედგინა პროტოკოლის განსახილველი მუხლები.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე ალექსანდრე ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ ნიკოლოზ ცხვედაძეს მოხსენების შინაარსის გამგეობისთვის გაცნობა დაავალა.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის 16 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომა. სხდომაზე გამგეობამ მიიღო წერილი ქუთაისის გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის გამგე ელენე ჟინოვისგან, რომ ის შეუთანხმდა ქუთაისის საკვირაო სკოლას ბაქოდან გამოგზავნილ 150 მანეთის თანაბრად განაწილების თაობაზე და ასევე გამგეობას სთხოვს, რომ გაუგზავნონ დაპირებული წლიური შემწეობის მეორე ნახევარი 5 თუმანი. გამგეობამ 5 თუმანი მაშინვე გაუგზავნა ელენე ჟინოვს და ასევე აცნობა, რომ ბაქოდან მიღებულ თანხას მას შემდეგ გადასცემდნენ, როცა ქუთაისის საკვირაო სკოლის გამგისგან მიიღებდნენ თანხმობის წერილს თანხის თანაბრად განაწილების შესახებ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მდივანმა, იაზონ ბაქრაძემ მთავარ გამგეობას შეატყობინა ბაღდათის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის სურვილი ფილიალის საზოგადოების დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ. ქუთაისის განყოფილებამ გამგეობას ამ საკითხთან დაკავშირებით თანხმობა სთხოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე განიხილეს სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ივლიანე გოგოლაშვილის მოხსენება, რომ 1897 წლის 8 სექტემბერს როცა სენაკის სკოლის ყოფილი მასწავლებელი ისიდორე რამიშვილი თავის ნივთებს ალაგებდა ურემში სკოლის მოსწავლეებიც დაეხმარნენ მას, რაზედაც უკმაყოფილება გამოუთქვამთ დეკანოზ ქავთარაძეს და მის ძმას. ივლიანე გოგოლაშვილმა სთხოვა გამგეობას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჭირო ზომების მიღება, თუმცა გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა გოგოლაშვილის მოხსენების განხილვა, მხოლოდ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს მოუწოდა, რომ გარეშე პირებისათვის სკოლის საქმეებში ჩარევის ნება არ დაერთო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეხუთე სხდომაზე ანასტასია წერეთელმა და მარიამ ხახულის ასულმა აბაშიძემ წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ თანხის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები, რომლებშიც შეგროვებული იყო 35 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა ალექსანდრე ჭყონიას თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე გამგეობამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცა 28 მან., ალექსანდრე ჭყონიას – 22 მან., გრიგოლ ჩარკვიანს ბლანკების დასაბეჭდად წერილებისთვის – 5 მან., ასევე იყიდეს იოსელიანის გამოცემული წიგნები: „დიდმოურავნი“, „თეიმურაზ მეფის ცხოვრება“ და სხვ. გამგეობის ხარჯმა სულ 309 მანეთი შეადგინა .
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ აუცილებელი იყო კანცელარიისა და წიგნების მაღაზიისთვის სითბოს შესანარჩუნებლად გაეკეთებინათ მეორე პირი შუშაბანდი და შეეღებათ იატაკები. გამგეობამ თავად კარიჭაშვილს დაავალა საკითხის მოგვარება.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე განიხილეს ახალი ათონის სკოლის პედაგოგ დომენტი პარკაიას თხოვნა ბათუმის სკოლაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების თაობაზე. პასუხად თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ განაცხადა, რომ მხედველობაში მიიღებდნენ თხოვნას.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წლის 12 ივლისს „ივერიაში“ გამოქვეყნებულ ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ აღნიშნა, რომ კავკავის სასწავლებელი თავს კერძო შემოწირულობებითა და საქველმოქმედო საშუალებებით ინახავდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილება, რომ სხვადასხვა საგანგებო ფონდებს უნდა მინიჭებოდა ერთი დანიშნულება, თუმცა ამ საკითხის განხილვა თავმჯდომარე ალექსანდრე ჭყონიამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1897
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეექვსე სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ეკატერინე გაბაშვილისა, იაკობ გოგებაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს 1897 წლის 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების გადაწყვეტილება, რომ საზოგადოების მდივნისა და მისი თანაშემწისთვის მოემატებინათ ანაზღაურება, თუმცა გამგეობამ ამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კოლა დემნას ძე ნაცვალოვი, კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილი, რომან სოლომონის ძე ნასიძე, პართენ სიმონის ძე ნიკოლაიშვილი და გიორგი სიმონის ძე ნახუცრიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.