ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50072

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს რაფიელ დავითის ძე ერისთავი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს იოსებ რომანოზის ძე მრევლიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს გრიგოლ (გიგა) თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს პეტრე იოსების ძე ყიფიანი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ეკატერინე (კატო) რევაზის ასული გაბაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის პირველ მაისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრებას.

1897

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების წევრთა საერთო კრების 1897 წლის პირველი ივნისის პროტოკოლი, რომელიც ნიკოლოზ ცხვედაძემ განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ალექსი ჭიჭინაძემ წაიკითხა მოხსენება კავკავის სკოლის მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ მოხსენების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე ეკატერინე გაბაშვილმა წაიკითხა მოხსენება წინარეხის სკოლის შესახებ, თუმცა გამგეობამ მოხსენების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1919

ტიპი: განათლება

1919 წელს საუწყებათაშორისო კომისიამ ინგლისში განათლების მისაღებად სტიპენდიით გაგზავნა შრომის სამინისტროს კანდიდატი იპოლიტე ნარსია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 24-ე სხდომაზე წარადგინეს სენაკის სკოლის მასწავლებლების – ივლიანე გოგოლაშვილის, იასონ ნიკოლაიშვილისა და ლავრენტი აგლაძის – საჩივარი თავიანთი მდგომარეობის შესახებ. გამგეობამ საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია და განხილვა საჭიროდ არ ჩათვალა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს პავლე ჩაკვეტაძე, იაკობ ჩიმაკაძე, დავით ჩიმაკაძე, ლონგინოზ ჩიმაკაძე, მიხეილ ჩინჩალაძე, ილია ჩიქოვანი, ნესტორ ჩიქოვანი და რაჟდენ ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს შალვა შათირიშვილი, მიხეილ შავარდნაძე, გიორგი შოთაძე, ალექსანდრე შოთაძე, ანდრო შუბლაძე, ივანე შალამბერიძე, იაკობ ჩარექოვი და თამარ ჩარკვიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. მათ საწევრო, 3-3 მანეთი, გადახდილი ჰქონდათ.

1908

ტიპი: მფლობელობა

1908-1913 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ მიწერ-მოწერის მიხედვით, საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდისთვის დახმარების თხოვნით მიმართა ძმებს – ისაკ და აბრამ ილიას ძე ბოსტოღანაშვილებს, რომელთაც ავეჯის მაღაზია ჰქონდათ ბაქოში.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სიმონ ნიკოლოზის ძე სააკაშვილს (სააკოვს) დონის როსტოვში, ბოლშაია სადოვაიას ქუჩის N 74-ში ჰქონდა სირაჯხანა „კახეთი" (ტელ.: N 902); მისი ღვინოები დაჯილდოებული იყო დიდი პრიზებით პარიზსა და ბრიუსელში, ასევე სხვა გამოფენების არაერთი დიდი ოქროსა და ვერცხლის მედლით.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობამ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად ფონდისთვის შემოწირულობის თხოვნით მიმართა ბორის სპირიდონის ძე ესაძეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეოთხე სხდომაზე წინარეხის სკოლის პედაგოგმა ეკატერინე რუსიეშვილმა გამგეობას ავადმყოფობის გამო ერთი თვით სამსახურიდან დათხოვა და წამლებისათვის შემწეობა სთხოვა. ნ. ცხვედაძემ გამგეობის სახელით პედაგოგის თხოვნა დააკმაყოფილა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ილია პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვარლამ ყარამანის ძე რუხაძე, ალექსანდრე ზურაბის ძე როსტომაშვილი, სარდიონ რობაქიძე, გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე და ქეთევან რამიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გრიგოლის ძე რუხაძე, ნოე ბესარიონის ძე რამიშვილი, ანდრია მოსეს ძე რამიშვილი, ეპრაქსია ნიკოლოზის ასული რამიშვილი და ალექსანდრე (ქრისტესია) მიხეილის ძე რიკაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ერეკლე (ირაკლი) ივანეს ძე რამიშვილი, ვარლამ ალექსანდრეს ძე რუხაძე, ალექსანდრე გერასიმეს ძე რუხაძე, იასონ ნიკოლოზის ძე რომელაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე ჟორჟოლიანი, ნესტორ ჟორდანია, ნიკო ბეკოს ძე ჟღენტი, შალვა ჟორდანია და ქრისტეფორე ლუკას ძე რაჭველიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.