რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ვლადიკავკაზის სკოლა ოთხჯერ შეამოწმა თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა გრუშევსკიმ და ყოველთვის კმაყოფილი დარჩა მასწავლებლების მუშაობით.
1891
ტიპი: ორგანიზაცია
1891 წლის პირველი სექტემბრიდან ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი ბორჯომში.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ, ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძემ, თეოფილე იესეს ძე ხუსკივაძემ, ილია პეტრეს ძე ნაკაშიძემ და სხვ. საზოგადოების ბიბლიოთეკას წიგნები შესწირეს.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტის თავმჯდომარემ, მართა ზაქარიას ასულმა ჭავჭავაძისამ, უარი თქვა თანამდებობაზე და მისი მოვალეობის შესრულება დროებით მისივე თანაშემწე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძეს დაეკისრა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წელს ქართული საზოგადოების მზრუნველი კომიტეტი მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძისა და ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ხელმძღვანელობით დიდი თანხით დაეხმარა ვლადიკავკაზის სკოლას.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი იყო ხელთუბნის სკოლის მასწავლებელი.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წელს სალომე გიორგის ასული მაღალაშვილი წინარეხის სკოლის მასწავლებელი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი იოსელიანი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე ზურაბიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1880
ტიპი: ღონისძიება
1880 წელს კონსტანტინე იოსების ძე ყავრიშვილმა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის პანსიონს ერთი დიდი ურემი კომბოსტო შესწირა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასამთავრებლად ვასილ ფირცხალოვმა 50 კაპიკი შესწირა, ივანე წერეთელმა კი – 5 მანეთი და 20 კაპიკი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე ჭყონიას, იაკობ გოგებაშვილს, პეტრე უმიკაშვილს, ივანე მაჩაბელს და ქართული ენისა და ლიტერატურის სხვა გულშემატკივრებს გაუგზავნა უწყება იმის შესახებ, რომ 8 მარტს „ივერიის“ რედაქციაში გაიმართებოდა სხდომა სალიტერატურო ქართულის სადავო საკითხებთან დაკავშირებით.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ილარიონ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ილია გიორგის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს მიხეილ მერაბის ძე მაღლაკელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კაცია საველის ძე მაღნარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის, ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივნის, დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის, ასევე ფოტოსახელოსნოსთვის ახალი ბინის დაქირავების შესახებ ერევნის მოედანზე, ხარაზოვის სახლში, სადაც ადრე ალექსანდრე როინაშვილის ფოტოსურათები ინახებოდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: აპოლონ ჩარკვიანი, ტარასი ჩანტლაძე, დიომიდე იაკობის ძე ჭანჭალეიშვილი და ლიზა ჩიჩუა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკო პავლეს ძე ჩადუნელი, ეზელი არჩილის ძე ჩხიკვიშვილი, სერგეი იაკობის ძე ჩხააძე, სიმონ ჩანეთაშვილი და მარიამ ჩხეიძე, რომლებსაც საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ერმილე ივანეს ძე ჩხობაძე, რაფიელ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე და ივანე საბას ძე ჩოხელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სანდრო ჩოდრიშვილი, ნიკოლოზ ჩაგუნავა, გიორგი ივანეს ძე ჩხეიძე, ვასილ გრიგოლის ძე ჩიხრაძე და სერაპიონ პეტრეს ძე ჩიკვილაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.