რეგისტრირებული ფაქტები46539
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომაზე განიხილეს 1-ელ ივნისს ჩატარებული საერთო კრების დადგენილება, საზოგადოების მდივან დავით კარიჭაშვილისა და თანაშემწე ალექსანდრე ჭყონიასთვის მოემატებინათ ხელფასი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ მდივანს 10 თუმნით, ხოლო მაღაზიის გამგეს 6 თუმნით გაუზრდიდა ხელფასს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გერგეთის სკოლის (მასწავლებელი ისიდორე ტატიშვილი) სწავლის გადასახადი წლიურად 3 მანეთი იყო. სკოლას 90 მანეთი ჰქონდა წლიური შემოსავალი.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს სოფრომ მგალობლიშვილი გურია-სამეგრელოს ეპარქიის მდივანი იყო, ყარამან ცეცხლაძე – მისი თანაშემწე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცხრე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ვეღარ უმკლავდება მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას და ესაჭიროება დამხმარე პირი, რომელსაც თავისი ხელფასიდან თავად გადაუხდის 20 თუმანს. გამგეობამ მდივანს დამხმარე პირის აყვანის თაობაზე თანხმობა განუცხადა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვასილ ერმალოზის ძე კილაძის თხოვნა, რომ დაენიშნათ მასწავლებლად გომარეთის სკოლაში იმ შემთხვევაში, თუ იქაურ მასწავლებელს გადაიყვანდნენ წინარეხში. გამგეობამ არ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე ცინცაძე, კალისტრატე ცხვარაშვილი, მიხეილ ირაკლის ძე ციციშვილი და ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ციციშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით ბეჟანის ძე ჩხეიძე, ზაქარია ივანეს ძე ჩხიკვაძე, დომენტი ზურაბის ძე ჩუბინიძე, კანონ ნიკოლოზის ძე ცინცაძე და ნიკიფორე ნიკოლოზის ძე ცინცაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დომენტი ჩიხლაძე, ფუნდო ჩიხლაძე, ლავრენტი ანტონის ძე ჩიმაკაძე, ალექსანდრე ჩახაია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ერეკლე მათეს ძე ჩარგეიშვილი, ელენე ჩანჩალეიშვილი, პროკოფი დიმიტრის ძე ჩარგიშვილი, ზაქარია ჩიკაძე და გიორგი ჩირგაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პორფილე დავითის ძე ჩახაია, აპოლონ გიორგის ძე ჩიქოვანი, ელისაბედ ჩიქოვანი, ნიკოლოზ ნოეს ძე ჩიგოგიძე და იოსებ ილიას ძე ჩიტოშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ნინო გრიგოლის ასული ჩარკვიანი, მარიამ გრიგოლის ასული ჩარკვიანი და ერასტო გაბრიელის ძე ჩომახიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წინარეხის სკოლის მასწავლებლის, თომა კევლიშვილის თხოვნა ავადმყოფობის გამო მასწავლებლობიდან განთავისუფლების შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა მისი თხოვნა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ყვირილას განყოფილების გამგეობამ, რომ ქუთაისის სათავადზანაურო ბანკისგან შეიძინეს დაბა ყვირილაში არსებული სათეატრო ადგილი შენობით და ნასყიდობის შესადგენად საჭირო იყო ვექილობა მთავარი გამგეობისგან ყვირილას განყოფილების გამგეობის რომელიმე წევრის სახელზე და ასევე მათივე სურვილით ადვოკატი უნდა ყოფილიყო ყვირილას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ბესარიონ იოსების ძე ცეცხლაძე, მარიამ ალექსანდრეს ასული ცერცვაძე, ნესტორ სიკოს ძე ცერცვაძე და ეფროსინე ცინცაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წინარეხის სკოლის მასწავლებელ თომა კევლიშვილის თხოვნის პასუხად გამგეობამ დაადგინა, რომ მისცემოდა იანვრის ხელფასი ოცდაათი მანეთი. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომ შრომის სკოლის მასწავლებლად გამგეობამ მოიწვია ნიკოლოზ შუბლაძე, თუმცა მისგან საზოგადოებას ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ მიუღია.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რუსუდან სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას თხოვნა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე მიეცათ 27832 მანეთი და 60 კაპიკი ოლღა ჭავჭავაძისთვის სანოვაგის შესაძენად. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს სილიბისტრო თოფურიძე სენაკის მაზრის სოფელ ნოსირის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლის მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წელს რობერტ ბლეიკი თბილისის ინდოევროპული ტელეგრაფის სადგურის ხელმძღვანელი იყო.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლის 17 დეკემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ მაჰმადიანი ქართველი ბავშვების მშობლები სკოლაში ფრანგული ენის სწავლებას ითხოვდნენ. საზოგადოებამ უპასუხა, რომ ფრანგულის სწავლების ნებას კანონი არ იძლეოდა.