ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველ სხდომაზე გრიგოლ ვოლსკიმ წარმოადგინა ბათუმის სკოლის შენობაზე დახარჯული თანხის ანგარიში. გამგეობამ სკოლას მოსთხოვა, ხარჯების დაწვრილებითი ანგარიში აპრილის დასაწყისამდე წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, იაკობ გოგებაშვილი და ეკატერინე გაბაშვილისა. სხდომაზე წარმოადგინეს ახალციხის სახალხო წიგნსაცავის ანგარიში, რომლის თაობაზეც გამგეობამ კმაყოფილება გამოხატა და განაცხადა, რომ მადლობა უნდა გამოეცხადებინათ წიგნსაცავის თანამშრომლებისათვის.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ აუცილებელი გარემოებების გამო სურდა თბილისში დარჩენა 25 იანვრამდე, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განუცხადა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ხელთუბნის სკოლის პედაგოგმა თედო რაზიკაშვილმა, რომ სკოლისთვის გაეგზავნათ სასკოლო წიგნები და საკანცელარიო ნივთები, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ცხინვალის ქალთა ორკლასიანი სკოლის პედაგოგმა მარიამ ხიმშიევმა, რომ სკოლის ღარიბი მოსწავლეებისათვის გაეგზავნათ რამდენიმე ცალი „ბუნების კარი“, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს გიორგი იოსელიანის მიერ შედგენილი „ვეფხისტყაოსანი, ნაამბობი მოზრდილი ყმაწვილებისთვის“, რომლის განხილვა და თავისი აზრის მოხსენება გამგეობამ დავით კარიჭაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა კიევიდან, რომ იმყოფებოდა უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში და ესაჭიროებოდა დახმარება. გამგეობამ დაადგინა, ეკითხათ შ. გოგებაშვილისთვის რა რაოდენობის თანხა სჭირდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ოლღა მესხიევმა, ელისაბედ ყაზბეგმა და სოფიო ლომოურმა წარმოადგინეს საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბები. საზოგადოების სასარგებლოდ შეგროვებულმა თანხამ სულ შეადგინა 30 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 32 მანეთი და ასევე განაცხადეს, რომ შეშის საყიდლად გადაიხადეს 10 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, მიეწერათ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, ეცნობებინათ გამგეობისთვის შეასრულეს თუ არა გამგეობის მინდობილობა სენაკის სკოლის საქმის შესახებ და ასევე, პასუხი გაეცათ იმ წერილების შესახებ, რომელიც გაეგზავნათ მათ ამას წინათ კომიტეტის წევრობის მსურველთა შესახებ. გამგეობამ დ. კარიჭაშვილის მოსაზრება გაითვალისწინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა სოფელ კეთილარის მღვდელმა ფირცხალავამ, რომ დახმარებოდნენ მის მიერ დაარსებულ სამრევლო სკოლას სასწავლო ნივთებით. გამგეობამ იაკობ გოგებაშვილის თანხმობით კეთილარის სამრევლო სკოლას გაუგზავნა სასკოლო წიგნები.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 31 იანვრის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ილიასეული სახლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში. აღმოჩნდა, რომ გასავალი აღემატებოდა შემოსავალს. სახლის გამგე – დავითაშვილი ითხოვდა ამ თანხას. გამგეობამ გადაწყვიტა, დავითაშვილისთვის სათანადო დოკუმენტები მოეთხოვა დახარჯული თანხის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა თანხა. გამგეობამ დაადგინა, შუამდგომლობა აღეძრა ქალაქის აღმასკომის წინაშე ფულადი დახმარების შესახებ ილიასეული სახლის შესაკეთებლად. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, თავმჯდომარის ამხანაგი ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ანასტასია წერეთლისა და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სახალხო ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დავთარში ჩაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეორე სხდომა. სხდომაზე ანნა იოსელიანმა დააბრუნა საზოგადოების წიგნსაცავიდან წაღებული ხელნაწერი კარაბადინი და სთხოვა გამგეობას, ეთხოვებინათ კარაბადინის ახალი ხელნაწერები. გამგეობამ პლატონ იოსელიანის ქვრივ ანნა იოსელიანს თანხმობა განუცხადა და 2 თვის ვადით ათხოვა კარაბადინის სხვა ხელნაწერები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ივანე რატიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. გამგეობამ თიანეთის, ხელთუბნის, ბათუმის, წინარეხის სკოლებისთვის და ახალციხისს და უდეს ბიბლიოთეკისთვის გაგზავნილ ჟურნალ „ჯეჯილში“ გადაიხადა 29 მანეთი.

1898

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე განაცხადეს, რომ კანცელარიაში 1898 წლის 23 იანვარს მიიღეს დაბეჭდილი კონვერტი შემდეგი წარწერით: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმორჩილესად სთხოვს ელისაბედ ნიკოლოზის ასული ყაზბეგი, რომ კეთილი ინებოს და ეს წერილი მისი გარდაცვალების შემდეგ გახსნას. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ შეესრულებინათ ელისაბედ ყაზბეგის თხოვნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თბილისში 6 თებერვლამდე დარჩენის თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ. გამგეობამ მას უარი განუცხადა და მოუწოდა, მალევე დაბრუნებულიყო სკოლაში თავისი მოვალეობის შესასრულებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ივანე გიორგის ძე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა კრებისთვის ეთხოვათ საზოგადოება გაეთავისუფლებინა იმ ქირისგან, რომელსაც ის ართმევდა ბიბლიოთეკის, წიგნსაცავის, კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ბინაში. გამგეობამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა, კომისია, რომელიც განაგებდა ქარვასლის საქმეს, დათანხმებოდა მათ წინადადებას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე ალექსანდრე როინაშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ მუზეუმში შესანახად დაეთმოთ თამარ მეფის დიდი პორტრეტი, რომლის ადგილი კანცელარიაში დასაკიდად არ მოიძებნებოდა. გამგეობამ როინაშვილს თანხმობა განუცხადა.