ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 15 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განცხადება გააკეთა მელაქია სირაძემ, რომ ის ქუთაისის საქალაქო სკოლის მასწავლებლად დანიშნეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ბურჭულაძემ „რუსკოე სლოვოს“ დაბეჭდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნი დაესტამბათ შეთანხმებული პირობების თანახმად, ხოლო გამოცემისთვის თვალ-ყური ედევნებინა ლუარსაბ ბოცვაძეს.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ კნეინა ელენე აფხაზისას კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკისათვის უსასყიდლოდ გადასცემოდა საზოგადოების ყველა გამოცემა. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ელი სექტემბრიდან პლატონ გერასიმეს ძე გამზარდია კიწიის სასწავლებლის მასწავლებლად დაამტკიცეს.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ქეშელაშვილი, ალექსანდრე პავლეს ძე ქუთათელაძე, იასონ პეტრეს ძე ქაჯაია, ელენე ქადაგიშვილი და ილიკო ნოდარის ძე ქადაგიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე ქაჯაია, სარდიონ ნიკოლოზის ძე ქანთარია, მარიამ სიმონის ასული ქუთათელაძე და ივანე სოლომონის ძე ქორფაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: არსენ აბრაამის ძე ფხალაძე, სოლომონ ლევანის ძე ფირანაშვილი, ზაქარია პეტრეს ძე ფალიაშვილი და სოლომონ დავითის ძე ფურცელაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ზაქარია დავითის ძე ფარესიშვილი, გრიგოლ პავლეს ძე ფაფახაშვილი, სოფიო დავითის ასული ფაღავა და ალექსანდრე კიმოთეს ძე ფანცულაია. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: პავლე იოსების ძე ფოჩხიძე, კალისტრატე ამბაკოს ძე ფირცხელაშვილი, დავით მაქსიმეს ძე ფერაძე და ვასილ გიორგის ძე ფრანგიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს იანვრის ხარჯთაღრიცხვა 231 მანეთის ოდენობით. ოქმს ხელი გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ მოაწერა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ბარბარე ყარამანის ასული იაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ანტონ ოსიყმას (ოსეყმა) ძე იმნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს სერგი იმნაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დავით გიორგის ძე ქართველიშვილი, ეფრემ გიორგის ძე ქავთარაძე, შალვა ალექსანდრეს ძე ქარუმიძე და შუშანა ფარნაოზის ასული ქავთარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იაკობის ძე ქურხული, ილიკო ელიზბარის ძე ქერქაძე და შუშანა ამბროსის (ამბაკოს) ასული ქართველიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძისა და მდივან დავით კარიჭაშვილის მოხსენება ფოტოგრაფიის შტატის შესახებ. ფოტოგრაფიის შემოსავლის შემცირების გამო 8 იანვრიდან გამგეობამ დაადგინა მოსამსახურეთა ახალი შტატები და მათი ხელფასებისა და სხვა ხარჯების ახალი ხარჯთაღრიცხვა – 575 მანეთის ოდენობით. ასევე – იმ პირებს, რომლებიც ახალი შტატების შემდეგ უმუშევრები რჩებოდნენ, მისცემოდათ ერთი თვის ხელფასი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სანო სიმონის ძე გულაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ვლადიმერ დავითის ძე გუნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს სპირიდონ ალექსის ძე გურგენიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ვლადიმერ გრიგოლის ძე გვალია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ილია პავლეს ძე გვარამაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.