ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50091

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების ბეჭდვის კომისიის მოხსენება იმის შესახებ, რომ გამგეობას დაებეჭდა ვაჟა-ფშაველას თხზულებანი წიგნად „პოემები, მოთხრობები და ლექსები ვაჟა-ფშაველასი“. კომისიამ წარადგინა დასაბეჭდი ნაწარმოებების სია. გამგეობამ დაადგინა, ვაჟას თხზულებანი დაბეჭდილიყო ერთ წიგნად. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ღენტორ მიხეილის ძე გოგოლაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ერმალო ბეჟანის ძე გოგოტიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ოლღა დავითის ასული გოგრიჭიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ანა გორგასლიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ანა პაპუნას ასული გუჯეჯიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს ალექსი ივანეს ძე გუგუშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ეფრემ დიმიტრის ძე გუგუშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 18 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის N 49 ბრძანებით, 10 ოქტომბრიდან ცავრინა დისიონის ასული ახვლედიანი თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის კლასის დამრიგებლის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 18 მარტს მთავარგამგე გ. ი. ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძემ თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს ჰკითხეს, ხელფასის რამდენი პროცენტი ჰქონდა ხაზინაში შეტანილი საპენსიო ბიუჯეტის შესავსებად მასწავლებელ ცავრინა დისიონის ასულ ახვლედიანს. ეს ცნობები მათ ნამსახურეობის სიის შესადგენად სჭირდებოდათ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე ადამ ბერელაშვილმა წარმოადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად წაღებული ყულაბა, საიდანაც გამგეობამ ამოიღო 5.5 მანეთი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის მაისში მაღაროს სკოლის მასწავლებელმა, იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო ორ-ორი ცალი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები, „საქართველოს მეფე ვახტანგ მეექვსე“, „საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე“, „პატარა ბიბლიოთეკა, მეფე და ხელოსანი“, „დარიგება მასწავლებელთა“, „არითმეტიკული გამოცანები“, კრილოვის იგავ-არაკები, ბაქრაძის „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, თბილისის სწავლის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება და „ამბები სოფლის ცხოვრებიდან ყრმათათვის“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ალექსანდრე ჭყონიამ, რომ გამგეობამ მიანდოს თავმჯდომარეს გამოითხოვოს მთავრობისგან ნებართვა ლატარიის გამართვისათვის საზოგადოების სასარგებლოდ. გამგეობამ განაცხადა, რომ საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძეს სთხოვდნენ ეშუამდგომლა გუბერნატორთან.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დოპარტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ, რომ გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები უსასყიდლოდ, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 8 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი - სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია საყმაწვილო წიგნების საკუთარი გამოცემები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომაზე მღვდელ ვასილ კარბელოვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 9.48 მან., ექვთიმე ხელაძეს – 10 მან., ოლღა ჭავჭავაძისას – 25., გრიგოლ ჩარკვიანს კი – 6 მანეთი.