ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51180

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ 26 დეკემბერს გამართული კონცერტის შემოსავლიდან გამგეობას ჯერ კიდევ არ მიუღია დარჩენილი 150 მანეთი რის გამოც დაგვიანდა ანგარიშის დაბეჭდვა. გამგეობამ განაცხადა, რომ გადაედოთ ანგარიშის გამოცხადება.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი და ივანე რატიშვილი. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დოპარტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ამხანაგობამ, რომ გაეგზავნათ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნები უსასყიდლოდ, რაზედაც გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 8 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თბილისის განყოფილება (მდივანი - სერგო კაკაბაძე) ქუთაისის ფილიალს 1910 წლის 17 დეკემბრის თხოვნის პასუხად ატყობინებს, რომ მთავარ გამგეობას შესაძლებლად მიაჩნია საყმაწვილო წიგნების საკუთარი გამოცემები 20%-იანი შეღავათით დაუთმოს ფილიალს სახალხო სკოლებისა და სამკითხველოებისათვის უფასოდ დასარიგებლად.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომაზე მღვდელ ვასილ კარბელოვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 9.48 მან., ექვთიმე ხელაძეს – 10 მან., ოლღა ჭავჭავაძისას – 25., გრიგოლ ჩარკვიანს კი – 6 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე გამგეობემ ქართველთა ამხანაგობას გაყიდული წიგნების ანგარიშში 15 მანეთი გადასცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წერილი მისწერა აკაკი ჩხენკელს ბათუმში დატყვევებული ქართველი მხედრებისათვის 20000 მანეთის გამოყოფის თაობაზე.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 12 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების ნოემბრის ანგარიში, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძე, თამარ გიორგის ასული შარაშიძე-ქარცივაძე, კონსტანტინე ზაქარიას ძე ქვლივიძე და ნინო ალექსანდრეს ასული ქავთარაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მარგარიტა მიხეილის ასული ქილარჯიშვილი, ალექსანდრე სპირიდონის ძე ქარდავა, ნესტორ ქვაჩაკიძე, ვასილ ზაქარიას ძე ქობულაშვილი და სერგო იაკობის ძე ქიტიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიის“ 148-ე ნომერში დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის, ამავე გაზეთის 147-ე ნომერში დაწყებული, 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშის გაგრძელება.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კავკავის საკვირაო სკოლის გამგის თხოვნა, რომ გამგეობა დახმარებოდა 40 დედაენითა და 200 ქართულის რვეულით, რომელთა ღირებულება იყო 20 მან. 80 კაპ. გამგეობამ დაადგინა, სკოლას გაგზავნოდა მოთხოვილი საგნები. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ლევან იოსების ძე გოგნიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ მიხეილ კლიმიაშვილის თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა ჟურნალი ან გაზეთი, ასევე ცარცი და მელანი, მისი თებერვლის ხელფასიდან 10 მანეთი მისი დისთვის გადაეცათ. გამგეობამ დაადგინა, მასწავლებელს გაგზავნოდა „მოამბე“. სხდომის ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა, რომლის თანახმადა 1910 წელს სოფელ სურებში ბიბლიოთეკა გაუხსნიათ ყარამან რამიშვილის გამგებლობით და ბიბლიოთეკას ადგილობრივი ამხანაგობის კასაში შენობისთვის გადანახული ჰქონია 135.69 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 1-ელ ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოროცდამეშვიდე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, შალვა მიქელაძე, ფილიპე მგელაძე, შიო დედაბრიშვილი და გრიგოლ რცხილაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დიმიტრი დუმბაძემ, რომ თიანეთის მაზრის სოფელ ნაქალაქარის სკოლისთვის ესაჭიროებოდათ სასწავლო წიგნები. გამგეობამ მათ 10.88 მანეთის სასწავლო წიგნები გაუგზავნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთეს სოფელ შრომაში სკოლის გახსნის შესახებ, რასაც თან ერთვის ცნობა, რომ დირექციამ თანხმობა განაცხადა სკოლის გახსნის თაობაზე და ასევე მათივე გადმოცემით სკოლის შენობა მზად ყოფილა, მხოლოდ თანხა იყო საჭირო პედაგოგთა ხელფასისათვის და სკოლის ინვენტარისთვის. გამგეობამ სკოლების რევიზიის კომისიას დაავალა წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება შრომაში სკოლის გახსნის შესახებ. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნსაცავის კომისიის მოხსენება წარწერების გადასაღებად რადლოვის იარაღის 37 მანეთად შესყიდვის შესახებ, ასევე კავკასიის არქეოგრაფიური კომისიის აქტების ორი ტომისა – 50 მანეთად და გაგარინის საქართველოს ეკლესიის სურათებისა – 10 მანეთად. გამგეობამ დაამტკიცა ხარჯი. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 ივლისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და შიო დედაბრიშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი მაღაზიისა და საქმის წარმოების რევიზიის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ წლიურად დაევალებინა რევიზია: კანცელარიისა – გიორგი ყაზბეგსა და ალექსანდრე ყიფშიძესთვის, ბუღალტერიისა – ფილიპე გოგიჩაიშვილსა და ივანე ჭავჭავაძესთვის, წიგნის მაღაზიისა – არჩილ ჯაჯანაშვილსა და შალვა მიქელაძესთვის, ხოლო მუზეუმის რევიზია – დავით კარიჭაშვილსა და სერგო გორგაძისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა ალექსანდრე ყიფშიძემ, რომ გადაეცათ საჭირო თანხა სამუზეუმო მამულის ნასყიდობის შესასრულებლად. ა. ყიფშიძის მოხსენებას თან ახლდა ცნობა, რომ ცისკარიშვილს უკვე მიღებული ჰქონდა თანხის ნაწილი – 4180 მანეთი. გამგეობამ განაცხადა, რომ ნაღდ ფულს, რომელსაც მიიღებდნენ ბილეთების განაღდების შემდეგ გადასცემდნენ ა. ყიფშიძეს, ხოლო ბილეთების განაღდება დაევალათ გიორგი ყაზბეგსა და შიო დედაბრიშვილს.