რეგისტრირებული ფაქტები51180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ივანე გიორგის ძე რატიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს თბილისის I და II სახალხო ბიბლიოთეკების დეკემბრის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქართლ-კახეთის თავადაზნაურთა კრებისთვის ეთხოვათ საზოგადოება გაეთავისუფლებინა იმ ქირისგან, რომელსაც ის ართმევდა ბიბლიოთეკის, წიგნსაცავის, კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ბინაში. გამგეობამ განაცხადა, რომ შეუძლებლად მიაჩნდა, კომისია, რომელიც განაგებდა ქარვასლის საქმეს, დათანხმებოდა მათ წინადადებას.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მესამე სხდომაზე ალექსანდრე როინაშვილმა თხოვნით მიმართა გამგეობას, რომ მუზეუმში შესანახად დაეთმოთ თამარ მეფის დიდი პორტრეტი, რომლის ადგილი კანცელარიაში დასაკიდად არ მოიძებნებოდა. გამგეობამ როინაშვილს თანხმობა განუცხადა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა, ანასტასია წერეთლისა და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა თონეთის სკოლის პედაგოგმა თამარ ჯორჯაძემ, რომ მიეცათ თებერვლის ჯამაგირი. გამგეობამ თანხმობა განაცხადა, თან გააფრთხილა, რომ თუ სკოლაში დროულად არ გამოცხადდებოდა მოვალეობის შესასრულებლად, სამსახურიდან დაითხოვდნენ.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წელს, სტუდენტობის დროს, იაკობ ფანცხავა და კოწია მიქაბერიძე ზაფხულობით ნიკო ნიკოლაძის ოჯახს სტუმრობდნენ დიდ ჯიხაიშში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძემ თხოვნით მიმართა გამგეობას, დახმარებოდნენ რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენაში. გამგეობამ განაცხადა, რომ ხმათა უმრავლესობით განსვენებული ჩუბინაშვილის ლექსიკონი უცვლელად დაიბეჭდებოდა, ამ გადაწყვეტილების თანახმად ყიფშიძეს უარი განუცხადეს ჩუბინაშვილის ლექსიკონის გადაკეთებაზე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის 1897 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, გიორგი იოსელიანი, ეკატერინე გაბაშვილისა და ანასტასია წერეთლისა. სხდომაზე წარმოადგინეს უდეს სახალხო ბიბლიოთეკის გასული წლის შემოსავალ-გასავლის და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა იმ წლის შემოსავალ-გასავლისა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 10 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეოთხე სხდომა. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა იოსებ ცხვედაძემ, რომ გაეგზავნათ მისთვის სასწავლო წიგნები სოფელ კავთისხევში მცხოვრები მოზრდილი გლეხებისა და თავად-აზნაურებისათვის დასარიგებლად. გამგეობამ ცხვედაძეს გაუგზავნა 11 მანეთის წიგნები და ასევე გამოუწერა ჟურნალი „ჯეჯილი“.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ალ. ბადალოვი, მიხეილ (მიხა) ბარბაქაძე, ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე, გალაქტიონ ონისიმეს ძე ბარბაქაძე და ვალერიან ბუხნიკაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 19 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებელთა სამზრუნველოს მოხსენება გამგეობისგან სახელმძღვანელოდ მიცემული ინსტრუქციის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი განხილულიყო გამგეობის ყველა წევრის თანდასწრებით. ოქმს ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნადია ქუთათელაძისამ და გიორგი დიდიძემ თითო მანეთი შესწირეს, იასონ ყიფიანმა – 2 მან., სევერიანე ლორთქიფანიძემ – 25 მან., სანდრო ლორთქიფანიძემ – 5, ნესტორ ერისთავმა – 3 მან., ნიკო გრიგოლიამ – მანეთ-ნახევარი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ნინო უშვერიძე 3 წელი სოფელ ტოლების სკოლაში ასწავლიდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე რატიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ვლადიმერ გიორგის ძე მონასელიძე, იაკობ ათანასეს ძე მიმინოშვილი, იასონ ფრიდონის ძე მიქიაშვილი, ანდრია გიორგის ძე მონასელიძე, სალომე მეტეხელი და პორფილე როსტომის ძე მელქაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივანე ალექსის ძე მინდიაშვილი, ეკატერინე სპირიდონის ასული მელუა, ილია გიორგის ძე მჭედლიშვილი და ელისაბედ ნიკოლოზის ასული მატარაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: სიმონ იასონის ძე მეიფარიანი, სერგო გიორგის ძე მდივნიშვილი, იასე ლაზარეს ძე მაღულარია, დავით მეთონის ძე მხეიძე, იოსებ სელიმანის ძე მახარაძე და სიმონ კაციას ძე მეგრელიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ეკატერინე შალვას ასული მჭედლიშვილი, ილო ზაქარიას ძე მჭედლიშვილი, დიმიტრი ესტატეს ძე მოზდოკელი, ბესარიონ ერმალოს ძე მდივნიშვილი და კონსტანტინე როსტომის ძე მოწონელიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.