რეგისტრირებული ფაქტები50091
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 110 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წინარეხის სკოლის მასწავლებელს 42 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ და რამდენიმე სხვა პირმა განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნებისა და სასწავლო ნივთების უფასოდ გაგზავნის შესახებ. კრებამ განიხილა ეს საკითხი და გადაწყვიტა, სკოლისთვის ერთი თუმნის წიგნები და სასწავლო ნივთები უფასოდ გაეგზავნათ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 28 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 15-დან 28 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 514 მანეთი და დაიხარჯა – 510.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად წიგნების ანგარიშისთვის ნიკოლოზ მესხიშვილს გადაეცა 20 მანეთი, ანასტასია წერეთლისას – 18.40, ა. ქუთათელაძეს – 27. 80 და ა.შ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორის თხოვნა, რომ გამგეობას 20 ცალი „დედაენა“ და 40 რვეული გაეგზავნა ახალციხის მაზრის სოფლების – აწყურის, ძველის, მუქახის, ტოლუშის და კობაშენის – სკოლებისთვის. წიგნებისა და რვეულების საერთო ღირებულება შეადგენდა 40 მანეთს. ოქმს ხელს აწერენ ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ალექსანდრე პავლეს ძე ღლონტი, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძე და რაჟდენ ნიკოლოზის ძე ღვინიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე, პავლე ლუარსაბის ძე ღოთვაძე, ალექსანდრე ღოთვაძე, მოსე მოსეს ძე ღარიბოვი და ტრიფონ გიორგის ძე ღამბაშიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე, ანასტასია ქიქოძე, ელენე გრიგოლის ასული ქიქოძე, ქ. ქართველიშვილი და არჩილ გიორგის ძე ღონღაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ამბროსი ვასილის ძე ქიტიაშვილი, ვალერიან ბართლომეს ძე ქანდარია, მარიამ ქაქუთია, ელისაბედ ქუთათელაძე და სოფიო იოთამის ასული ქარცივაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: იოსებ ალექსანდრეს ძე რცხილაძე, ისიდორე ალექსის ძე რაზმაძე, პავლე რაზმაძე, მექი ვასილის ძე რატიანი, მარიამ სერაპიონის ასული რობაქიძე, კონსტანტინე რატიშვილი, შაქრო როინაშვილი და სეით რაზმაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მოსე დავითის ძე რაქვიაშვილი, გიორგი ზაქარიას ძე რაზმაძე, ერმალოზ რუხაძე და ნაპოლეონ რაზმაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 11 თებერვალს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა და ილია ფირცხალაიშვილი თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილისგან მიღებული ფულის ანგარიში, რომლის დაბეჭდვასაც ის ითხოვდა საზოგადოების წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ატენის სკოლაში მასწავლებლის მიღების თაობაზე. გამგეობამ მოხსენების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 4 თუმანი სკოლის ნივთებისა და სწავლებისთვის საჭირო თვალსაჩინოების შესაძენად, რისთვისაც მათ ცნობის თანახმად გამოყოფილი ჰქონდათ 50 მანეთი, რომლისგანაც დაუხარჯავთ 25.49 მანეთი და დარჩათ 24.51 მანეთი. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ წიგნებისთვის გერგეთის სკოლას წელიწადში ეკუთვნის 50 მანეთი, აქედან დახარჯული აქვთ 12.50 მანეთი და ამჟამად გამგეობისგან ეკუთვნის 37.50 მანეთის წიგნები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს გრიგოლ იოსების ძე კავკასიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გახდა.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წელს ივანე მიხეილის ძე კახიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.