ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ალექსანდრე პავლეს ძე ღლონტი, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძე და რაჟდენ ნიკოლოზის ძე ღვინიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე, პავლე ლუარსაბის ძე ღოთვაძე, ალექსანდრე ღოთვაძე, მოსე მოსეს ძე ღარიბოვი და ტრიფონ გიორგის ძე ღამბაშიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: კალენიკე გიორგის ძე ქავთარაძე, ანასტასია ქიქოძე, ელენე გრიგოლის ასული ქიქოძე, ქ. ქართველიშვილი და არჩილ გიორგის ძე ღონღაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ამბროსი ვასილის ძე ქიტიაშვილი, ვალერიან ბართლომეს ძე ქანდარია, მარიამ ქაქუთია, ელისაბედ ქუთათელაძე და სოფიო იოთამის ასული ქარცივაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: იოსებ ალექსანდრეს ძე რცხილაძე, ისიდორე ალექსის ძე რაზმაძე, პავლე რაზმაძე, მექი ვასილის ძე რატიანი, მარიამ სერაპიონის ასული რობაქიძე, კონსტანტინე რატიშვილი, შაქრო როინაშვილი და სეით რაზმაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: მოსე დავითის ძე რაქვიაშვილი, გიორგი ზაქარიას ძე რაზმაძე, ერმალოზ რუხაძე და ნაპოლეონ რაზმაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა იროდიონ ხოსიტაშვილმა, რომ ესაჭიროებოდა ფინანსური დახმარება. გამგეობამ ი. ხოსიტაშვილს 3 თუმანი გადასცა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 თებერვალს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი, იოსებ გიორგობიანი, იპოლიტე ვართაგავა და ილია ფირცხალაიშვილი თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების აგენტის, თომა მთავრიშვილისგან მიღებული ფულის ანგარიში, რომლის დაბეჭდვასაც ის ითხოვდა საზოგადოების წლიურ ანგარიშში. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ პეტერბურგის საკრედიტო საზოგადოების 16800 მანეთის ობლიგაციის კონვერსიის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს ატენის სკოლაში მასწავლებლის მიღების თაობაზე. გამგეობამ მოხსენების განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისთვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ ა. წულაძის თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნავთლუღის სკოლის თხოვნა, რომ ესაჭიროებოდათ 4 თუმანი სკოლის ნივთებისა და სწავლებისთვის საჭირო თვალსაჩინოების შესაძენად, რისთვისაც მათ ცნობის თანახმად გამოყოფილი ჰქონდათ 50 მანეთი, რომლისგანაც დაუხარჯავთ 25.49 მანეთი და დარჩათ 24.51 მანეთი. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გერგეთის სკოლის მასწავლებლის თხოვნა, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ 82 მანეთის სახელმძღვანელოები. ასევე წარმოდგენილია ცნობა, რომ წიგნებისთვის გერგეთის სკოლას წელიწადში ეკუთვნის 50 მანეთი, აქედან დახარჯული აქვთ 12.50 მანეთი და ამჟამად გამგეობისგან ეკუთვნის 37.50 მანეთის წიგნები. გამგეობამ მათი თხოვნის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 13 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს მოსკოვში არსებული „მეცნიერებისა და ხელოვნების ქართველთა საზოგადოების“ თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა 150 მანეთის წიგნები საჩუქრად. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მოსწავლეთა თხოვნა, რომ გამგეობას გაეგზავნა მათთვის ისტორიის წიგნები და რვეულები. ოქმს ხელს აწერენ – ივანე ზურაბიშვილი, ივანე რატიშვილი, დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე.

1900

ტიპი: ორგანიზაცია

1900 წელს ივანე მიხეილის ძე კახიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი გახდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ნიკოლოზ პეტრეს ძე ყურბათოვი, დიმიტრი ანდრიას ძე ყავლაშვილი, ეკატერინე ივანეს ასული ყიფშიძე და ევსტატე ყანჩაველი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ელისაბედ დავითის ასული ღოღობერიძე, ეკატერინე ზაქარიას ასული ყანჩაველი, ვასილ შიოს ძე ყვიაფანიძე, გიორგი გრიგოლის ძე ყიფშიძე და გიორგი ყოჩიშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ელენე ღვინიაშვილი, ილია ანტონის ძე ღოღობერიძე, კირილე სვიმონის ძე ღვთისავრიშვილი, ნინო ღოღობერიძე და ქრისტეფორე გაბრიელის ძე ღვინიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნოე ჟორდანიას თხოვნა, საზოგადოების წიგნსაცავიდან მიეცათ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები შინ საკითხავად.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 18 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ატენის სკოლის მზრუნველმა მარიამ ორბელიანმა და სკოლის პედაგოგმა ეკატერინე მარკოზაშვილმა, რომ გაეთავისუფლებინათ სოფლის მოსახლეობა სწავლის საფასურის გადასახადისგან. გამგეობამ თავმჯდომარეს მიანდო ამ საკითხის გადაწყვეტა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, იპოლიტე ვართაგავა და ფილიპე მგელაძე.