ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პირველი სხდომა. სხდომაზე ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში გადასცეს 48 მანეთი, გრიგოლ ტატიშვილს – 12 მან., ი. მაჭავარიანს – 7 მან., გ. სკანდარნოვს – 2 მან., ილო ოქრომჭედლიშვილის გვირგვინისთვის გადაინახეს 9 მან., ასევე გაიცა წიგნების გასაგზავნი თანხა: ვასილ ბეჟანიშვილთან – 80 კაპ., მ. შურღაიასთან – 27 კაპ., მ. სარალიძესთან – 26 კაპ., ალ. არაბიძესთან – 26 კაპ., ილო იმერლიშვილთან – 1 მანეთი.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 სასწავლო წელს თონეთის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა დავით კარიჭაშვილმა, რომლის მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე კარგად მიდიოდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა გიორგი იოსელიანმა მოინახულა კავკავის სკოლა და მასთან არსებული საკვირაო სკოლა უფროსებისათვის.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს საზოგადოებამ აკაურთის სკოლაზე (მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი) 482. 20 მანეთი დახარჯა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1900-1901 სასწავლო წელს ხელთუბნის სკოლა დაათვალიერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრმა იაკობ გოგებაშვილმა, რომლის მოხსენების მიხედვით, სკოლაში სწავლის საქმე პირველ კლასში კარგად მიდიოდა, მეორე და მესამე კლასებში შედარებით სუსტად, ხოლო მეოთხე კლასი იმ წელს საერთოდ არ შემდგარა.

1900

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, მღვდელი ზაქარია გულისაშვილი გომარეთის სკოლაში საღვთო სჯულს უსასყიდლოდ ასწავლიდა.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრა ივანეს ძე ხახიშვილი და ნიკოლოზ სვიმონის ძე კურდღელაშვილი კავკავის სკოლის პედაგოგები იყვნენ.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ექვთიმე თაყაიშვილი გაგზავნა გომარეთის სკოლის შენობის საკითხის მოსაგვარებლად.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1898 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხომის ოქმის მიხედვით, იოსებ გრიგოლის ძე შვილევი იყო კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადარი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მდივანი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.

1900

ტიპი: სტატუსი

1900 წელს ანასტასია მიხეილის ასული წერეთელი თბილისის პირველი და მეორე სახალხო ბიბლიოთეკების გამგე იყო.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის მიხედვით, უდის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე იყო ივანე მერაბიშვილი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს ივანე გიორგის ძე რატიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 10 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.