რეგისტრირებული ფაქტები50775
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან თბილისში გაუგზავნა წერილი და სთხოვა, გაეცნოთ წიგნით ვაჭრობის წეს-დებულება, იქაური მთავრობისგან თუ იყო საჭირო ნებართვის აღება და ა. შ.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ბაღდან სომხიევი სანდო კაცი იყო, მაგრამ, იქაური ქართველების თქმით, მას თავისი სარგებელი ჰქონდა „სახეში“. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა, წიგნები გასაყიდად მიებარებინათ ვინმე მაჭავარიანისთვის ან რამან ფორაქაშვილისთვის, რომელსაც დავით სარაჯიშვილის საქმეებიც ებარა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების აწყურის სკოლის მასწავლებელი-გამგე გრიგოლ ჭინჭველაძის თხოვნა 40-40 „დედაენის“, „რუსკოე სლოვოს“, ნატროშვილის „არითმეტიკული კრებულის“, წერის დედნის, 80 რვეულის, 20-20 ღამბაშიძის „ჟამნისა“ და „ლოცვანის“ გამგეობისგან გაგზავნის შესახებ. გამგეობამ არ დაკმაყოფილა თხოვნა, რადგან სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნაში აწყურის სკოლაც იყო გათვალისწინებული. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს სამსონ სოფრომის ძე იმნაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს კონსტანტინე ფილიპეს ძე ინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს მიხეილ ხარიტონის ძე ინაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1897
ტიპი: ორგანიზაცია
1897 წელს სოფიო იოსების ასული იოსელიანისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი იყო.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წელს ქაიხოსრო იოსების ძე კაიშაური ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ივანე დავითის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ვასილ გიორგის ძე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს რაჟდენ ივანეს ძე კაკუბავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ერმალო (ერმილე) იოსების (იესეს) ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1908 წელს პოლიევქტო ანტონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მდივანმა პეტრე მირიანაშვილმა წაიკითხა მოხსენება, რომ 1-ლ მარტს დაიბეჭდა მომგებიანი სესხის ბილეთი ნომრით 19364.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზში წერილი მიიღო თბილისიდან, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისაგან, მის მიერ გამოცემული არითმეტიკის წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით. გამგეობას ასევე აინტერესებდა, რამდენად სანდო კაცი იყო ვაჭარი ბაღდან სომხიევი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე გაბელია, ნადეჟდა გამყრელიძე, ნინო გედევანიშვილი, სვიმონ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ნიკოლოზ გამყრელიძე და ზოსიმე გველესიანი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი იქ ქართული წიგნების გაყიდვასთან დაკავშირებით.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წელს ირაკლი ლუკას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყარსის განყოფილების დამხმარე წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 30 ივლისს იოსებ დადუნაშვილი, პარმენ მჟავანაძე, პარმენ დიასამიძე, იოსებ ეფრემიძე, სიმონ ბურკაძე, ასლან უჯმაჯურიძე, თეოფილე დადუნაშვილი, ივანე ლორთქიფანიძე, დავით მჟავანაძე, გიორგი ნამიჭეიშვილი და ლავრენტი ავალიანი ვანის რვაკლასიანი გიმნაზიის სასკოლო კომიტეტის წევრებად აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 25 მარტს მიხეილ ყიფიანმა ვლადიკავკაზიდან თბილისში ილია ჭავჭავაძეს წერილით შეატყობინა, რომ იქაურმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობასთან შუამდგომლობა სთხოვეს ვლადიკავკაზში ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 18 აპრილს მიხეილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ვლადიკავკაზიდან გაუგზავნა წერილი და დაახლოებით 10 თუმნის წიგნების გაგზავნა ითხოვა, და რაკი ვლადიკავკაზში ქართული სტამბა არ იყო, ასევე – ქართულად დაბეჭდილი განცხადებებისა, რომლებშიც მითითებული იქნებოდა, სად შეძლებდნენ ქართული წიგნების ყიდვას. ამ განცხადებებს თვითონ მიხეილი დაარიგებდა სახლებსა და დუქნებში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის განმავლობაში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებს 47-ჯერ დაესწრო ვარლამ ბურჯანაძე, 39-ჯერ – შიო დედაბრიშვილი, 37-ჯერ – იოსებ გიორგობიანი, 26-ჯერ – იპოლიტე ვართაგავა, 23-ჯერ – ნინო ნაკაშიძე, 14-ჯერ – ქრისტინე შარაშიძე და 8-ჯერ – ვასილ წულაძე.
1900
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლა მოინახულეს: მთავრობის წარმომადგენელმა, ინსპექტორმა ბ. სუდაკოვმა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობიდან იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილმა და ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ.
1900
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900-1901 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი ჯიხაიშის სახალხო ბიბლიოთეკას ალექსი ჩომახიძე განაგებდა.