რეგისტრირებული ფაქტები50775
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იოსებ ცხვედაძეს მოსწავლეებისთვის დასარიგებლად 7. 60 მანეთის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 დეკემბერს დაგეგმილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომა წევრთა სიმცირის გამო არ გაიმართა. სხდომაზე დასასწრებად მხოლოდ გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია მივიდა, გამგეობიდან კი – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 იანვარს თბილისის რეალური სასწავლებლის შენობაში გამართული სრულიად საქართველოს სკოლის მასწავლებელთა ყრილობის დღის წესრიგში იყო: სასკოლო რეფორმა, მასწავლებელთა გადამზადებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება, პედაგოგთა კავშირის წესდების პროექტის განხილვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს რაფიელ (რაფაელ) ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 350 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ივანე სპირიდონის ძე ჯაბადარმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 500 მანეთი გადასცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოებამ ფილიმონ ქორიძის სიმღერების კრებული გამოსცა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ოლღა გურამიშვილს ხალხში გასავრცელებლად 28 მანეთისა და 65 კაპიკის წიგნები და სასკოლო ნივთები გადასცა.
1900
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1900 წლის ოქმის მიხედვით, ახალციხის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე კონსტანცია მეფისაშვილი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვასილ სვიმონის ძე ბეგიაშვილი, ვლადიმერ ილიას ძე ბენიამოვიჩი, მარიამ მიხეილის ასული ბენიამოვიჩი, ივანე იოსების ძე ბაქრაძე და ელიოზ თევდორეს ძე ბუნტურიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 4 იანვარს ყოფილი სასულიერო გიმნაზიის საქმისმწარმოებელმა, მღვდელმა ნიკოლოზ შალვას ძე ბარნაბიშვილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს მისწერა, რომ თბილისის ვაჟთა მე-8 გიმნაზიაში საქმის მწარმოებლად არ დანიშნეს, რადგან ამ თანამდებობაზე სასულიერო სემინარიის მასწავლებელი ივანე სიმონის ძე ბერიაშვილი ჰყავდათ დანიშნული და ორი საქმის მწარმოებლი არ სჭირდებოდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 1920 წლის 27 თებერვლის სხდომის ოქმის მიხედვით, ნ. ნ. ბარანოვსკის ლაბადის დაკარგვის საქმე გიმნაზიის ინსპექტორ ნ. ნ. ქუთათელაძეს ჩააბარეს. სხდომის ოქმიდან ამონაწერის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს გიმნაზიის დირექტორი ილარიონ ლორთქიფანიძე, სხდომის ოქმის შემოწმებას ხელს აწერს ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 28 თებერვალს შედგენილი რუსული ხელნაწერი წარმოადგენს დასაბეჭდად გამზადებულ ოფიციალური მიმართვის ტექსტს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების №25 წესდება ითვალისწინებს ფილიალების გახსნას სხვადასხვა მხარეში, რის საფუძველზეც, თბილისის გამგეობა სამაზრო ხელისუფლებას სთხოვს მიიწვიოს ახალციხის განყოფილების დაარსების მსურველი ქართველები ამ საკითხზე სათათბიროდ. ხელნაწერის მარგინალია მიუთითებს, რომ გამგეობის ნდობით აღჭურვილ პირად ივარაუდება თამარ ვაჩნაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობეს, რომ ჭიათურის ქართული დრამატული საზოგადოებისგან (თავმჯდომარე – გიორგი ჭუმბურიძე) თეატრალური სეზონის გახსნის შემდეგ მიიღებედნენ 100 მანეთს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად.
1909
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობისგან ითხოვს გადაუდებელ შეწევნას ახალციხის განყოფილების დაფუძნების საქმეში, სახელდობრ: უგზავნის 5-კაციანი საინიციატივო კომისიის წევრთა სიას, რათა თბილისმა ერთ-ერთ მათგანს, როგორც პოლიტიკურად კეთილსაიმედო პირს, მიანიჭოს ოფიციალური უფლებამოსილება მხარის გუბერნატორსა და მაზრის უფროსთან საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად.
1909
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე ახალციხიდან იტყობინება, რომ მისი ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა ქალაქის საკრებულოს დარბაზში თავი მოეყარა მაზრის მკვიდრი ქართველობისთვის, რათა განეხილათ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ახალციხის ფილიალის დაარსების საკითხი, მაგრამ ამ განზრახვას წინ აღუდგა მაზრის უფროსი – მან ქართველებს არ დართო შეკრების ნება.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 21 თებერვალს კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძემ თბილისის გამგეობას გაუგზავნა ქართველთა შორის წერა- კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის განყოფილების დაფუძნების საინიციატივო კომისიის წევრთა სია: თამარა გიორგის ასული ვაჩნაძისა, დეკანოზი დიმიტრი გიორგის ძე ხახუტაშვილი, იოსებ პავლეს ძე მაისურაძე, ვლადიმერ გიორგის ძე დაფქვიაშვილი და კონსტანტინე ივანეს ძე გვარამაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს პეტრე პავლეს ძე ხუნდაძემ ახალციხიდან წერილი გაუგზავნა ქშწკგ საზოგადოების გამგეობას, რომ „ტიფლისკი ლისტოკიდან“ მათთვის ცნობილი გახდა ბათუმსა და ქუთაისში ფილიალების გახსნის დაგეგმვა და ამასთან დაკავშირებით მოითხოვა, გაეთვალისწინებინათ ახალციხეში ქართული საქმის სავალალო მდგომარეობა და იქ განყოფილების გახსნაზეც ეზრუნათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა გიორგი იოსელიანმა, რომ გამოეცათ მის მიერ ნაამბობი „ვეფხისტყაოსანი“, რომლისთვისაც დაამზადა 8 კლიშე. მან გამგეობას წაუყენა ორი პირობა: კლიშეების საფასური უნდა გადაეცათ იმ თვეშივე და როცა საზოგადოება თავის დანახარჯს შეივსებდა, ამის შემდეგ გაყიდული წიგნების საფასური ორ ნაწილად უნდ აგაეოთ. გამგეობამ დაადგინა, რომ წინასწარ მისცემდნენ იოსელიანს 5 თუმანს, შემდეგ კი გადაწყვეტდნენ, რა სახით და რა რაოდენობით დაბეჭდავდნენ „ვეფხისტყაოსანს“.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში კარლ ფოხტისა და მოლეშოტის ნაწერებს ეცნობოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 18 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეხუთე სხდომა. სხდომაზე გარსევან რატიანს, დავითაშვილს და ჯორჯაძეს ძეგლის ხარჯის გასასტუმრებლად გადასცეს 10 მანეთი, გიორგი ტატიშვილს წინარეხის სკოლისთვის წიგნების დასაკმაზში 1.20 მანეთი.