ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1915

ტიპი: განათლება

ნინო ქრისტეფორეს ასულმა ციცქიშვილმა დაამთავრა თელავის წმინდა ნინოს სასწავლებელი და თბილისის გიმნაზიის მერვე კლასში შესასვლელად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანი სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის განყოფილების მეორე კურსზე.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ირაკლი ილიას ძე ტატიშვილის, ნიკოლოზ ივანეს ძე უსენაშვილის, გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძის, შალვა დავითის ძე ფურცელაძის, ელენე დავითის ასულ ღოღობერიძის, ტერენტი ეგნატეს ძე ყურაშვილის, კონსტანტინე იაკობის ძე შხვაცაბაიასა და ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ალექსანდრე თადეოზის ძე შვანგირაძე იყო ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ფატარიძემ სოფ. ბრეთის სკოლა დაამთავრა და წინამძღვარიანთკარის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სტიპენდია სთხოვა. მას ივანე გრიგოლის ძე ავალიშვილი შუამდგომლობდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 15 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ნატალია ფარნაოზის ასულ ჟორდანიას, ლეონტი ნესტორის ძე რევიას, ელენე ისიდორეს ასულ რამიშვილის, დავით სოკრატის ძე სულიაშვილის, ბესარიონ ნესტორის ძე სვანიძის, ანა ილიას ასულ სოლოღაშვილის, მიხეილ იაკობის ძე ტყავაძის, გალაკტიონ ტაბიძისა და ალექსანდრე გიორგის ძე ტატიშვილის თხოვნა სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიების დანიშვნის შესახებ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, რომ თავად ივანე დადიანის განცხადება სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანისთვის მადლობის გამოცხადების შესახებ მხედველობაში მიეღოთ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 ივნისს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის მიერ შედგენილი ქართულ-თურქული ლექსიკონის გამოცემის საკითხში დახმარებას სთხოვს (სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი ჯავახეთში ფოსტა-ტელეგრაფის თანამშრომელი იყო. მან შეისწავლა თურქული და შეადგინა ქართულ-ოსმალური სახელმძღვანელო იმ სოფლების მცხოვრებთათვის, რომლებმაც 1628 წელს ოსმალეთის დაპყრობის შემდეგ ენა დაივიწყეს).

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის გადაწყვეტილებით საგურამოს სკოლის პედაგოგი კონსტანტინე სეხნიაშვილი 360-ის ნაცვლად 504 მანეთის ოდენობის ჯამაგირს მიიღებდა (ჯამაგირი – 480 მანეთი, დამატება – 24).

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სვიმონ ბერძენიშვილის თხოვნა მისი გამოცემული „ფერხულის“ შეძენის შესახებ. ბერძენიშვილის თხოვნა არ დაკმაყოფილდა. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მაღაზიის გამგე ს. ბახტაძე სთხოვს ნებართვას, შეიძინოს ქუთაისში წიგნები ნაღდ ფულზე მაღაზიისთვის. გამგეობამ დაადგინა, წიგნების შეძენის ნება მიეცა ბახტაძისთვის.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თხოვნა მუხრანის ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გადაწყდა, რომ 5 მანეთის წიგნები მიეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 იანვარს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს საკითხი ბიბლიოთეკა-მუზეუმის დროებით ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მალაქია გლახას ძე ნატბელაძე, კონსტანტინე მარტვილელი, დარია ვასილის ასული სალარიძე, მალხაზ ბეჟანის ძე სიმონია და ნიკოლოზ გრიგოლის ძე პეტრიაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქართული გიმნაზიის მოსწავლეების თხოვნა, მათი მეგობრის, მ. ხუხუნაიშვილისთვის, დახმარების შესახებ. კრებაზე გადაწყდა, ხუხუნაიშვილისთვის ძმები ზუბალაშვილების დაწესებული სტიპენდიების მორჩენილი ნაწილიდან 25 მანეთი მიეცათ. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორის თხოვნა ჭინკათხევის სკოლის გეგმის გაგზავნასთან დაკავშირებით. კრებაზე სასკოლო სექციას დაევალა გეგმის მომზადება. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს სპირიდონ ტარიელის ძე მოწონელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 22 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის საღამოს სკოლის მოსწავლეების თხოვნა წიგნების უფასოდ გადაცემის თაობაზე. გადაწყდა, მიეცათ 5 მანეთის ღირებულების წიგნები. განჩინებას ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1883

ტიპი: ავტორობა

1883 წლის 11 აგვისტოს საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ მისწერა ბესარიონ ჭილაძეს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ნიშნავდა მასწავლებლად სოფელ დიდ თონეთში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის მაზრის თავად-აზნაურთა წინამძღოლ ივანე დადიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს თავად-აზნაურთა კრებამ მადლობა გამოუცხადა თხუთმეტწლიანი ნაყოფიერი შრომისთვის სკოლის სასარგებლოდ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 14 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, თბილისის კუკიის მეხუთე სასწავლებლის პედაგოგი ანა ნიკოლოზის ასული არდაზიანი, კუკიის მეშვიდე სასწავლებლის პედაგოგი ტერეზა დიმიტრის ასული ხმიადაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი რუსუდან ნიკოლოზის ასული ნიკოლაძე განათლების სამინისტროსთან არსებული სასკოლო რეფორმის საპროგრამო კომისიის სხდომას დაესწრნენ.