რეგისტრირებული ფაქტები51847
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: სტატუსი
1914 წლის 1-ლი იანვრისთვის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილ წევრებად ირიცხებიან: ბართლომე მოსეშვილი, ვლადიმერ მოსეშვილი, პავლე მოსიძე, გალაკტიონ მომცემლიძე, ნოე მხეიძე, არქიფო მხეიძე, დიმიტრი ნაზაროვი, დავით ნაზაროვი, ალექსი ნაკაიძე, ისიხი ნაკაშიძე, გრიგოლ ნარაკიძე, გრიგოლ ნასარიძე, ვლადიმერ ნაცვლიშვილი, იასონ ნიკოლეიშვილი, ევსევი ნიკოლაძე, ალექსანდრე ნოზაძე, ანტონ ოდიშარია, მიხეილ ორაგველიძე, ვანდრიკა ოქრომჭედლიშვილი, იოსებ ოცხელი, სიმონ ოცხელი, ეპიფანე ოყროშიძე, გრიგოლ პავლოვი, ივანე პურადაშვილი, პეტრე ჟვანია.
1912
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1912 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ცნობა საიდანაც ვიგებთ, რომ არისტოკლე რამინიშვილის მამა იყო მღვდელი დომენტი რამინიშვილი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეცხრე სხდომა გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის სკოლის რევიზიის შესახებ ალექსანდრე მდივნის მოხსენების პასუხად გამგეობამ დაადგინა, მოხსენებიდან ამოეღოთ ის ნაწილი, რომელიც სკოლის ნაკლოვანებებს ეხებოდა და ისე გაეგზავნათ ბათუმის განყოფილებისათვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 15 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ გიორგი ყაზბეგი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ლუარსაბ ბოცვაძე, იპოლიტე ვართაგავა, ალექსანდრე ყიფშიძე, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი. სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ რადგან გამგეობა საჭიროდ არ თვლიდა საზოგადოების განყოფილებებისთვის დაერიგებინა წესები წიგნებით ვაჭრობის შესახებ, ამიტომ მათ ევალებოდათ კერძო პირების საშუალებით გაევრცელებინათ წიგნები, რომლებიც გადაეცემოდათ მთავარი გამგეობისგან.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა, დაეკმაყოფილებინა ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორ ევტიხი მამინაიშვილის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ბათუმის სკოლაში, რომელსაც მართავდა მოსე ივანეს ძე ნათაძე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდების მე-5 მუხლის თანახმად საკლასო ენა ქართული იყო.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეთა მწარმოებელმა გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძემ ბათუმის სკოლის თანამშრომლებს ხელფასი გაუგზავნა, მასწავლებელ მოსე ივანეს ძე ნათაძეს 66. 66 მანეთი, ხოჯას – 20 და მოსამსახურეს – 10, სულ 96. 66 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების 1919 წლის მოქმედებათა ანგარიში, ხარჯთაღრიცხვა, ქონების აღწერა, წევრთა სია და უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წლიური ანგარიში წარუდგინა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს დეკანოზი გაბრიელ ცაგარეიშვილი ქუთაისის პროგიმნაზიაში საღვთო რჯულს ასწავლიდა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კახათის სკოლის მასწავლებლის მოთხოვნა წიგნებისა და რვეულების, მათ შორის 20 ცალი ისტორიის წიგნის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა არ დაკმაყოფილა. ოქმს ხელი მოაწერა ალექსანდრე ჭყონიამ.
1899
ტიპი: თანამდებობა
1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ევტიხი მამინაიშვილი იყო ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლათა ინსპექტორი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის სამასწავლებლო სემინარიის კურსდამთავრებულ ანტონ დავითის ძე თოიძის, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულების – დავით პავლიაშვილის, მიხეილ სოხაძის და თბილისის სახელოსნო სასწავლებლის კურსდამთავრებულ დავით სხირტლაძის თხოვნა წინარეხის სკოლაში მასწავლებლობის თაობაზე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით განათლების სამინისტრო 1920-21 სასწავლო წლისთვის სასწავლებლების სრული გაეროვნების მიზნით გურჯაანის, შრომის, ქვემო მაჩხაანის, ბოდბისხევის, ვაქირის, ანაგის, ბაკურციხისა და ვეჯინის პირველდაწყებით სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების დამატებას გეგმავდა.