ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაამტკიცეს ანგარიში: მაქსიმე შარაძეს ეკატერინე გაბაშვილის „საყმაწვილო მოთხრობათა“ ასაწყობად და დასაბეჭდად გადაეცა 44 მან., იმავე წიგნის მარკისთვის – 80 კაპ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1905

ტიპი: ავტორობა

სარევიზიო კომისია სთხოვდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას, რომ წვრილი თანხები (მასწავლებელთა საპრემიო – 8 მან. 43 კაპ., ვ. პეტრიაშვილის – 251 მან. 18 კაპ., სტუდენტების – 131 მან. 85 კაპ., სულ – 428 მან. 92 კაპ.) მიმატებოდა სალიტერატურო ფონდს. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1905

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სწერს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარეს ანდრია სოლომონის ძე ღულაძეს, რომ გამგეობამ მიმართა კომისიის წევრებს სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილსა და ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძეს, რათა გადაემოწმებინათ 1904 წლის ანგარიში, მაგრამ მათ კომისიის თავმჯდომარის გარეშე არ ჩაატარეს რევიზია.

1905

ტიპი: ავტორობა

1905 წლის 5 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება სწერს სარევიზიო კომისიის წევრებს, სიმონ ვახვახიშვილსა და ნიკოლოზ გოგიტიძეს, რომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ავადმყოფობის გამო უარი განაცხადა საზოგადოების 1904 წლის ანგარიშის შემოწმებაზე და როგორც წევრებს, მათ სთხოვს აღნიშნული ანგარიშის შემოწმებას. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარის ამხანაგი ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა.

1881

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაფუძნების პირველ წელს წევრთა რაოდენობა იყო 245, მეორე წელს – 282, ხოლო მესამე წელს – 311. ხელს აწერენ: ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი (თუმანოვი), თევდორე (თედო) დავითის ძე ჟორდანია, ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე, იონა მიხეილის ძე მეუნარგია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 16 მარტს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომელსაც დაესწრნენ – თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე, მდივანი დავით კარიჭაშვილი, წევრები: ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომას თავმჯდომარეობდა ნიკოლოზ ცხვედაძე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 1 თებერვალს პავლე ივანეს ძე მეგრელიშვილი, პავლე ელიშუღის ძე ცინცაძე, ალექსი ოქროპირის ძე სიხარულიძე, სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე და ყარამან რამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრები იყვნენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.

1911

ტიპი: ღონისძიება

ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობის საპროტოკოლო დადგენილების საფუძველზე შედგენილ 13 პუნქტიან ხელშეკრულებას ხელს აწერენ, ერთი მხრივ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და, მეორე მხრივ - იტალიის სამეფოს ქვეშევრდომი ლუჩიანო დე ბლასი (დეპლასი). ეს უკანასკნელი კისრულობს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის დასადგმელად საჭირო 5000 მანეთად ღირებული სამუშაობის წარმართვას ინჟინერ პეტრე მამრაძის პროექტითა და მისივე ზედამხედველობით. ნაკისრი ვალდებულების შესრულების თარიღად დათქმულია 29 აგვისტო (უკანასკნელი ვადაა 15 სექტემბერი). პირობის დარღვევის შემთხვევაში დე ბლასიმ წერა-კითხვის საზოგადოებას უნდა დაუბრუნოს მიღებული თანხა და გადაუხადოს პირსაგამტეხლო 500 მანეთი, რის შემდეგაც გამგეობა უფლებამოსილი იქნება საკუთარი შეხედულებისამებრ აირჩიოს სხვა შემსრულებელი. წინამდებარე ხელშეკრულების ნოტარიალურად გაფორმებას მხარეები 1911 წლის 10 აგვისტომდე გეგმავენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნასყიდა სოლომონის ძე ონიკაშვილი (ნინიკაშვილი, ნონიკაშვილი), ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე, გრიგოლ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, მიხეილ ოძელაშვილი და ვასილ ოქონელი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: აკაკი რაჟდენის ძე ნაფეტვარიძე, მიხეილ ნუცუბიძე, გრიგოლ ნიჟარაძე, ვასილ გრიგოლის ძე ონიკაძე და გიორგი გრიგოლის ძე ონიკაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინეს, მხედველობაში მიეღოთ გრიგოლ ყიფშიძის მოხსენება თონეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკას შესწირა 9 მან. 50 კაპ. ღირებულების წიგნები, რომლებიც ბიბლიოთეკის გამგემ, ელენე აფხაზმა უკან დააბრუნა, რადგან უკვე ჰქონდათ და სანაცვლოდ სხვები მოითხოვა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე დაადგინა, კარდენახის ბიბლიოთეკის გამგის, ელენე აფხაზისთვის გაეგზავნათ 9 მან. 50 კაპ. ღირებულების წიგნები. ოქმს ხელს აწერენ ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, ივანე რატიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ივანე ზურაბიშვილი.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ელენე ილიას ასული აფხაზისა მის მიერვე დაარსებული კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის გამგედ მუშაობდა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს კირილე ივანეს ძე არველაძე მუშაობდა უფროს მასწავლებლად სოფელ ბანძის ორკლასიან სამრევლოს სასწავლებელში.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბანძის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ კირილე არველაძის თხოვნა, გამგეობას გაეგზავნა საკითხავი წიგნები, რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და „რუსკოე სლოვო“.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრის, გრიგოლ ყიფშიძის მოხსენება თონეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ 1897-98 წლებში.

1899

ტიპი: ავტორობა

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კარდენახის სახალხო ბიბლიოთეკის გამგე ელენე აფხაზის თხოვნა გამგეობისგან ადრე შეწირული 9 მან. 25 კაპ. ღირებულების წიგნების ნაცვლად (რომლებიც მან უკან დააბრუნა, რადგან ჰქონდათ) სხვები გაეგზავნათ.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სოფელ ბანძის ორკლასიანი სკოლის მასწავლებელ კირილე არველაძისთვის 5 მანეთის საკითხავი წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ (რედაქტორი ვალერიან გუნია) წერს, რომ თბილისში აღმოაჩინეს 1660 წელს რომში დაბეჭდილი სომხური წიგნი, რომელშიც განხილულია სომეხთა ტიბიკონი, კათოლიკეთა ისტორია და ქართველ მეფეთა მიერ რომის პაპებისთვის გაგზავნილი წერილები.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს თედო სახოკია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში ითხოვდა ორ ყულაბას, ერთს – ელენე გაბუნიასთვის, მეორეს – აღათი შარვაშიძისთვის.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ზაქარია ისაკის ძე აბრამიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს იოსებ ბეგლარის ძე ადამია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის 9 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს ანგარიში, რომ ივანე მაჭავარიანს წიგნებისთვის მიეცა 11 მან. 95 კაპ. ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე ჭყონია.