რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ნინო ალექსის ასული თურქიასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო ყარამანის ძე თავდგირიძე, საკვირაო სკოლისა და ვაჟებისთვის სახელოსნოს გახსნა სურდა, მაგრამ მასწავლებლის არ ყოლისა და ინსპექციის მიერ პროექტის დამტკიცების დაყოვნების გამო, გეგმა ვერ განახორციელა.
1899
ტიპი: ავტორობა
1899 წლის 6 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს გამგეობის წევრ ივანე რატიშვილის მოხსენება წინარეხის სკოლის 1898 წლის 7 ივნისის ანგარიშის შესახებ. საკითხის განხილვა შემდეგი სხდომისთვის გადაიდო. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 ოქტომბერს საგურამოს სკოლის მასწავლებელმა, კონსტანტინე სეხნიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სკოლის სოფლის შუაში გადატანა სთხოვა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წლის 14 ოქტომბერს აკაურთის სკოლის მასწავლებელ ტრიფონ შუბლაძის ჯამაგირი 30 მანეთი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1919 სასწავლო წელს ვიქტორ ივანეს ძე სტრაჟევი სოხუმის სამასწავლებლო სემინარიაში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილს დაევალა საზოგადოების წლიური კრების გაგრძელებაზე ზრუნვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ავთანდილ იესეს ძე ცინცაძე, ვალერიან პავლეს ძე ჭანტურია, გიორგი ალმასხანის ძე ჟღენტი და ილია მიხეილის ძე შარაშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე უნდა განეხილათ სამსონ ფირცხალავას მოხსენება საზოგადოების წესდების შეცვლისა და ბინის გამოცვლის შესახებ. წესდების განხილვა გადაიდო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს მარიამ დემურიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, ნაძალადევის ბიბლიოთეკისთვის უსასყიდლოდ გადაეცათ მათ მიერ დაბეჭდილი ყველა წიგნის თითო ან ორი ეგზემპლარი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძეს, სამსონ ფირცხალავას, ალექსანდრე სარაჯიშვილსა და სიმონ კლდიაშვილს ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის რკინის მესრის გაკეთებაზე ზრუნვა დაევალათ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 12 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის კარის გაკეთების შესახებ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ატენის სკოლის მასწავლებლის, ლავრენტი ბარნაბიშვილის ხელფასი 648 მანეთი იყო. ის სკოლაში ცხოვრობდა, ამიტომ ბინის ქირას საზოგადოება არ უხდიდა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს „სიტყვაკაზმული მწერლობის კრებულების“ გამოცემის საკითხი. დაწვრილებითი პროგრამის შემუშავება ფილიპე გოგიჩაიშვილს დაავალეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ ალექსანდრე სიმონის ძე შირსკი, ბიქტორ დავითის ძე შალამბერიძე, სალომე შალამბერიძე და ესტატე გიორგის ძე ჩერქეზიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 1-ლ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ ერასტი გორდელაძე თავს ვალდებულად არ თვლიდა, სამრევლო სკოლების საბჭოსთვის 11 მანეთი გადაეხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძეს 1900 წლის ანგარიშის შემოწმება და დაბეჭდვა დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება კანცელარიისა და წიგნის მაღაზიისთვის ბინის გამოცვლის შესახებ. ამ საკითხზე ზრუნვა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაევალა.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 4 თებერვლის წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი ქართველთა საზოგადოების სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის წინადადება რუსული წიგნების ქაღალდის ფასად გაყიდვის შესახებ, ვინაიდან ექვსი წლის განმავლობაში ისე ეწყო მაღაზიაში, არ იყიდებოდა და არც გაიყიდებოდა, რადგან ნიკოლოზის რეჟიმის დროს იყო გამოცემული. სხდომას ესწრებოდნენ თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მდივანი ვარლმ ბურჯანაძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.