რეგისტრირებული ფაქტები51262
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე შავლიაშვილის თხოვნა კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ 10-თუმნიის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა. შავლიაშვილის თავმდებნი გიორგი ლასხიშვილი და სამსონ ფირცხალავა იყვნენ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარედ გიორგი ჟურული დამტკიცებულიყო.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის განცხადება მისთვის წიგნების ჰონორარის დროულად გადაცემის შესახებ.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ბათუმის სკოლის სამზრუნველოს თავმჯდომარის ამხანაგად დამტკიცებულიყო ნიკოლოზ საბაშვილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე ივანეს ძე იოვაჩენკო, პავლე იესეს ძე ინგოროყვა, ალექსანდრე იოსელიანი, მარიამ აბიათარის ასული იაკობაშვილი, ანასტასია აპოლონის ასული ივანიცკი და სიმონ ინასარიძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1907
ტიპი: ორგანიზაცია
1907 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი ილია ჭავჭავაძის ფონდიდან თანხის ნაწილის საზოგადოების მასწავლებელთა საპენსიო სალაროსთვის მოხმარების შესახებ.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 დეკემბერს მასწავლებელი ტრიფონ კაჭარავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობებს, რომ ბოდბისხევის სკოლას იმ დროისთვის ესაჭიროებოდა შემდეგ წიგნები: „ბუნების კარი“ – 12, „დედა ენა“ – 15, რაფიელ ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 15, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ – 10, „დიმიტრი თავდადებული“ – 10, ი. დავითაშვილის ლექსების კრებული „სტვირი“ – 10; ნივთები: ორი მაგიდა, თითო 5 მოწაფისათვის, ფასი 16 მან., დახაზული ასპიდის დაფები – 15, სახაზავები – 18, გრიფელი – 2 კოლოფი, ხმელი მელანი – 2, გლობუსი, საქართველოს რუკა, ფანქრები – 2 დუჟინი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მიერ წარდგენილი წინა წლის ანგარიში. პასუხის მომზადება სამსონ ფირცხალავას დაევალა.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 8 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ზაქარია ჭიჭინაძის განცხადება ლაზებისთვის წიგნების გაგზავნის შესახებ.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წლის 1-ელ დეკემბერს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სარევიზიო კომისიის ანგარიშის პასუხი წარუდგინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
ნიკოლოზ ცხვედაძის მონაწილეობით შედგენილი 1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი ციების გამო გააცდინეს.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა ბათუმის სკოლას. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოება თავისი ხარჯით ინახავდა გომარეთის სკოლას. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია მიხეილის ასული წერეთლისა იყო თბილისის I და II ბიბლიოთეკების ზედამხედველი.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ხელთუბნის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს მოუცლელობის, სიღარიბისა და ავადმყოფობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროცესი გააცდინეს ავადმყოფობისა და მშობლების დაუდევრობის გამო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 12 ივნისს თბილისის წვრილ ვაჭართა პროფესიულმა საზოგადოებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ მთავარმა კომიტეტმა (თავმჯდომარე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე) 7 ივნისს მოისმინა საზოგადოების გამგეობის მოწოდება ილია ჭავჭავაძის ძეგლთან დაკავშირებული საკითხების განსახილველ კრებაზე დასასწრებად.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 22 ივლისს საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების გამგეობამ (თავმჯდომარე – ი. სულხანიშვილი, დროებითი მდივანი – ზაქარია ფალიაშვილი) შეატყობინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დადგმაში მონაწილეობის მიღების საკითხს პირველივე საერთო კრებაზე მოახსენებდა საზოგადოებას, რადგან თვითონ გამგეობა არ იყო უფლებამოსილი, რაიმე საზოგადოებრივი საქმისთვის თანხა გაეღო.