რეგისტრირებული ფაქტები50855
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ბართლომე ალექსანდრეს ძე კილაძე და გიორგი ესტატეს ძე ლომაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
ადელაიდა აბაშიძე-გორლენკო, მიხეილ ალექსი-მესხიშვილი, სოფიო ამირაჯიბისა, ბარბარე ანდრონიკაშვილისა, გიორგი ათაბეგოვი, დავით ბაქრაძე, ბარბარე ბარათაშვილი, თამარ გრუზინსკისა, პავლე გვრიტიშვილი და დავით ერისთავი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრები – ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად ეხადათ საწევრო – 10-10 მანეთი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თეოფილე სიმონის ძე შენგელია, აგრაფინა შენგელია, ანტონ ვასილის ძე შენგელია, ელენე სიმონის ასული შენგელია და სპირიდონ ზაქარიას ძე შუბლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ასლან სამუელის ძე კალანდაძეს წიგნების ანგარიშისთვის 4. 6 მანეთი გადასცეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძის პანაშვიდი იყო დანიშნული.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 11-დან 29 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 2337. 57 მანეთი და დაიხარჯა – 2107. 33.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძის თხოვნა ბათუმის მაჰმადიანი ბავშვებისთვის ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ყალამშიის მასწავლებლის, მაქსიმე ივანეს ძე მარკოზაშვილის თხოვნა სამსახურიდან დროებით გათავისუფლების შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის კომიტეტის თხოვნა სტ. გარდავაძის მასწავლებლად მოწვევის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პეტრე როსტომის ძე სურგულაძემ განაცხადა, რომ სანამ საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წიგნების დაკარგვის საქმეს არ გამოარკვევდნენ, მანამდე მაღაზია უნდა დაეკეტათ, თუმცა გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაღაზია არ დაკეტილიყო და შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილიც მის გამგედ დარჩენილიყო ვითარების საბოლოოდ გარკვევამდე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ტარასი ანტონის ძე შილაკაძე, ბიქტორ ივანეს ძე შალიკიანი, არჩილ შოშიტაშვილი და გიორგი ილიას ძე შაიშმელაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თამვჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, პეტრე სურგულაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე მდივანი და გიორგი ლასხიშვილი.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ეკატერინე ვასილის ასული აბაშიძე (ბახტაძისა), ვალერიან მერაბის ძე მებუკე და მაქსიმე დიმიტრის ძე ჭელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ივანე ივანეს ძე ქუთათელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების ხაზინადარი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პოლიკარპე ივანეს ძე ჩხიკვიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს მათე ვასილის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების (გაიხსნ.1909 წელს) თავმჯდომარე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბერიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტ შალვა ტროფიმეს ძე თაბუკაშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის პირველი სექტემბერიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დიმიტრი ბარნაბიშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.