ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელმა კოტე აბდუშელიშვილმა გამგეობას სთხოვა, აკაკის მეუღლისა და შვილის საზღვარგარეთიდან დაბრუნებამდე მისი ნაანდერძევი მამული შორაპნის ერობისთვის არ გადაეცა. გამგეობამ სხვიტორის მამულის გადაცემის საკითხი აღარ განიხილა, რადგან შორაპნის ერობისგან ამ საქმესთან დაკავშირებით პასუხი არ ჰქონდა მიღებული.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა მდივან სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას უთხრა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე პასუხისმგებლობა შესაძლოა მას დაკისრებოდა, ამიტომ სხდომა უნდა დაეტოვებინა. ფირცხალავამ წასვლამდე განაცხადა, რომ როდესაც ის მდივნად დანიშნეს, უკვე აღარ მოქმედებდა წესდება, რომელიც მაღაზიაზე პასუხისმგებლობას მდივანს აკისრებდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგე შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს აუცილებლად უნდა ეცნობებინა საზოგადოების გამგეობისთვის წიგნების დაკარგვის შესახებ. ღულაძე მიიჩნევდა, რომ გამგე უნდა გადაეყენებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას დაესწრნენ შემდეგი პირები: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი და წევრები იაკობ ღულაძე, გიორგი ლასხიშვილი, პეტრე სურგულაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი და სამსონ ფირცხალავა. განსახილველი იყო წიგნის მაღაზიის შემმოწმებელი კომისიის მოხსენება.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხრკოვის ქალთა უმაღლესი საექიმო კურსების სტუდენტ ელენე რამიშვილს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტ ვასილ ძინძიბაძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილება დაარსდა, რომლის თავმჯდომარე ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია ფილოლოგიის-ფაკულტეტის სტუდენტ ალექსანდრე შვანგირაძეს სტიპენდია დაუნიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 24 სექტემბერს მასწავლებელმა ლაზარე ვასილის ძე ხმალაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილის, ვასილ ხმალაძისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა წაიკითხა 1880 წელს შედგენილი ინსტრუქცია საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვის შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ კარბელაშვილს მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულის მიღებაზე უარი განუცხადა, რადგან წიგნი საკოლექციო ნიმუში იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ვასილ კარბელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებული სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს თედო რაზიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან 10 თუმანი ისესხა.

1901

ტიპი: განათლება

1901 წლის აგვისტოში ბაგრატ ბეთანელი თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმის თანახმად, საზოგადოება ბაგრატ ბეთანელს სწავლის გაგრძელებაში ვერ დაეხმარა. ნიკოლოზ ცხვედაძემ მიზეზად უფულობა დაასახელა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ბაგრატ ბეთანელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის მასწავლებელთა ინსტიტუტში სწავლის გასაგრძელებლად დახმარება სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ოლღა ჭავჭავაძის მიერ ბაზრობის გამართვის თაობაზე წარდგენილი მოხსენების გაზეთში დაბეჭდვა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ოლღა ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს საქველმოქმედო ბაზრობის გამართვა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს ახალციხეში სამკითხველოს ასაშენებლად საჭირო სახსრების მოძიება დაავალა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ გამგეობას მოახსენა, რომ წიგნის მაღაზიის გამგემ, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილმა საჭიროდ მიიჩნია დაკარგული 64 წიგნის შესახებ ცნობების ხელმეორედ შემოწმება. შემოწმების შედეგები სარევიზიო კომისიის ანგარიშს არ დაემთხვა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ივანეს ძე მდივანმა განაცხადა, რომ გამგეობას 6-7 წლის განმავლობაში წიგნის მაღაზიის რევიზია არ ჩაუტარებია, ამიტომ მისი აზრით, სჯობდა საზოგადოების გამგეობის წევრები გადამდგარიყვნენ თანამდებობიდან და არა მაღაზიის გამგე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა დასვა საკითხი, გაერკვიათ თუ ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისზე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: თამარ ჯაყრიძე, გულნარა ჯავრიძე, დარია დავითის ასული ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯორჯაძე და დიმიტრი ვასილის ძე ჯავახიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იესე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.