ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46994

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 30 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი მაღაზიის დაკეტვის წინააღმდეგ გამოვიდა. მისი აზრით, სჯობდა მაღაზიის გამგისთვის შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილისთვის მაღაზიის საწყობი ჩამოერთმიათ და სხვისთვის გადაეცათ, მაღაზიაში კი – წიგნები დაეთვალათ და სია გამგისთვის ჩაებარებინათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 798. 75 მანეთი გადაუხადეს, „დედა ენის“ პირველ ნაწილში კი – 203. 33.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის ნაცვლად თავმჯდომარედ აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, თავმჯდომარის ამხანაგად – იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და გამგეობის მდივნად – სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 8 მარტს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, არჩილ ჯაჯანაშვილს, გერონტი ქიქოძესა და მიხეილ მირზაშვილს 50-50 მანეთი გადასცეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი დავითის ძე აგლაძეს იანვრის ხელფასი – 40 მანეთი გადაუხადა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1910 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილება გაიხსნა. 1916 წლის 26 სექტემბრამდე ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძე ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე რატიშვილს წინარეხისა და ხელთუბნის სკოლების შემოწმებაში 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს შრომის ანაზღაურების სახით 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილს ივლისის ჯამაგირი 75 მანეთი გადაუხადა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების ხაზინადარი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პართენ გოთუას 70 კაპიკი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანაიდა გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 32.40 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა წინარეხის სკოლის მასწავლებელ ივანე გიუნაშვილს აპრილის, მაისისა და ივნისის ჯამაგირი – 27.51 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ნიკოლოზ ბადრიძეს 15 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით ვასილ სულხანიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 1.72 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლების შემოწმების საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის შემოწმება სთხოვა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის 1-ლი სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. ივნისში სამკითხველოს 25.10 მანეთი ჰქონდა დახარჯული.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის ივნისში თბილისის 1-ლი სამკითხველოს შემოსავალი 108.97 მანეთი იყო. ხარჯთაღრიცხვას ხელს 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძე აწერდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრების წარსადგენად დაარსდა სკოლისა და სკოლის გარეშე განათლების, გამომცემლობის, საშუალებათა გაძლიერებისა და მუზეუმების სექციები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრებების გასაცნობად დაარსდა სექციები. სკოლისა და სკოლის გარეშე სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს იაკობ ღულაძე, ალექსანდრე მდივანი და ლუარსაბ ბოცვაძე.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელმოწერით დაადასტურა თბილისის მეორე სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა. 1901 წლის ივნისში მეორე სამკითხველოს შემოსავალი 124.56 მანეთი იყო, გასავალი – 26 მანეთი.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ერასტი ბუაძე, ნიკოლოზ, მიხეილ და მელიტონ ბაქრაძეები, ნიკოლოზ ბარამიძე, ისაკ ბახტაძე, კონსტანტინე ბერეკაშვილი, კონსტანტინე ბაღაშვილი, ალექსანდრე ბეშკენაძე და გრიგოლ ბურჭულაძე ვალდებულნი იყვნენ, ყოველწლიურად საწევრო 3 მანეთი ეხადათ.

1893

ტიპი: ავტორობა

ანტონ ივანეს ძე ნატროშვილმა შეადგინა „კრებული არითმეტიკის ამოცანებისა და სავარჯიშო მოქმედებების წარმოების მასალა“, რომელიც მეორედ 1893 წელს გამოიცა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, ვიქტორ იესეს ძე ავალიანი, ზაქარია ისაკის ძე აბრამიშვილი, ოლგა ნიკოლოზის ასული აგლაძისა, ანა ივანეს ასული ბარათაშვილი, ისააკ ზაალის ძე ბედიანიძე (ბედიანი), იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი, სვიმონ ზაქარიას ძე ბერძნიშვილი, დარია სვიმონის ასული ბერძნიშვილი-საათაშვილისა, ივანე სვიმონის ძე ბერძნიშვილი და გაბრიელ სვიმონის ძე ბერძნიშვილი ვალდებულები იყვნენ ყოველწლიურად 3 მანეთი საწევრო გადაეხადათ.