ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47263

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ბეგოიძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 35 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის გამგის საკითხის განხილვისას გიორგი ყაზბეგმა, იაკობ ღულაძემ და ალექსანდრე მდივანმა მხარი დაუჭირეს ფილიპე გოგიჩაიშვილის კანდიდატურას. დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე კი  მიიჩნევდნენ, რომ უნდა დაეკმაყოფილებინათ შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქშწკგ საზოგადოების სასკოლო სექციის 35 სხდომიდან ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრო 31-ს, გერასიმე სოფრომის ძე იმნაიშვილი – 34-ს, გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძე – 28-ს, გრიგოლ (გიგო) იასონის ძე ნათაძე – 16-ს, სეით ლუარსაბის ძე იაშვილი – 6-ს, ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე – 5-ს და ივანე ივანეს ძე ზურაბიშვილი – 3-ს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნის მაღაზიის ახალი გამგის დანიშვნის საკითხი. გიორგი ყაზბეგის აზრით, გამგედ ბუღალტერი ედილაშვილი უნდა დაენიშნათ. ფილიპე გოგიჩაიშვილმა განმარტა, რომ ჯობდა ედილაშვილი ბუღალტრად დარჩენილიყო, გამგედ კი დროებით საზოგადოების გამგეობის რომელიმე წევრი დაენიშნათ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ივანე მაჭავარიანს წიგნებზე მუშაობისთვის 17 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ გოგებაშვილს ჩანაწერების რვეულში 25 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 21 მაისს ფილიპე გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დროებით გამგედ დაინიშნა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ განაცხადა, რომ წიგნის მაღაზიის მართვის ფორმა წინამორბედი მდივნისგან გადმოიღო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა განაცხადა, რომ საზოგადოების წიგნის მაღაზიის გაუმართავ მუშაობაში ბრალი მიუძღვოდა საზოგადოების ძველ გამგეობას და არა – ახალს. მისი აზრით, მაღაზიის დანაკლისის საქმე საზოგადო კრებაზე უნდა გადაწყვეტილიყო.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 18 ნოემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საკანცელარიო ნივთების გაყიდვის წესის შემოღების შესახებ.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს სიმღერების დასაბეჭდად 10 მანეთი გადაუხადა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრების წარსადგენად დაარსდა სექციები. საშუალებათა გაძლიერების სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი გამოვიდა წინადადებით, შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ დაეტოვებინათ და მისთვის ყოველთვიურად დაექვითათ ხელფასის ნაწილი, რის საშუალებითაც მაღაზიის დანაკლისს შეავსებდნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კიმოთე პეტრეს ძე გორგასლიძე, ოლღა ივანეს ასული გულისაშვილი, ეკატერინე სილიბისტროს ასული გველესიანი, კოსტა გორდაძე, იოსებ გვანცალაძე და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე გვენცაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ მდივანს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას საზოგადოების წიგნის მაღაზიის მდგომარეობის შესახებ განმარტება მოსთხოვა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ექვთიმე იორდანეს ძე ბურჭულაძე, ვასილ ვასილის ძე ბახტაძე და ყათრან ივანეს ძე ბერიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გასაუმჯობესებლად მოსაზრების წარსადგენად სექციები დაარსდა. გამომცემლობის სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს:სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე და გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით თბილისის მე-2 სახალხო ბიბლიოთეკის დირექტორს 15 მანეთი გადაუხადა.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 24 აგვისტომდე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი იყო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის 24 აგვისტოდან ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძე იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 15 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საზოგადოების საქმეთა გასაცნობად და გაუმჯობესებისთვის მოსაზრების წარსადგენად დაარსდა სექციები. მუზეუმების სექციის წარმომადგენლებად აირჩიეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ალექსანდრე ხახანაშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 23.34 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია ფალიაშვილს 20 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ავალიშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით 25 მანეთი გადაუხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 30 აგვისტოს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით კანცელარიისა და წიგნის მაღაზიის ქირაში 140 მანეთი გადაიხადა.