ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51860

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ განაცხადა, რომ ვაჭარი იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილის წიგნებს უკანონოდ ყიდდა, რის გამოც მერკვილაძის წინააღმდეგ გამგეობამ სასამართლოში საჩივარი შეიტანა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 14 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თხოვნა საზოგადოების მაღაზიაში არსებული გამოუსადეგარი წიგნების თითო ეგზემპლარის გორის ბიბლიოთეკებისთვის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა დამსწრეებს საზოგადოების წიგნის მაღაზიის შესახებ წაუკითხა მოხსენება, რომელიც შემდეგ საზოგადო კრებაზე უნდა წარედგინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, გამგეობამ დაადგინა, რომ შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილს საზოგადოების წიგნების სია და საწყობი სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის უნდა ჩაებარებინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველი იანვრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ტომსკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სტუდენტ პროკოფი მუჯირს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს შიო ქუჩუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის დანაკლისის მიზეზად აღნიშნა, რომ მაღაზიის გარდა ბევრი სხვა საქმეც ევალებოდა და საზოგადოების გამგეობას სთხოვა, გამგედ აღდგენის შემთხვევაში მისი ხელფასიდან ყოველთვიურად გამოერიცხათ 25 მანეთი, რითიც ზარალი თანდათან დაიფარებოდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განსახილველი იყო საკითხი შიო ქუჩუკაშვილის საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ: გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი იაკობ ღულაძე და წევრები – დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, სამსონ ფირცხალავა.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 27 მაისს იაკობ ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (მდებ. სასახლის ქუჩა, სახლი N6) შეატყობინა, რომ მარსელიდან უნდა გამოეგზავნა ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ბრინჯაო და თავადაც ჩამოსულიყო. იგი 3 ივნისს ბათუმში იქნებოდა, საქმეების მოგვარების შემდეგ კი – თბილისში.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 31 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ დავით სარაჯიშვილის განკარგულებით მათთვის უნდა გადაეცათ 500 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ასაგებად. შეტყობინებას ხელი მოაწერა კანტორის მთავარმა რწმუნებულმა ალექსანდრე სარაჯიშვილმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 3 ნოემბერს სასოფლო-სამეურნეო საურთიერთო ნდობის საზოგადოების მფლობელმა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 500 მანეთი გადაურიცხა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919-1920 წლებში ეკატერინე სილიბისტროს ასული გველესიანი სახალხო განათლების სამინისტროში საქმისმწარმოებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 15 სექტემბრის შეტყობინების თანახმად, ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ ვალების გამო მხოლოდ 200 მანეთის გამოყოფა მოახერხა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის. შეტყობინებას ხელი მოაწერეს საზოგადოების თავმჯდომარე ნ. ერისთავმა და გამგეობის წევრმა გ. აკოფაშვილმა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1910 წლებში თბილისის ნოტარიუსმა ილია წინამძღვრიშვილმა გიორგი ყაზბეგის მიერ შეტანილი გადასახადის (22. 70 მან.) ქვითარსა და მინაწერში აღნიშნა, რომ ნოტარიული მომსახურებისთვის გასამრჯელოს (9 მან.) აღებაზე უარი განაცხადა.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში 17 ღარიბი მოსწავლე იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 2 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა ხელმოწერით დაადასტურა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობისგან 2 000-მანეთიანი ჩეკის მიღება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ოქტომბერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა პავლე თუმანიშვილმა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს გაუგზავნა წერილი და 200 თუმნის ქვითარი. თანხიდან 100 თუმანი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლისთვის იყო განსაზღვრული, დანარჩენი კი – აკაკი წერეთლის ფონდისთვის.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვს, მიაწოდონ 15 სექტემბრის საგანგებო კრების მიერ ილიას ძეგლისთვის გამოყოფილი 1000 მანეთი და საზოგადო კრების სხვა შემოწირულობანი, რათა დროულად მოხერხდეს იაკობ ნიკოლაძისთვის კუთვნილი 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 9 სექტემბრის წერილიდან ვიგებთ, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობას თანხის უქონლობის გამო უგვიანდება იაკობ ნიკოლაძისთვის ილიას საფლავის ძეგლის ჩამოსასხმელად საჭირო 1500 მანეთის გაგზავნა პარიზში, ამიტომ თხოვნით მიმართავს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს, შეასრულონ 1908 წლის 23 აგვისტოს №830 შეტყობინებაში დადასტურებული მზადყოფნა და გაუწიონ გამგეობას დაპირებული ნივთიერი დახმარება. ხელს აწერს სამსონ ფირცხალავა – გამგეობის მდივანი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თხოვნით მხატვარ-ექსპერტთა კომისიის წევრებმა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის იაკობ ნიკოლაძისეული ფოტოსურათები განიხილეს. ოქმში აღნიშნეს, რომ მგლოვიარე ქალის ფიგურა ოსტატურად იყო შესრულებული, მაგრამ გამოთქვეს შენიშვნები მოსასხამის დეტალებთან დაკავშირებით. დასკვნას ხელი მოაწერეს გიგო გაბაშვილმა, ოსკარ შმერლინგმა და ჰენრიკ ჰრინევსკიმ.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ თეოფილე კანდელაკის ცნობით, 1881 წლის 28 ნოემბრისთვის სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებელში სწავლობდა 35 მოსწავლე ვაჟი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ უგზავნიდა ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფოტოსურათების მიხედვით მხატვარ-ექსპერტთა (გიგო გაბაშვილი, ოსკარ შმერლინგი, გრინევსკი) მიერ შედგენილ ოქმს. გამგეობამ ნიკოლაძეს შენიშვნების გათვალისწინებით შესწორებული ქანდაკების ახალი ფოტოსურათების გამოგზავნა სთხოვა.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 6 თებერვალს მასწავლებელმა თეოფილე კანდელაკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან შემოწირული წიგნების უმეტესი ნაწილი დაურიგა სოფელ მეჯვრისხევის სასწავლებლის ღარიბ მოსწავლეებს, დანარჩენი კი ინახებოდა ბიბლიოთეკაში.