ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46632

1951

ტიპი: ღონისძიება

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის საუბრეობს ჩერჩილის, ჰიტლერისა და სტალინის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა გეგმაზე.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 3 იანვარს დრამატურგიული საზოგადოების წლიურ კრებაზე ცნობილი გახდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილისთვის ყოველთვიური 50 მანეთის მიცემა შეუწყვეტიათ. შალიკაშვილი ძალიან ავად ყოფილა და თან არავითარი სახსარი არ გააჩნდა. კრებამ დაავალა გამგეობას მისთვის დანაკლისის, 250 მანეთის ანაზღაურება და ყოველთვიური 50 მანეთის გადახდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 29 მარტს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ახალი გამოცემა ათ შაურად გაიყიდებოდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში გერასიმე კალანდარიშვილთან და ბესარიონ ხელთუფლიშვილის მაღაზიაში.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ნოემბრის „დროებაში“ აკაკი წერეთლის ლექსი „ქართველები“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ გიორგი იოსელიანის სიტყვა ქართული ენის პროპაგანდის შესახებ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 19 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ დასასრული დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „მოგზაურობა საინგილოში“ მეორე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „მოგზაურობა საინგილოში“ მესამე ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ზუბალოვის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 18 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „ზაქათალას მაზრიდან“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 16 ნოემბრის „დროებაში“ მოსე ჯანაშვილის სტატია „მოგზაურობა საინგილოში“ პირველი ნაწილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 23 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დიმიტრი ყიფიანმა ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების სადილად მიწვევა გადაწყვიტა, რომელსაც წარმოჩენილი ადამიანები დაესწრებოდნენ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ორბელიანის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 26 ოქტომბრის „დროებაში“ საღვთო კანონების სწავლების თაობაზე ივანე როსტომაშვილის სიტყვა დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ სოსიკო ბაქრაძის „როს ჩვენ ერთმანეთს ვეთხოვებოდით“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 24 ოქტომბრის „დროებაში“ დიმიტრი ჯანაშვილის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბერს ექვთიმე ხელაძის სტამბის სარდაფი გატეხეს.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 ნოემბერს გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში მყოფ ზაქარია ჭიჭინაძეს ავაზაკებმა პალტო და ფული წაართვეს.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 14 ნოემბრის „დროებაში“ კონსტანტინე მესხის წერილი დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 23 ნოემბრის „დროებაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის სიტყვა, რომელიც მან ბათუმიდან თბილისში ჩამოსული დეპუტატების საპატივსაცემოდ გამართულ ვახშამზე წარმოთქვა.

1905

ტიპი: მფლობელობა

1905 წლის 20 თბერვლის „ცნობის ფურცლის" მიხედვით, სტეფანე ფეიქაროვი ქალაქ ქუთაისში მაღაზიას ფლობდა.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის 20 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დ. ჯავახიშვილი „ვეტცელის თეატრის“ გამგე იყო.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო მასწავლებელი.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წლის აგვისტოში დახვრეტილთა სიის თანახმად ალექსანდრე მაჭარაშვილი იყო სასულიერო წოდებიდან.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.