რეგისტრირებული ფაქტები51824
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 18 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსნება: კანონპროექტი ოფიცერთა და სამხედრო მოხელეთა შტატებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ. მოიწონეს და გადასცეს პარლამენტს. გერმანელ ინსტრუქტორებს განსაკუთრებული უფლებამოსილება მიანიჭეს, რომ ოფიცრების უწესობის შემთხვევაში აცნობონ არამარტო სამხედრო მინისტრსა და გერმანელთა საკომანდოს, არამედ მთავრობის თავმჯდომარესაც.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის – ბზიფის ტყეების შესახებ. ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი – გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ კი უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში აკაკი ჩხენკელს.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს საგარეო საქმეთა მინისტრ აკაკი ჩხენკელის მოხსენება ბორჩალოში სომხების აგრესიული მოქმედების შესახებ და დაადგინეს: მინისტრმა აცნობოს სომხეთის მთავრობის წარმომადგენელს, რომ სომხეთის ჯარების შემოსვლას როგორც ბორჩალოში, ისე სხვაგან, საქართველოს საზღვრებში, მთავრობა მტრულ ნაბიჯად ჩათვლის და შესაფერის ზომებს მიიღებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ოზურგეთის ერობის შუამდგომლობა გურიაში დასათესი პურის გაგზავნის შესახებ. სასურსათო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ არდიშვილს დაევალა საჭირო დასათესი ხორბლის მიცემა ნაღდ ფულზე.
1942
ტიპი: ღონისძიება
1942 წელს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორმა ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნა მოსაწვევი ბარათი მუზეუმის პირველ სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით. სესია უნდა გახსნილიყო ამავე წლის 27 მაისს, დილის 10 საათზე, მუზეუმის აუდიტორიაში.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 22 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ კონსტანტინე პლატონის ძე კანდელაკის მოხსენება ქართულ-გერმანულ სააქციო საზოგადოებათა ორგანიზაციისა და წესდების შემმუშავებელი კომისიის შესახებ. დაადგინეს, შემდგარიყო კომისია ნიკო იაკობის ძე ნიკოლაძის, სოლომონ ექვთიმეს ძე წერეთლისა და ქუთაისის ქალაქისთავის, დ. კალანდარიშვილისაგან ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის თავმჯდომარეობით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის განცხადება მისთვის მეორე თანაშემწედ ზაქარია მდივნის დანიშვნის შესახებ.
1922
ტიპი: პირადი ინფორმაცია
შალვა მაღლაკელიძის ავტობიოგრაფიული ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მაისამდე იგი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საელჩოში მსახურობდა, რომელიც მოსკოვში მდებარეობდა. ელჩი მიხა ცხაკაია იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 სექტემბერს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ სალიტერატურო დილაზე დომენტი თომას ძე თომაშვილსა და ტრიფონ შუბლაძეს ლექსები უნდა წაეკითხათ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, კიტა (ივანე) გიორგის ძე აბაშიძე ჭიათურის ბანკის გამგე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 12 ოქტომბერს ქუთაისის თვითმმართველობის დარბაზში ქალთა წრის კრება იყო დანიშნული. სხდომაზე სიმონ ალექსის ძე ქვარიანს საქართველოს ისტორიის შესახებ უნდა ესაუბრა.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო ნაშრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა და ოფიცერთა ფორმების შესახებ.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ანა ივანეს ასულ მაღალაშვილისას, ალექსანდრე ივანეს ძე კეზელს, გიორგი, ალექსანდრე, ილია და ნიკოლოზ ივანეს ძე თარხან-მოურავებსა და მათ დას, ნინოს, გორის მაზრაში 488 დესეტინა და 220 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი და სათიბი ადგილები ჰქონდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლად სიმონ მდივანი აირჩა.