რეგისტრირებული ფაქტები51284
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბუღალტერ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილს 10. 76 მანეთის დავალიანება აღმოაჩნდა. საქმის გამოძიება ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილსა და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს დაევალათ.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 24 თებერვალს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაზინადრის განთავისუფლების ბრძანებას.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმა, კონსტანტინე ივანეს ძე კობახიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 ივნისს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ სწავლის დასასრულებლად ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ორი წლით სტიპენდია სთხოვა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ბენედიქტე გიორგის ძე თევზაძე, მიხეილ თომას ძე თევდორაშვილი, არსენ არტემის ძე თოდრია, მიხეილ ალექსანდრეს ძე თამაზაშვილი და დომენტი ივანეს ძე თავდუმაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 1-ლ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივმა, ნინო ბოცვაძემ მისგან ჟურნალ „განათლების“ რედაქციის კლიშეების შეძენა შესთავაზა. გამგეობის დავალებით, პრეზიდიუმმა კლიშეები ცინკოგრაფს შეაფასებინა. გამგეობამ კლიშეებში ლუარსაბ ბოცვაძის ქვრივისთვის 20 000 მანეთი მიცემა გადაწყვიტა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 22 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დიმიტრი ივანეს ძე მაყაშვილმა 100 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 50 მანეთი საზოგადოების ბათუმის სკოლისთვის უნდა მოეხმარებინათ.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წლის 24 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სოფელ ძევრის ბიბლიოთეკისათვის წიგნების შესაძენად 10 მანეთის გამოყოფის საკითხი დააყენა.
1901
ტიპი: ორგანიზაცია
1901 წელს ლავრენტი ლევანის ძე მგელაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1899
ტიპი: ორგანიზაცია
1899 წელს ალექსანდრე მანუჩარის ძე მიქაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ივანე როსტომის ძე მიქაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ნიკოლოზ იოსების ძე მიქაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრის, კონსტანტინე ანთაძის წერილი ყვირილის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების თაობაზე. კრების დადგენილებით, მომავალ საზოგადო კრებამდე თავმჯდომარეობა მის მოადგილეს უნდა გაეწია, ხოლო ამ თანამდებობაზე თუ არავინ იყო დანიშნული, დაუყოვნებლივ აერჩიათ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ კრებამ აირჩია ბიბლიოთეკის გამგეობის წევრები: ანა პატარაია, ნინა გეგელია, ეკატერინე კედია, იასონ მუჯირი და ნიკოლოზ ბერიძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ივლონ ჯორჯიკია, ნიკოლოზ დიმიტრის ძე ჯავახიშვილი, ბიქტორ მიხეილის ძე ჯაფარიძე, იოსებ ჯანაშვილი და ანტონ ჯანაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: დიმიტრი ივანეს ძე ჯაფარიძე, იასონ ლევანის ძე ჯორბენაძე, ელისაბედ ჯაფარიძე, იროდიონ ვასილის ძე ჯაფარიძე და სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკია. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტს სთხოვა, გადაეხადათ ექვთიმე თაყაიშვილის გზის ხარჯი – 32 მანეთი, რაც მას ქუთაისისა და სენაკის სკოლებში (რევიზიის ჩასატარებლად) ჩასასვლელად დასჭირდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ დავით ივანეს ძე ანანიაშვილი, ივანე ივანეს ძე აზმაიფარაშვილი და ალექსანდრე დიმიტრის ძე აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 3 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წიგნების გამომცემელ და გამავრცელებელ ქართველთა საზოგადოებას სწერს, რომ წიგნსაცავ-მუზეუმის ყოველ ნივთზე პასუხისმგებლობას იღებს, მათი მოვლისა და შენახვისათვის საჭირო ხარჯებსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფს. ხელს აწერს უნივერსიტეტის პროფესორი კორნელი სამსონის ძე კეკელიძე.