ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 22 მარტს თედო პავლეს ძე რაზიკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შვილების აღზრდისათვის შემწეობას სთხოვს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 24 თებერვალს ანასტასია მიხეილის ასულმა წერეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას „ბატონყმობის გაუქმების“ 250 ცალი ეგზემპლარის შესყიდვა სთხოვა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895-1896 წლებში იაკობ გოგებაშვილი მიიჩნევდა, რომ სახალხო სკოლებში გაგზავნილ მასწავლებლებს საზოგადოების წიგნების გასავრცელებლად განათლებული პირები უნდა მოეძებნათ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 7 იანვარს კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა გერასიმე სიმონის ძე კვაჭაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდია ხელმეორედ სთხოვა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა საისტორიო-საარქეოლოგო სექციისთვის გადაეცათ ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის გეგმა, რომელიც სვიმონ კლდიაშვილმა შეადგინა. მას ერთ კვირაში უნდა წარედგინა მოხსენება ამ გეგმის განხორციელების შესახებ.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის პირველი სექტემბრიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტ ალექსანდრე ცირეკიძეს სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდია დაუნიშნა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ალექსანდრე თომას ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების მდივანი იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრებისა და არქიტექტორების სხდომის პროტოკოლი ბიბლიოთეკა-მუზეუმის ილია ჭავჭავაძის სახლში გადატანის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ნიკოლოზ ივანეს ძე სიხარულიძე, კირილე იესეს ძე ნინიძე, ლეონტი ალექსანდრეს ძე მეტრეველი და კონსტანტინე იოსების ძე ძნელაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხაშურის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 10 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სახლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება სთხოვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აგვისტოს განათლების საზოგადოების გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანა (ოლღა) სოლოღაშვილისთვის ერთი წლით სტიპენდია სთხოვა.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 28 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე კონსტანტინე იოსების ძე აბდუშელიშვილს საზოგადოების ბიბლიოთეკისათვის ბინის შეძენა დაევალა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომის ოქმების მიხედვით, საზოგადოებამ გიორგი ქართველიშვილის სამგლოვიარო გვირგვინში 9.70 მანეთი გადაიხადა.

1901

ტიპი: გარდაცვალება

1901 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი გიორგი ქართველიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: შალვა მელიტონის ძე ჯაოშვილი, მართა ჯაბადარი, გრიგოლ დავითის ძე ჯავრიშვილი, ხერა ჯაგიზადე და ივანე ნიკოლოზის ძე ჯორჯაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, თავმჯდომარეს, გიორგი ყაზბეგს, ქალთა უმაღლესი კურსების დამაარსებლებისთვის კურსების გახსნა მიელოცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 128.80 მანეთი გადაუხადეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 29-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, ივანე რატიშვილი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

სასამართლოს პალატის წევრი გ. ზ. ჩაჩიბაია 1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით გამოტანილ დადგენილებაში განმარტავდა მოქალაქეობასთან დაკავშირებულ კანონებს.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე მოისმინეს ლუარსაბ ბოცვაძის მოხსენება ხელთუბნის სკოლის შესახებ.