რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა წიგნსაცავ-მუზეუმისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმის გაერთიანება, თუმცა საისტორიო საზოგადოებამ ეს წინადადება არ მიიღო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხელნაწერები სთხოვა. საზოგადოებამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ჟენევის ბიბლიოთეკას 115 მანეთი გაუგზავნეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1915-1916 სასწავლო წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლაში ასწავლიდნენ ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე და მარიამ ლომინაძე, სკოლაში 44 მოსწავლე იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ალექსანდრე ყიფშიძეს ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულების ლიკვიდაციის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მითითების შესრულება დაევალა.
1926
ტიპი: ავტორობა
1926 წლის 4 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მდივან ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება, რომ არქივის გადარჩევის დროს გაიყიდა საზოგადოებისთვის გამოუსადეგარი წიგნები და ქაღალდები, საიდანაც საზოგადოებას შემოუვიდა 69 მანეთი და 75 კაპიკი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბათუმის ქართული სკოლის დამსახურებულმა მასწავლებელმა ალექსანდრე მგელაძემ სთხოვა, მისი შვილის, დავითისთვის, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. ამ საკითხზე გამგეობასთან მას ბათუმის განყოფილების გამგეობამ უშუამდგომლა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პეტრე სურგულაძის მოხსენება პირველი ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა სხვა ადგილას გადატანამდე დაეკეტათ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენება ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულის შესაძენად სათავადაზნაურო კომისიისგან ორასი თუმნის სესხების შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის პირველი იანვრის ჩანაწერის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილმა წევრმა, ზურაბ გველესიანმა ერთიანად გადაიხადა საწევრო 1500 მანეთი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სომეხთა კათოლიკოს მათეოს II-ს თბილისში მიღებაზე უნდა შეხვედროდნენ ლუარსაბ ბოცვაძე და სამსონ ფირცხალავა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს გახსნილ მეორე ონტოფოს, ძველი სენაკისა და ლეძაძამის ბიბლიოთეკებს განაგებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა გიორგის ასული ხოფერიასი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე წიგნის მაღაზიის, კანცელარიისა და მუზეუმის დაზღვევა გადაწყვიტეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის პირველ ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა სოფელ ჭაგნის ბიბლიოთეკის დახმარების შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება, რომ გამგეობას გაემართა საღამო, რომლიდან შემოსული თანხაც საზოგადოების საქმეებს მოხმარდებოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით საღამო 22 დეკემბერს დაინიშნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის მოხსენება ძველი სენაკისა და ბათუმის სკოლების რევიზიის შესახებ.