რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 19 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის პირველი ეროვნული ყრილობის აღმასრულებელმა კომიტეტმა გამგედ აირჩია ალექსანდრე სპირიდონის ძე ლომთათიძე, მის მოადგილედ – ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ხოლო სახალხო განათლების სექციის წევრებად – ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და ლევან და გრიგოლ იასონის ძე ნათაძეები.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 23 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით 3864.92 მანეთი ჰქონდა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბარბარე მაღალაშვილის თხოვნა შვილის იურიევში გასამგზავრებლად ზუბალაშვილის თანხიდან 150 მანეთის სესხად მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ბოდბისხევის ბიბლიოთეკას შენახული ჰქონდა 600 მანეთი, დახარჯული – 409. 27 და წლის ბოლომდე დასახარჯი – 120.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბოდბისხევის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის ფულით ან წიგნებით დახმარების თაობაზე. გამგეობამ მათ 15 მანეთის წიგნები გაუგზავნა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგიწმინდელების თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გორის მაზრის სოფელ ძევერას მოსახლეობის თხოვნა სოფელში ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ. საზოგადოებამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 14 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 17 ივლისიდან 11 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 1943. 08 მანეთი და დაიხარჯა – 965. 02.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგარეჯოელების თხოვნა სკოლის გახსნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ივლისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას საგანგებო თანხა 42205. 91 მანეთი ჰქონდა, ხოლო სათადარიგო – 11643. 31.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანდრია ღულაძის თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ნ. თევზაძეს. გამგეობამ უარი უთხრა.
1911
ტიპი: თანამდებობა
1911 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილედ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი აირჩიეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ან. ტარიელის ძე მიქელაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ანაიდა მინასიანცი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების წევრი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი ოქროპირის ძე ღვაბერიძისთვის სუხჩაში სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მიეწერათ, რომ გამგეობა სკოლას უხელმძღვანელებდა, მაგრამ ყველა ხარჯი სოფელს უნდა გაეღო.
1918
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 19 ნოემბრის პირველი ეროვნული ყრილობის დადგენილების თანახმად, სკოლის გარეშე განათლების ყველა დარგის მოწესრიგება ეროვნულ საბჭოს დაევალა.