ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47368

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N16 კორცხელის სასოფლო სასწავლებლის შესახებ. გამგეობამ წერილი მიიღო 28 ნოემბერს.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 21 დეკემბერს სოფელ ბოდბისხევის სკოლის მასწავლებელმა ტრიფონ კაჭარავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მისმა წინამორბედმა მასწავლებელმა გამგეობისგან მიღებული წიგნები გამოიყენა, მაგრამ სკოლაში არ იყო აღრიცხული.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ ვასილ გიორგის ძე ათაბეგაშვილი, ტარიელ ნესტორის ძე ახვლედიანი და ტასო ვასილის ასული აბაშიძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე, აბესალომ გიორგის ძე ბუკია, ივანე ბარბაქაძე და დარია ბარბაქაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ კლიმენტი ბებურია, პელა ბერაია, ვალერიან ბაქრაძე და ალექსი ივანეს ძე ბალარჯიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: სეზამ ალექსის ძე ბატკუაშვილი, იოსებ ივანეს ძე ბრეგვაძე, ვ. ი. ბელოვი, ნადია ბებურია და ილარიონ ბოლქვაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნინო ბერიშვილი, თამარ ბერიშვილი, კონსტანტინე მიხეილის ძე ბარნოვი, ნოე ზურაბის ძე ბოკუჩავა და იოსებ გიორგის ძე ბერძენიშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ვიქტორ ნესტორის ძე ბოხუა, საბა ნიკოლოზის ძე ბურდული, სილიბისტრო ივანეს ძე ბიბინეიშვილი, ივანე როსტომის ძე ბერიძე და გრიგოლ გიორგის ძე ბარკავა. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მარიამ პავლეს ასული ბურჯანაძე, ვასილ გრიგოლის ძე ბარნოვი, ალექსანდრა დავითის ასული ბარნოვი, იაკობ პეტრეს ძ ბაკუზაშვილი (ბაკუზოვი) და ივანე პავლეს ძე ბურჭულაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მარიამ ნიკოლოზის ასული ბარბაქაძე, კალისტრატე ონისიმეს ძე ბარბაქაძე, ეკატერინე ბეგიზაშვილი, თამარ ბაქრაძე და ელისაბედ ბერძენოვი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გოჯასპინ მიხეილის ძე ბერიძე, გენადი მოსეს ძე ბელთაძე, დარია ივანეს ასული ბერეჟიანი, სალომე ივანეს ასული ბერეჟიანი და ნადეჟდა ვლადიმერის ასული ბერეჟიანი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: გიორგი სპირიდონის ძე ბალარჯიშვილი, სვიმონ მიხეილის ძე ბებიაშვილი, თამარ ბირადაშვილი, ერმილე ბორჩხაძე და ვლადიმერ ბახტაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გომარეთის სკოლის მასწავლებლად კოტე სეხნიაშვილი დაენიშნათ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ზაქარია კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, იროდიონ ჯიბლაძე, ერემია ქრისტეფორეს ძე ჯაბიძე, ვასილ ჯაში და ლავრენტი ივანეს ძე ჯიბლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს სილოვან ხუნდაძემ საზოგადოების წევრებს განმეორებით მისწერა, რომ საზოგადოების მე-3 წიგნაკი დაკარგა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ოქტომბერს მარიამ ივანეს ასულმა ხოსიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა. საზოგადოებამ გამოუყო თითო თუმანი ხუთი თვის განმავლობაში.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ესტატე მირიანაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს თბილისის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებით დახმარებოდნენ ძმების, პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ ბიბლიოთეკას. გამგეობამ გადაწყვიტა, თავისი გამოცემები გაეგზავნა და თბილისის გამგეობისთვის მიეწერა, რომ ასეთი დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყვნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე დადვაძის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საგურამოს მამულის შესახებ.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფშიძე მსახიობ – ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს უნდა დასწრებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ხართიშვილის მოხსენება ბიბლიოთეკების ორ ტიპად დაყოფის შესახებ – საზოგადოების სკოლებთან არსებული და მოსახლეობის თხოვნით გახსნილი ბიბლიოთეკები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგეი ბესარიონის ძე კაკაბაძეს სტიპენდია დაუნიშნეს.