ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ: ზაქარია კონსტანტინეს ძე ჯაფარიძე, იროდიონ ჯიბლაძე, ერემია ქრისტეფორეს ძე ჯაბიძე, ვასილ ჯაში და ლავრენტი ივანეს ძე ჯიბლაძე. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს სილოვან ხუნდაძემ საზოგადოების წევრებს განმეორებით მისწერა, რომ საზოგადოების მე-3 წიგნაკი დაკარგა.

1911

ტიპი: ავტორობა

1911 წლის 3 ოქტომბერს მარიამ ივანეს ასულმა ხოსიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დახმარება სთხოვა. საზოგადოებამ გამოუყო თითო თუმანი ხუთი თვის განმავლობაში.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წელს ესტატე მირიანაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს თბილისის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებით დახმარებოდნენ ძმების, პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ ბიბლიოთეკას. გამგეობამ გადაწყვიტა, თავისი გამოცემები გაეგზავნა და თბილისის გამგეობისთვის მიეწერა, რომ ასეთი დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყვნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 8 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს პავლე დადვაძის თხოვნა ივნისის სტიპენდიის წინასწარ გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მას უარი უთხრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის მოხსენება საგურამოს მამულის შესახებ.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წარმომადგენელი ალექსანდრე ყიფშიძე მსახიობ – ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს უნდა დასწრებოდა.

1914

ტიპი: ავტორობა

1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით ხართიშვილის მოხსენება ბიბლიოთეკების ორ ტიპად დაყოფის შესახებ – საზოგადოების სკოლებთან არსებული და მოსახლეობის თხოვნით გახსნილი ბიბლიოთეკები.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პეტერბურგის უნივერსიტეტის სტუდენტ სერგეი ბესარიონის ძე კაკაბაძეს სტიპენდია დაუნიშნეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას წინადადება, იმ ვაჭრებისთვის, რომლებიც საზოგადოებას ეხმარებოდნენ, დიპლომები გადაეცათ. გამგეობამ დიპლომებისთვის 15 თუმანი გამოყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს სკოლების მეთვალყურე გრიგოლ იესეს ძე ბურჭულაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყველა სკოლა დაათვალიერა, მათ შორის ზოგი – ორჯერ, ზოგიც – სამჯერ. შედეგებს ატყობინებდა სასკოლო სექციას, რომელიც ამა თუ იმ სკოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე დასკვნას რეაგირებისთვის საზოგადოების გამგეობას უგზავნიდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას განუცხადა, რომ „დედა ენის“ პირველი ნაწილის გამოცემებიდან მაღაზიებში ზოგი ყდით გაეგზავნათ და ზოგი – უყდოდ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა თბილისის სამოციქულო კათოლიკე ეკლესიას მისწერა, რომ კერძო სასწავლებლების დაარსების შემთხვევაში უცხოელებისთვის სკოლაში სასწავლებლად ადგილობრივი დიპლომების წარდგენა სავალდებულო არ იქნებოდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სამსონ ფირცხალავას განცხადება გამგეობის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ ბორჯომში სეირნობის გამართვის შესახებ.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

1917

ტიპი: განათლება

1917 წელს კონსტანტინე სიმონის ძე გამსახურდია მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე როინაშვილის ქვრივს, ელისაბედ როინაშვილს 20 მანეთი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 23 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნების ანგარიშში 200 მანეთი გადაუხადა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს გიორგიწმინდის სკოლის მასწავლებელმა არისტოფანე რამინაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მწერლების, ასევე ფრინველებისა და ცხოველების სურათების გაგზავნის თხოვნით მიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 31 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სხვადასხვა ლაზარეთში მყოფ ომში დაჭრილ ქართველ მეომრებს 300 მანეთის ქართული წიგნები და ჟურნალ-გაზეთები გაუგზავნეს.

1911

ტიპი: თანამდებობა

1911 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ თავმჯდომარედ განმეორებით აირჩია გენერალი გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, რომელიც საზოგადოებას 1908 წლის 9 მარტიდან თავმჯდომარეობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმად, მასწავლებელი გიორგი უთურაშვილი სამსახურიდან უნდა განთავისუფლებულიყო 1-ლ აგვისტოს. მას გამგეობისათვის გომარეთის სკოლის რემონტის ანგარიში უნდა წარედგინა, სკოლის ქონება კი მამასახლისისთვის ჩაებარებინა, რის შემდეგაც ჯამაგირს მიიღებდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პლატონ დავითის ძე ჭავჭანიძე და გიორგი თომას ძე ზენაიშვილი.