რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე იყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 4 სექტემბერს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: ანა ვალენტინის ასული მიქაბერიძე, კონსტანტინე იოსების ძე გამყრელიძე, აკაკი პეტრეს ძე ჟვანია, იოსებ ივანეს ძე კოხრეიძე, ვლადიმერ იესეს ძე გაგუა, ლავრენტი ივანეს ძე წულაძე, იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილი, ალექსანდრე იოსების ძე იაგულოვი. საზოგადოებას 1911 წლის განმავლობაში ჰქონდა 8 სხდომა, განიხილა 9 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 32 წევრი, ინახავდა თეატრალურ სექციას, სამ ბიბლიოთეკას, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 620 მანეთსა და 44 კაპიკს, გასავალი – 636 მანეთსა და 22 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანი, ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია, ელენე სამსონის ასული სოლოგუბი, ანა ნიკოლოზის ასული ავალიშვილი, ელეონორა (ლოლა) მიხეილის ასული ტერ-ფარსეგოვა მახვილაძისა და ნინო პავლეს ასული მაჭავარიანი. საზოგადოებას 1911 წელს ჰქონდა 10 სხდომა, განიხილა 26 საქმე.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: იოსებ ივანეს ძე ოცხელი, იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა, სვიმონ ყიფიანი, სილოვან თომას ძე ხუნდაძე, ბართლომე პავლეს ძე მოსეშვილი, იასონ თომას ძე ბაქრაძე და ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე. 1911 წელს ამ განყოფილებამ 7 სხდომა გამართა და 36 საქმე განიხილა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ეიანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) გიორგი ფელიქსის ძე ზდანევიჩი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 31 წევრი ჰყავდა, ინახავდა 8 სამკითხველოს, დაეხმარა სკოლებს 270 მანეთით და 94 კაპიკით. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 1309 მანეთსა და 61კაპიკს, გასავალი – 541 მანეთსა და 92 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იონა მიხეილის ძე მეუნარგია ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 27 წევრი ჰყავდა. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 644 მანეთსა და 28 კაპიკს, გასავალი – 102 მანეთსა და 16 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ ალექსანდრე პეტრეს ძე გიორგობიანი და ივანე გრიგოლის ძე ბურჭულაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე და ისაკო მახარობლის ძე სიხარულიძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) იოსებ გრიგოლის ძე შვილევი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 319 წევრი ჰყავდა, ინახავდა ერთ დაწყებით სკოლას და ბიბლიოთეკას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 6485 მანეთსა და 52 კაპიკს, გასავალი – 6144 მანეთსა და 44 კაპიკს.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: სალომე თეიმურაზის ასული ლოლუა, თეკლა კონსტანტინეს ასული თურქია, ნინო ალექსანდრეს ასული თურქია, გრიგოლ თურქია, კონსტანტინე იოსების ძე ჯაფარიძე, ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძე და ელენე ნიკოლოზის ასული ნადარეიშვილი. საზოგადოებამ 1911 წლის განმავლობაში გამართა 10 სხდომა, განიხილა 26 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მარიამ ნიკოლოზის ასული დადიანი-ანჩაბაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 174 წევრი ჰყავდა, ინახავდა ერთ ქართულ სკოლას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 2204 მანეთსა და 03 კაპიკს, გასავალი – 2304 მანეთსა და 68 კაპიკს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას აუწყეს, რომ 1921 წლის 22 დეკემბერს წერა-კითხვისგამავრცელებლი საზოგადოების სალაროში აღმოჩნდა დეკრეტის ძალით გაბათილებული ფულის კუპიურები, სულ 169860 მანეთი. გამგეობამ ცნობად მიიღო ეს ფაქტი. თანხა ჩამოიწერა ანგარიშიდან.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 1-ელ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების (დაარსდა 1909 წელს) გამგეობის წევრები იყვნენ: ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძე, რაჟდენ ივანეს ძე ნანეიშვილი, დავით მიქელას ძე კვანტალიანი და გიორგი დუნდუა. 1911 წლის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა 25 სხდომა, განიხილეს 78 საქმე.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სასკოლოს სექციის მოხსენება ქართული მოძრავი ასოების შესახებ, რომლის გამოცემაც პეტრე სურგულაძეს დაევალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 სექტემბერს დეკანოზი მელიტონ სპირიდონის ძე კელენჯერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფოთის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილსა და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს საზოგადოების წიგნის მაღაზიის საწყობი მდივნისთვის ჩაებარებინათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, იოსებ გიორგობიანი, ნინო ნაკაშიძე, ივანე მაჭავარიანი და ვარლამ ბურჯანაძე. სხდომაზე განიხილეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამომცემელ საზოგადოებად გადარქმევის საკითხი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე – დავით კარიჭაშვილი) მთავარ გამგეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ივანე ჯავახიშვილმა საზოგადოების მუზეუმის წიგნსაცავიდან სპარსული სახარების ხელნაწერი სთხოვა გადასაწერად. გამგეობამ ეს თხოვნა განჩინებით დააკმაყოფილა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 28 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბათუმის ქართული სკოლის მასწავლებელმა, ალექსანდრე მგელაძემ საზოგადოებას სთხოვა, მისი შვილისთვის უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცათ. მას საზოგადოების გამგეობასთან უშუამდგომლა ბათუმის განყოფილების გამგეობამ. ა. მგელაძის საქმის განხილვა გადაიდო.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, რომ ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილის შემდეგ საზოგადოების წიგნის მაღაზიის მართვა სამსონ გიორგის ძე ფირცხალავასთვის მიენდოთ.