რეგისტრირებული ფაქტები51284
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელი ლუკა სვიმონის ძე გაბადაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად სთხოვდა, გამოეგზავნათ 10-10 ცალი „დედა ენა“, ასპიდის დაფები, საწერლები, სახაზავები, ქართულისა და რუსულის რვეულები და საწერი კალმები.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელმა ლუკა სვიმონის ძე გაბადაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ დეხვირის სკოლისთვის საჭირო იყო შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედა ენა“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „კაცია-ადამიანი“, „ვეფხისტყაოსანი“, ბარბარე ჯორჯაძის „სამზარეულო წიგნი“, „ვარდბულბულიანი“, თქმული პირველი მეფისა თეიმურაზისა, გურამიშვილის წიგნი, ასპიდის დაფები, ქართულის საწერი დედნები და საწერი კალმები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ნიკოლოზ მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი, ანასტასია წერეთლისა, ივანე რატიშვილი და გიორგი იოსელიანი. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 1-ლი მაისიდან 23 მაისამდე.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაამტკიცა ანგარიში გრიგოლ ჩარკვიანისთვის კონვერტების დასაბეჭდად 2. 75 მანეთის მიცემის შესახებ.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 26 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანასტასია წერეთლისთვის წიგნების თანხის – 3. 60 მანეთის მიცემა გადაწყვიტეს.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის 2 ნოემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ხელი მოაწერა ანგარიშს, რომ მომგებიანი ბილეთების დასაზღვევად გაიცა 12 მან. 35 კაპ.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, მიხეილ დავითის ძე ცისკარიშვილი.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ზაქარია ივანეს ძე მარკოზაშვილი, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, ანასტასია რაფიელის ასული კახიძე. 1911 წლის განმავლობაში ჩატარდა გამგეობის 17 სხდომა, განიხილეს 23 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, გიორგი ივანეს ძე ხიზანიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი და ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი. 1911 წელს გაიმართა გამგეობის 17 სხდომა, გაირჩა 23 საქმე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას (დაარსდა 1911 წელს) ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა. განყოფილებას 30 წევრი ჰყავდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური, თევდორე (თედო) პავლეს ძე რაზიკაშვილი, მიხეილ იგორის ძე ელიოზიშვილი, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე, ივანე დიმიტრის ძე კვალიაშვილი, ანტონ ანტონის ძე კასრაძე.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ ზაქარია პართენის ძე კიკნაძე და სოლომონ ხუციშვილი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს 3 მაისის სეირნობისა და ლატარიის ანგარიში, რისი შემოწმებაც ალექსანდრე მდივანს დაევალა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში მარიამ აფრასიონის ასული ლომინაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გენერალ-ლეიტენანტი ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი თბილისის გუბერნიის მარშალი იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მიხეილ წერეთელს აკაკი წერეთლის ფონდიდან 100 მანეთით დაეხმარა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წელს გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 92 წევრი, ინახავდა ერთ პირველდაწყებით სკოლას, წიგნებისა და საკანცელარიო მაღაზიას, განაგებდა ილია ჭავჭავაძისეულ საგურამოს მამულს. შემოსავალი შეადგენდა 949 მანეთსა და 66 კაპიკს, გასავალი – 444 მანეთსა და 312 კაპიკს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილებას (დაარსდა 1909 წელს) ნიკოლოზ ჯომარდიძე ხელმძღვანელობდა. განყოფილებას ჰყავდა 49 წევრი, ინახავდა ერთ ბიბლიოთეკას, შემოსავალი შეადგენდა 447 მანეთსა და 24 კაპიკს, გასავალი – 425 მანეთსა და 30 კაპიკს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 13-დან 18 სექტემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2450. 32 მანეთი და დაიხარჯა – 599. 83.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, იაკობ გოგებაშვილს „ბუნების კარში“ 200 მანეთი გადაუხადეს.