ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დავით კასრაძის წერილი „აგდებული მასწავლებელი“.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილებას ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ხელმძღვანელობდა. საზოგადოებას ჰყავდა 68 წევრი, ინახავდა 4 ბიბლიოთეკას, წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიას. განყოფილების შემოსავალი შეადგენდა 1363 მანეთს, გასავალი 414 მანეთს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 14 სკოლა ჰქონდა. გერგეთის, გომარეთის, საგურამოს, ყალამშიის, ბათუმის, ბაქოს, თელავის, კავკავისა და სოხუმის სკოლებს საზოგადოება სრულად აფინანსებდა. წინარეხის, გიორგიწმინდისა და ნავთლუღის სკოლებს – ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსამზადებელ სკოლასა და მის განყოფილებას სენაკში ქუთაისის საადგილმამულო ბანკი ინახავდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მასწავლებელთა უმცირესი ჯამაგირი წელიწადში 360 მანეთით განისაზღვრა, ყოველი სამი წლის ნამსახურობის შემდეგ ემატებოდა 60 მანეთი, ვიდრე 600 მანეთამდე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს გიორგი მიხეილის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფ. კონტუათის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის გახსნის შესახებ.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წელს სიმონ ქაიხოსროს ძე აბაშიძე-გორლენკო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

გენერალ-მაიორი გიორგი ივანეს ძე აბაშიძე 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ნიჟარაძის თხოვნა სვანეთის სკოლებისთვის საზოგადოების გამოცემების ნახევარ ფასად გადაცემის შესახებ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს ერმალოზ ვეფხვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, ხარაგაულში სამკითხველოს გახსნის ნებართვა მოეპოვებინათ.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 27 ოქტომბერს გრიგოლ ვოლსკიმ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 6 სააგენტო წიგნაკის გაგზავნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას საგანგებო შემთხვევებისთვის განსაზღვრული ჰქონდა 11615.69 მან., სათადარიგოდ – 9605, წიგნებისთვის კი – 1299.13 მანეთი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გიორგი ყაზარას ძე ათაბეგოვი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების ფინანსური ბრუნვა 22519.82 მანეთს შეადგენდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ადელაიდა აბაშიძე-გორლენკომ საწევრო, 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ პეტერბურგის კონსერვატორიას თამარ შიუკაშვილის სწავლის საფასურის დასაფარად 75 მანეთი გაუგზავნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ქაღალდებით 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ბარბარე მერაბის ასული ანდრონიკაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის ქალთა გიმნაზიის პედაგოგიური საჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ივლიანეს ძე ჭეიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 31-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი გორდეზიანის თხოვნა წიგნების უფასოდ მიცემის შესახებ. საზოგადოებამ მისი სურვილი არ დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 18 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანდრია დავითის ძე ბახტაძის თხოვნა კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს როტმისტრი მამია დავითის ძე გურიელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დირექტორი ივანე ერასტის ძე გაჩეჩილაძე ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 30 იანვარს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ოცხელი ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე იყო.