ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51284

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე ამილახვარმა საწევრო – 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 და 1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი აბაშიძე საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვერის ბიბლიოთეკას 6737 ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ოსი, ბერძენი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 921 მანეთსა და 20 კაპიკს, გასავალი – 569 მანეთსა და15 კაპიკს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, სიმონ აბაშიძე-გორლენკომ საწევრო – 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი დაესწრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე თავმჯდომარემ, გიორგი ყაზბეგმა განაცხადა საზოგადო კრების თარიღის დანიშვნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადო კრებას 29 ნოემბერს მოიწვევდნენ.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-მაიორი მიხეილ ბიძინას ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით გრიგოლის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-ლეიტენანტი გიორგი რომანოზის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ზაქარია გიორგის ძე ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 23 ოქტომბერს თ. მელიქიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, სამხედრო შინაარსის წიგნები ეთხოვებინათ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა 291 მანეთითა და 71 კაპიკით დაეხმარა გაბრიელ გოზალიშვილს, ანასტასია კაპანაძისას, უილიამ უორდროპს, ტოლსტოის გამოფენის კომიტეტსა და ტიმოთესუბნის მონასტერს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მათხოჯის ბიბლიოთეკას 105 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 69 მანეთსა და 20 კაპიკს, გასავალი – 86 მანეთსა და 75 კაპიკს.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ქაიხოსროს ძე ყიფიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ვლადიმერ პაპავა, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, ვალერიან მიხეილის ძე ხარებავა, კოლია ნიკოლოზის ძე კვერნაძე და ილარიონ იოსების ძე გეგია.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ელისაბედ გრიგოლის ასული საგინაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს პეტრე გრიგოლის ძე ნაკაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის სამკითხველოში 629 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 13 ეგზემპლარი, სიტყვაკაზმული – 218, ისტორიულ-გეოგრაფიული – 122, სასოფლო სამეურნეო – 106, საბუნებისმეტყველო – 54, ასევე ჰქონდათ 174 სხვადასხვა სახის გამოცემა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს დიმიტრი გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ვასილ გრიგოლის ძე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-მაიორი დავით ალექსანდრეს ძე სუმბათაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 11 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ათანასე თევდორეს ძე ჯვარიშეიშვილისაგან ძველი ფულის შესყიდვის შესახებ.

1884

ტიპი: სტატუსი

1884 წელს ივანე დავითის ძე ორბელიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.