ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51866

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ: ივანე გიორგის ძე კიკაბიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, პავლე ლუკას ძე წულაია, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი, ამბაკო ჯანელიძე და ამბაკო გიგოს ძე ახობაძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელი იყო ნიკოლოზ მთვარელიშვილი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-ლეიტენანტი გრიგოლ ლევანის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს თამარ დავითის ასული ბაგრატიონ-გრუზინსკისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1894

ტიპი: სტატუსი

1894 წელს მარიამ ივანეს ასული ივანიშვილი-დემურია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამხმარე წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ზაალის ძე ბარათაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სოლომონ ერმილეს ძე კვინიკაძე ესწრებოდა სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს გენერალ-ლეიტენანტი მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ამირინდო ამირინდოს ძე ამილახვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბისა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორი გედევან დიმიტრის ძე წერეთელი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისთვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს მიხეილ დიმიტრის ძე ალექსი-მესხიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ნიკოლოზ იაკინთეს ძე ალექსი-მესხიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს განათლების სამინისტროს უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგე დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე და სამინისტროს კანცელარიის გამგე ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძე დაესწრნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრ გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ სკოლების გაეროვნულებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით მოწვეულ საგანგებო კრებას.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წელს ნიკოლოზ სიმონის ძე აბაშიძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ივანეს ძე ავალიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1879

ტიპი: სტატუსი

1879 წელს დავით ნიკოლოზის ძე აბდუშელიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ივლისს საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრმა გიორგი ლასხიშვილმა ივანე ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და იაკობ სოლომონის ძე ღულაძე სკოლების გაეროვნულების საკითხთან დაკავშირებით მიიწვია.

1880

ტიპი: სტატუსი

1880 წლიდან ადელაიდა სიმონის ასული აბაშიძე-გორლენკო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ილარიონ გამყრელიძემ, საზოგადოების დამხმარე წევრს, მარიამ დემურია-ივანიშვილს საწევრო – 6 მანეთი გადასცა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 25 ივლისს გორის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ესწრებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილის მიერ მოწვეულ საგანგებო კრებას სკოლების გაეროვნებისა და უცხოენოვანი მოსწავლეებისათვის შერეული კლასების შექმნასთან დაკავშირებით.

1886

ტიპი: ღონისძიება

1881 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელმა წევრმა, ივანე ამილახვარმა საწევრო – 20 მანეთი გადაიხადა. 1887 წლისთვის მას 120 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 და 1882 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გიორგი აბაშიძე საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვერის ბიბლიოთეკას 6737 ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ოსი, ბერძენი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 921 მანეთსა და 20 კაპიკს, გასავალი – 569 მანეთსა და15 კაპიკს.